დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 15 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.024407 |
|
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/05/2023, 010240030.10.003.024010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის“:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, ვრცელდება ამ წესის მოქმედება, გარდა ამავე წესის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა.“. 2. მე-2 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საჯარო დაწესებულებაში არსებული ეთიკური ნორმებისა და პრინციპების გაზიარება სტაჟიორისთვის;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადების გზით, საჯარო დაწესებულებაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, საჯარო დაწესებულებების მხარდაჭერა დამატებითი ადამიანური რესურსით.“. 3. მე-3 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სტაჟიორი − პირი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში ასრულებს სამუშაოს შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;“; ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) სტაჟირება − საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შესრულება შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;“; გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საჯარო დაწესებულება − „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა;“; დ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) საჯარო მოსამსახურე − „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, ამ წესის მიზნებისთვის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული პირი;“; ე) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) სტაჟიორის შრომის ანაზღაურება – ანაზღაურება, რომელსაც, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სტაჟიორი იღებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის პერიოდში.“. 4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სტაჟიორის კონკურსის პრინციპები სტაჟიორის შესარჩევი კონკურსი ეფუძნება კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობის, ღიაობისა და საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულ სხვა პრინციპებს.“. 5. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) ინფორმაცია შრომის ანაზღაურების შესახებ.“. 6. III თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი: „თავი III1 სტაჟიორის შრომის ანაზღაურება მუხლი 171. სტაჟიორის შრომის ანაზღაურების წესი 1. საჯარო დაწესებულებაში მიღებულ სტაჟიორს სტაჟირების გავლის პერიოდში მიეცემა შრომის ანაზღაურება, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება, იყოს სტაჟიორის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი. 3. საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტაჟიორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 4. შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით. მუხლი 172. სტაჟიორის სახელფასო დანამატი სტაჟიორს სახელფასო დანამატი არ ეძლევა. მუხლი 173. სტაჟიორის ფულადი ჯილდო სტაჟიორს ფულადი ჯილდო არ ეძლევა.“. 7. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა 1. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. 2. საჯარო დაწესებულებაში, სადაც მთლიანი საშტატო რიცხოვნობა 10 ერთეულზე ნაკლებია, სტაჟიორის რაოდენობა განისაზღვრება 1 ერთეულით.“. 8. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლები 1. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულება წყდება: ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას; გ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე; ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების საფუძველზე; ვ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ზ) სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის საფუძველზე; თ) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საფუძველზე, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა; ი) სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველზე; კ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურებისას, გარდა მოხელის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებისთვის თავის არიდებისას; ლ) გარდაცვალების საფუძველზე. 2. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება გასცემს ცნობას, სადაც აისახება ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების პერიოდი და ჩაითვლება საერთო სტაჟში. 3. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი გასცემს ცნობას, სადაც აისახება ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების პერიოდი და ჩაითვლება საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 124-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურის სტაჟისა.“. |
მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
2. ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დადგენილებისგან განსხვავებული მოთხოვნების/პირობების შესაბამისად დაწყებული სტაჟირება დასრულდეს დაწყებული სტაჟირების ვადის გათვალისწინებით, ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ხოლო შესაბამის სტაჟიორებს სტაჟირების დასრულებამდე ანაზღაურება განესაზღვროთ 2024 წლის 1 იანვრიდან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. |
|
დოკუმენტის კომენტარები