დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დამსახურებული მასწავლებლის, სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.140.016534 |
|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დამსახურებული მასწავლებლის, სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დამსახურებული მასწავლებლის, სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2023; ს/კოდი: 010250020.35.140.016521), კერძოდ:
დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის „ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების, წარმატებული სტუდენტების და ერუდირებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესი“. |
1.
მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) სტუდენტი დედა – საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ჰყავს ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14 წლის ასაკამდე არასრულწლოვანი შვილი (შვილები);.“. |
2.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. სტუდენტი დედის ფინანსური დახმარება 1. სწავლის საფასურის თანადაფინანსება შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება სწავლა არანაკლებ 5 წელი სწავლება (VII-XII კლასი) და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი; დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი; ე) ჰყავს ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14 წლამდე ასაკის შვილი (შვილები). 2. სწავლის საფასურის თანადაფინანსება ერთ სტუდენტ დედაზე სემესტრში შეადგენს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარს. 3. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.“. |
3.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. საქართველოს ეროვნული ინტელექტჩემპიონატ „ეტალონის“ გამარჯვებულის ფინანსური დახმარება ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა საქართველოს მასშტაბით გაიმართულ ინტელექტჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალურ შეჯიბრში გამარჯვებულ ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ მოსწავლეს, რომელიც დაიკავებს საპრიზო ადგილს, შემდეგი ოდენობით: ა) პირველი ადგილი – 500 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 300 ლარი; გ) მესამე ადგილი – 200 ლარი.“. |
4.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. სტუდენტი დედისათვის ფინანსური დახმარების გასაცემად წარმოსადგენი დოკუმენტაცია სწავლის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) 14 წლამდე ასაკის შვილის (შვილების) დაბადების მოწმობის ასლი და ამონაწერი ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ; დ) ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 5 წელი (VII-XII კლასი) სწავლის კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ამონაწერი ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ; ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (საგამოცდო ფურცელი); ზ) სასწავლო დაწესებულების ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები.“. |
5.
მე-11 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ამონაწერი ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები