დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სვლაგეზების, მგზავრობის ტარიფისა და მუნიციპალური სამგზავრო საბაგირო გზით მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016426 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სვლაგეზი №1 დანართით განსაზღვრული სქემის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგინდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სვლაგეზი №2 დანართით განსაზღვრული სქემის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სვლაგეზზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 0,5 (ორმოცდაათი თეთრი) ლარით. |
| მუხლი 4 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სვლაგეზზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 0,5 (ორმოცდაათი თეთრი) ლარით. |
| მუხლი 5 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური სამგზავრო საბაგირო გზით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას (ყველა მიმართულებით) მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 0,5 (ორმოცდაათი თეთრი) ლარით. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების სვლაგეზების სქემა
|
|
დანართი №2
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების სვლაგეზების სქემა
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები