დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.017197 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. №13 დანართის შენიშვნას: ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეების, სამინისტროს წარმომადგენლების და მათი აპარატების თანამდებობის პირების ოფისი არ არის აღჭურვილი შესაბამისი საოფისე ტექნიკით და ინვენტარით, მოსამსახურეს უნაზღაურდება საოფისე ინვენტარისა და ტექნიკის ხარჯი, საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. საოფისე ტექნიკისა და ინვენტარის შესაძენად დასაშვებია გაიცეს არაუმეტეს 1500 ევრო ან 1500 დოლარი ქვეყნის მიხედვით.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 – 72 პუნქტები: „71. მოსამსახურე ვალდებულია დააბრუნოს ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული საავანსო თანხა შესაბამისი ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავანსო თანხის დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, სამინისტროს წარმომადგენლების და მათი აპარატების თანამდებობის პირების მიერ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის ამოწურვამდე. მიღებული საავანსო თანხის დაბრუნებამდე დასაშვებია მისი ხელმეორედ გაცემა. 72. ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ საშუამავლო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ან მომსახურებით სარგებლობის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეებს, სამინისტროს წარმომადგენლებს და მათი აპარატების თანამდებობის პირებს, როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნიდან 6 თვის განმავლობაში ერთჯერადად უნაზღაურდებათ მომსახურების ხარჯის 50%, მაგრამ არაუმეტეს დასაქირავებელი ბინის ერთი თვის ქირის ოდენობისა.“. „8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მოკლევადიანი მივლინებისას: ა) აკრედიტაციის ქვეყნებში – ანაზღაურდება მგზავრობის (საწვავის ან წარმოდგენილი სამგზავრო დოკუმენტის მიხედვით), ასევე „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების №1 დანართის („სადღეღამისო ნორმები“) მე-4 და მე-5 სვეტით დადგენილი თანხები; ბ) სხვა ქვეყნებში – ანაზღაურდება მგზავრობის (საწვავის ან წარმოდგენილი სამგზავრო დოკუმენტის მიხედვით), ასევე „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების №1 დანართის („სადღეღამისო ნორმები“) მე-3 და მე-5 სვეტით დადგენილი თანხები. გ) საქართველოში – ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები