ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016400
1
25/01/2024
ვებგვერდი, 26/01/2024
010250050.35.118.016400
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2024 წლის 25 იანვარი

ქ. ონი

 

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2023 წლის 4 აპრილის №2738-XIმს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ და „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ დანართი №2-ს შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი



დანართი №1

 

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია

 

ონის მუნიციპალიტეტის  გამწვანებაში გამოსაყენებლი მცენარეების ჩამონათვალი

სახელწოდება ქართულად

  სახელწოდება ლათინურად

ღეროს გარშემოწერილობა  (სანტიმეტრებში)

სიმაღლე  (მეტრებში)

1

იფანი ჩვეულებრივი

Fraxinus excelsior

14 სმ-დან

3მ- მდე

2

იფანი გრძელფოთოლა

Fraxinus coriariaefolia

3

ცაცხვი კავკასიური

Tilia caucasica

4

ცაცხვი პატარფოთოლა (გულფოთოლა)

Tilia cordata

5

ცაცხვი უნგრული

Tilia tomentosa

6

ნეკერჩხალი მინდვრის

Acer campestre

7

ნეკერჩხალი მაღალმთის

Acer trautvetteri

8

ნეკერჩხალი – ქორაფი

Acer cappadocicum

9

ნეკერჩხალი – ლეკა

Acer platanoides

10

ნეკერჩხალი შაქრის

Acer saccharum

11

წითელი ტყემალი

Prunus cerasifera Pisardii

12

პანტა კავკასიური

Pyrus caucasica

13

მაღალმთის მუხა

Quercus macranthera

14

არყის ხე

Betula alba

15

მტირალა არყის ხე

Betula pendula

16

რადეს არყის ხე

Betula raddeana

17

ლიტვინოვის არყი

Betula Litwinowii

18

ჭნავი (ცირცელი)

Sorbus aucuparia

19

ჰიმალაის კედარი

Cedrus deodara

20

კავკასიური ფიჭვი

Pinus sylvestris var. hamata

21

ფიჭვი

pinus sylvestris

22

ფიჭვი

Pinus montana

23

ვერცხლისფერი ნაძვი

Picea pungens

24

ევროპული ნაძვი

Picea excelsa

25

აღმოსავლეთის ნაძვი

Picea orientalis

26

ლარიქსი

Larix sibirica

27

ერთფერა სოჭი

Abies concolor

28

ესპანური სოჭი

Abies pinsaro

29

კავკასიური სოჭი

Abies nordmanniana

30

უთხოვარი

Taxus baccata

ბუჩქები, მცირე ზომის ხეები

31

აბელია დიდფოთოლა

Abelia grandiflora

 

0.8მ-დან

32

ბუდლეია

Buddleja davidii

 

1.2მ-დან

33

კოლხური ბზა

Buxus sempervirens

 

1მ-დან

34

ცხრატყავა

Lonicera sp.

 

1მ-დან

35

ჩიტავაშლა

Pyracantha coccinea

 

1მ-დან

36

წყავი

Prunus laurocerasus

 

1მ-დან

37

თრიმლი

Cotinus coggygria

 

1მ-დან

38

გრაკლა

Spiraea sp.

 

1მ-დან

39

შინდანწლა

Suaeda an Thelycrania

 

1მ-დან

40

ღვია „ოქროსფერი“

Juniperus x pfitzeriana ‘Mordigan Gold’

 

1მ-დან

41

ღვია „ვერცხლისფერი“

Juniperus virginiana ‘Silver Spreader’

 

0.8მ-დან

42

ღვია გართხმული

Juniperus horizontalis

 

0.8მ-დან

43

ღვია კაზაკური

Juniperus sabina

 

1მ-დან

44

ღვია „მყრალი“

Juniperus foetidissima

 

1მ-დან

45

ღვია გრძელწიწვიანი

Juniperus oblonga

 

1მ-დან

46

ჯუჯა ფიჭვი

Pinus mugo pumilio

 

1მ-დან

47

ჯუჯა ფიჭვი

Pinus mugo mugus

 

1მ-დან

48

ჯუჯა ნაძვი

Picea glauca conica

 

1მ-დან

49

უთხოვარის ბუჩქი

Taxus baccata bushes

 

1მ-დან

 


 

დანართი №2

 

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ონის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულ დაგეგმილ გამწვანებასთან (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა.

2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 2. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი

1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.

2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები:

ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს;

ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნეს გასამწვანებელი არეალები;

გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნეს პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე;

დ) მოსაჭრელი/ გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილი უნდა იქნეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე;

ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს;

ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.


მუხლი 3. განშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი
1. განშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;

ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების განაშენიანების არეალი;

დ ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;

ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;

ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.

4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.

5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;

ბ) შედგენილი უნდა იყოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით.

6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;

ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;

გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;

დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;

ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტომასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია;

ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;

ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარეების გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე;

თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში – მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი;

ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი და სხვა) და საპროექტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობისა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.


მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი
1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში – ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;

ბ) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულ ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას.

გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

2.  ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტორულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;

ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;

გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისათვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;

ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;

ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.


მუხლი 5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.

2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;

ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;

გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.