დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.034.017433 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ, №84, 23.06.2006, 010.240.070.22.034.008.796) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-9 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სამართლებრივი უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება;“; ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-10 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 104 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 104. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო 1. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას და შემდგომ კოორდინაციას, შესაბამისი ვიზიტების, შეხვედრების დაგეგვმასა და ორგანიზებას; ბ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას, სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ამზადებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტების პროექტებს და ხელს უწყობს მათი განხორციელების პროცესში სასაზღვრო პოლიციის სრულფასოვან მონაწილეობას; გ) კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობას არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლაში; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ის მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცერი, ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 19 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები