„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017190
13
22/01/2024
ვებგვერდი, 22/01/2024
280120000.22.026.017190
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 

ბრძანება №13

2024 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სასწავლებლად წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან დაკავებული თანამდებობიდან და წარგზავნილნი არიან მსმენელებად სხვადასხვა სასწავლებლებში, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციები, ხოლო სამოქალაქო პირებს  თანამდებობრივი სარგო. ამასთანავე, ეძლევათ სამივლინებო თანხები დადგენილი წესით (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სასწავლებლად ჩარიცხულ უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებს:

ა) ყოველთვიურად უწესდებათ მხოლოდ ფულადი სარგო და ამ ბრძანებით ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატები მათი ფაქტობრივი წოდების შესაბამისად, თუ სასწავლებელში ჩარიცხვამდე პირი იმყოფებოდა:

ა.ა) რეზერვისტთა აღრიცხვაზე;

ა.ბ) წვევამდელთა აღრიცხვაზე და სასწავლებელში ჩარიცხვასთან ერთად გახდა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე.

ბ) უნარჩუნდებათ მხოლოდ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციები, თუ სასწავლებელში ჩარიცხვამდე პირი წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №7 დანართის:

ა) მე-2  და მე-3 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი

      1 250

3

სარდალი, სსიპ-ის რექტორი, ეროვნული გვარდიის უფროსი, სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორი

        875

“.

ბ) მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

6

ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, სსიპ-ის რექტორის მოადგილე, სკოლის მეთაური (პოლკოვნიკი), ცენტრის მეთაური/უფროსი (პოლკოვნიკი), სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველი მოადგილე, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის მეთაური, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაური, შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაური,  სამინისტროს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, სარდლობის შტაბის  უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, სსიპ-თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოადგილე/თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის უფროსი, ბაზის უფროსი (პოლკოვნიკი), სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე (პოლკოვნიკი), სსიპ – თავდაცვის მოხალისის დირექტორის მოადგილე (პოლკოვნიკი)

     

 

 

 

625

“.

გ) მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე, სამხედრო მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ცალკეული სამმართველოს უფროსი, სარდლობის სერჟანტი, ბაზის უფროსი, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი (მთავარი სერჟანტი), გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტი, სკოლის მეთაური/უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი) (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), ეროვნული გვარდიის სერჟანტი, ეროვნული გვარდიის მართვის ცენტრის უფროსი, სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის უფროსი – მთავარი დირიჟორი, ბრიგადის სერჟანტი, ცენტრის უფროსი/მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), ბატალიონის მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სერჟანტი, სსიპ-ის მთავარი სერჟანტი/სსიპ-ის სერჟანტი, სსიპ-ის მიმართულების უფროსი, საჰაერო ოპერაციების ცენტრის უფროსი, შერეული საავიაციო ესკადრილიის სერჟანტი, რაზმის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბატალიონის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სკოლის სერჟანტი, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი/სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის შტაბის უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სერჟანტი, სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის მატერიალური ქონების მართვის ცენტრის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის მოადგილე და შტაბის უფროსი, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შტაბის უფროსი – მეთაურის მოადგილე, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შტაბის უფროსი, საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის უფროსი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ავიაციის მთავარი ინჟინერი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი, დასავლეთი) შტაბის უფროსი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი, დასავლეთი) სერჟანტი, შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაურის მოადგილე, აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის მეთაურის მოადგილე, შერეული საავიაციო ესკადრილიის შტაბის უფროსი, საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურის მოადგილე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ შტაბის უფროსი, სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრის უფროსი, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის მეთაურის მოადგილე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

500

“.

დ) მე-10 – მე-12 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

10

კურსების/კურსის უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი), უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის მეთაური

 

425

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

11

სკოლის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობის სკოლისა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტებისა), კურსების/კურსის უფროსი (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), ბაზის სერჟანტი, კურსების/კურსის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), ბატალიონის სერჟანტი, ესკადრილიის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი, სამინისტროს გენერალური ინსპექციის: მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსების/კურსის სერჟანტი, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის სერჟანტი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის დისლოცირებადი კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის სტაციონალური კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-1 სამსახურის უფროსი,  სარდლობის შტაბის G-2 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-3 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-4 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-5 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-6 სამსახურის უფროსი,  სარდლობის შტაბის G-7 სამსახურის უფროსი, დასავლეთის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის საჰაერო თავდაცვის სისტემების სამსახურის უფროსი – მთავარი ინჟინერი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის ავიაციის საინჟინრო სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-1 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-2 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-3 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-4 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-5 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-6 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-7 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-1 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-3/G-2 სამსახურის უფროსი, სსიპ  – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-4 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-5 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის  შტაბის G-6 სამსახურის უფროსი, სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამსახურის უფროსი, სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრის სერჟანტი, სსიპ – თავდაცვის მოხალისის სამმართველოს უფროსი (პოლკოვნიკი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

375

 

12

სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო კურსების სასწავლო ჯგუფის ინსტრუქტორი (ქალი ინსტრუქტორი), სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალური განყოფილების უფროსი

 

250

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე