„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017432
3
23/01/2024
ვებგვერდი, 23/01/2024
140130000.22.034.017432
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №3

2024 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2012, 140130000.22.034.016122) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების:

1. 25-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მძღოლობის კანდიდატის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ან/და პრაქტიკული გამოცდის პირველი ან/და მეორე ეტაპის შედეგებზე პრეტენზიის წარდგენა (გასაჩივრება) დასაშვებია 3 სამუშაო დღის ვადაში.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა აითვლება:

ა) მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდისა და პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის შემთხვევაში – მძღოლობის კანდიდატისათვის გამოცდის შედეგების გაცნობის დღიდან;

ბ) მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შემთხვევაში –მძღოლობის კანდიდატისათვის საგამოცდო ოქმის გაცნობის დღიდან, ხოლო თუ ამ წესით დადგენილ ვადაში მძღოლობის კანდიდატის მიერ არ იქნა მოთხოვნილი საგამოცდო ოქმის გაცემა – საგამოცდო ოქმის გაცემის მოთხოვნისათვის დადგენილი ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.“.

2. 382 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. მძღოლობის კანდიდატს საგამოცდო ოქმის გაცემის მოთხოვნის უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შესაბამისი გამოცდის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საგამოცდო ოქმი არ გაიცემა.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში გამოცდის არდაწყების ან დაწყებული გამოცდის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გამომცდელი (მძღოლობის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძვლის არსებობისას ამ მუხლის 71 და 72 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით). შეწყვეტილი/არდაწყებული გამოცდა ხელახლა ტარდება შეწყვეტის/არდაწყების საფუძვლის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, რიგის დაჯავშნისა და მომსახურების საფასურის დამატებით გადახდის გარეშე.  გამოცდის შეწყვეტიდან/არდაწყებიდან გამოცდის ხელახლა ჩატარებამდე არსებული პერიოდი არ გაითვალისწინება ამ წესის 242 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გამოთვლისას. გამოცდის შეწყვეტის საფუძვლის გონივრულ ვადაში აღმოფხვრისას, მძღოლობის კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გამომცდელი უფლებამოსილია გააგრძელოს გამოცდა. მძღოლობის კანდიდატი გამომცდელს თანხმობას განუცხადებს ზეპირად. გამოცდა გაგრძელდება იმ ადგილიდან, სადაც წარმოიშვა მისი შეწყვეტის საფუძველი. ამასთანავე, გამოცდის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე დაშვებული შეცდომები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.“.

3. 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა 1 წელი;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა 3 წელი, გარდა ამ წესის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

4. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის წესი

1. დაინტერესებულ პირზე, ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე, სააგენტოს მიერ გაიცემა:

ა) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა;

ბ) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა:

ა) არის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციის დანართი №10-ის შესაბამისად დამზადებული დოკუმენტი და მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული წესით, ამავე კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე;

ბ) გაიცემა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული და მართვის მოწმობაში ასახული, მინიჭებული კატეგორი(ებ)ით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა:

ა) არის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციის დანართი №7-ის შესაბამისად დამზადებული დოკუმენტი და მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული წესით, ამავე კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე;

ბ) გაიცემა ერთიანი ნიმუშის ეროვნულ მართვის მოწმობაში ასახული, მინიჭებული კატეგორი(ებ)ით/ქვეკატეგორი(ებ)ით.

4. საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება, რომელშიც, მათ შორის, უნდა მიეთითოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის ის ფორმა, რომლის მიღებასაც პირი ითხოვს;

ბ) ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობა;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა არ გაიცემა იმ ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა არ აღემატება 1 წელს.

6. იმ ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა არ აღემატება 3 წელს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა მართვის მოწმობის მოქმედების ვადით.

7. დაკარგული, დაზიანებული ან ვადაგასული საერთაშორისო მართვის მოწმობის სანაცვლოდ გაიცემა ახალი საერთაშორისო მართვის მოწმობა.

8. დაუშვებელია უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დაზიანებული საერთაშორისო მართვის მოწმობის სააგენტოს მიერ შეცვლა, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – მისი აღდგენა.“.

5. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. მართვის მოწმობის დასტური არ მიიღება, თუ მისი გაცემიდან სააგენტოში წარდგენამდე გასულია 90 კალენდარული დღე.“.

6. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. მართვის მოწმობის დასტური არ მიიღება, თუ მისი გაცემიდან სააგენტოში წარდგენამდე გასულია 90 კალენდარული დღე.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 3 აპრილიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური