“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №412 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №412 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 691
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/1899
სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.534
  • Word
691
06/07/2005
010.320.020.22.034.007.534
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №412 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.534

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №691

2005 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №412 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის 36- მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,და ,,ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №412 ბრძანებით (სსმ III, 28.04.2005., №52, მუხ. 563) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

) დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი.”;

) დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11.

მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

) მთავარი სამმართველოს ადმინისტრაცია;

) ოპერატიულ-სამორიგეო ნაწილი;

) საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება;

) კრიმინალური პოლიციის სამმართველო;

) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

) ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველო;

) ქობულეთის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილება;

) ხელვაჩაურის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილება;

) ქედის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილება;

) შუახევის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილება;

) ხულოს შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილება.”;

) დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ფუნქციებია:

) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიზნით სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების განხორციელება იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც არ განეკუთვნება წინასწარი გამოძიების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოთა კომპეტენციას;

) დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;

) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება;

) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;

) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, დამნაშავეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნის უზრუნველყოფა, დადგენა-დაკავება;

) არასრულწლოვანთა შორის სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთა-აცილება;

) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოსა და რაიონული განყოფილებების ოპერატიული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მათთვის საჭირო პრაქტიკული დახმარების გაწევა;

) დამხმარე ძალებთან მუშაობის ორგანიზაცია;

) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა;

) საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევების აღკვეთა ფიზიკური იძულებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიტინგების, დემონსტრაციებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უკანონო მიტინგების, დემონსტრაციების, პიკეტირების და სხვაგვარი აქციების აღკვეთა, აგრეთვე იმ მშვიდობიანი აქციების აღკვეთა, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უშიშროებას, პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს;

) სპეციალური საშუალებების გამოყენებით მთავარი სამმართველოს სისტემის ოპერატიული სამსახურებისათვის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელის შეწყობა;

) წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.”;

) დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

) პირადი შემადგენლობის სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების გაფორმება;

) კომპეტენციის ფარგლებში, პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

) პირადი შემადგენლობის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ტერიტორიულ ორგანოებში მივლინების უზრუნველყოფა;

) პირადი შემადგენლობისათვის შვებულების გაფორმება;

) უსაფუძვლოდ დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენის საკითხების განხილვა;

) პირადი შემადგენლობის წელთა ნამსახურობის დადგენა და შრომის სტაჟის გამოთვლა;

) თანამშრომელთა დისციპლინარული წესით დასჯისა და წახალისების საკითხების მომზადება;

) პირადი საქმეების შედგენის აღრიცხვა და მოხელეთა და პოლიციელთა რეზერვის შექმნა;

) სხვა საკადრო ღონისძიებების განხორციელება;

) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მოზადება; შიდა სამართლებრივი აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

) მთავარი სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის პროექტის მომზადება;

) საბუღალტრო აღრიცხვა;

) მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციონირებისათვის მათი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

) მთავარი სამმართველოს კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა;

) პირადი შემადგენლობისათვის კანონმდებლობით დაწესებული სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა;

) შეიარაღების მდგომარეობაზე ზრუნვა და კონტროლი;

) სამმართველოს ერთეულების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა;

) სამმართველოს უზრუნველყოფა ავტოტრანსპორტით;

) სამმართველოსათვის გამოყოფილი მომარაგების განაწილება, მათი ხარჯვის კონტროლი და ანგარიშგება;

) სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის პროექტის მომზადება;

) სხვა საფინანსო ღონისძიებების განხორციელება.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი                         . გვაზავა