“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში და ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროში საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ნომერი 1193
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 81, 08/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.007.532
1193
07/07/2005
სსმ, 81, 08/07/2005
010.340.000.22.027.007.532
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში და ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროში საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.007.532

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1193

2005 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში და ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროში საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების” მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში და თბილისის სააღსრულებო ბიუროში ჩასატარებელი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1).

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში და თბილისის სააღსრულებო ბიუროში ჩასატარებელი კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

    მუხლი 1. სააღსრულებო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატი

1. სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის, პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობებზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 65-წლამდე, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება) და ფლობს სახელმწიფო ენას;

ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2 (თავმჯდომარის შემთხვევაში – 3) წლის გამოცდილება;

გ) პირადი შემადგენლობის მართვის პრინციპების სრულყოფილი ცოდნა;

დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა;

ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·    საქართველოს კონსტიტუცია;

·    ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი;

·    საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

·    საქართველოს სამოქალაქო კოდექსი:

– პირები (წიგნი პირველი; კარი პირველი; თავი პირველი, თავი მეორე);

– საკუთრების შეძენა და დაკარგვა (წიგნი მეორე; კარი მესამე; თავი მესამე);

– საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (წიგნი მეორე; კარი მესამე; თავი მეექვსე);

– საჯარო რეესტრი (წიგნი მეორე; კარი მეოთხე);

·    ,,გაკოტრების შესახებ” საქართველოს კანონი;

·    ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი:

– ზოგადი დებულებები (თავი პირველი);

– სამსახურში მიღება (თავი მეორე);

– მოსამსახურის უფლებები და გარანტიები (თავი მესამე);

– სამსახურებრივი მოვალეობანი (თავი მეოთხე);

– სამსახურიდან გათავისუფლება (თავი მეათე).

·    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი:

– დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (კარი მეთორმეტე);

·    2004 წლის 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №70 დადგენილება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”;

·    საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

2. სააღსრულებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოებათა სამმართველოსა და დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოებათა სამმართველოს უფროსების თანამდებობებზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 65-წლამდე, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება) და ფლობს სახელმწიფო ენას;

ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;

გ) პირადი შემადგენლობის მართვის პრინციპების სრულყოფილი ცოდნა;

დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა;

ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·    საქართველოს კონსტიტუცია;

·    ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი;

·    საქართველოს სამოქალაქო კოდექსი:

– პირები (წიგნი პირველი; კარი პირველი; თავი პირველი, თავი მეორე);

– საკუთრების შეძენა და დაკარგვა (წიგნი მეორე; კარი მესამე; თავი მესამე);

– საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (წიგნი მეორე; კარი მესამე; თავი მეექვსე);

– საჯარო რეესტრი (წიგნი მეორე; კარი მეოთხე);

·    ,,გაკოტრების შესახებ” საქართველოს კანონი;

·    ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი:

– ზოგადი დებულებები (თავი პირველი);

– სამსახურში მიღება (თავი მეორე);

– მოსამსახურის უფლებები და გარანტიები (თავი მესამე);

– სამსახურებრივი მოვალეობანი (თავი მეოთხე);

– სამსახურიდან გათავისუფლება (თავი მეათე).

·    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი:

– დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (კარი მეთორმეტე);

·    2004 წლის 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №70 დადგენილება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”;

·    საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

3. სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 65-წლამდე, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება) და ფლობს სახელმწიფო ენას;

ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;

გ) პირადი შემადგენლობის მართვის პრინციპების სრულყოფილი ცოდნა;

დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა;

ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·    საქართველოს კონსტიტუცია;

·    ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი;

·    ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი:

– ზოგადი დებულებები (თავი პირველი);

– სამსახურში მიღება (თავი მეორე);

– მოსამსახურის უფლებები და გარანტიები (თავი მესამე);

– სამსახურებრივი მოვალეობანი (თავი მეოთხე);

– სამსახურიდან გათავისუფლება (თავი მეათე).

·    2004 წლის 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №70 დადგენილება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”;

·    საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

4. სტატისტიკის ანალიზის და საფინანსო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 65-წლამდე, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას;

ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·    საქართველოს კონსტიტუცია;

·    ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი;

·    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

·    ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი:

– ზოგადი დებულებები (თავი პირველი);

– სამსახურში მიღება (თავი მეორე);

– მოსამსახურის უფლებები და გარანტიები (თავი მესამე);

– სამსახურებრივი მოვალეობანი (თავი მეოთხე);

– სამსახურიდან გათავისუფლება (თავი მეათე).

·    2004 წლის 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №70 დადგენილება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”;

·    საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

5. სტატისტიკის ანალიზის და საფინანსო სამმართველოს მრჩეველის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 65-წლამდე, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას;

ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·    საქართველოს კონსტიტუცია;

·    ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი;

·    ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი:

– ზოგადი დებულებები (თავი პირველი);

– სამსახურში მიღება (თავი მეორე);

– მოსამსახურის უფლებები და გარანტიები (თავი მესამე);

– სამსახურებრივი მოვალეობანი (თავი მეოთხე);

– სამსახურიდან გათავისუფლება (თავი მეათე).

·    2004 წლის 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №70 დადგენილება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”;

·    საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

6. სააღსრულებო დეპარტამენტის მრჩევლის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 65-წლამდე, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას;

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

გ) უცხო ენის ცოდნა;

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·    საქართველოს კონსტიტუცია;

·    ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი:

– ზოგადი დებულებები (თავი პირველი);

– სამსახურში მიღება (თავი მეორე);

– მოსამსახურის უფლებები და გარანტიები (თავი მესამე);

– სამსახურებრივი მოვალეობანი (თავი მეოთხე);

– სამსახურიდან გათავისუფლება (თავი მეათე);

·    ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი;

·    საქართველოს სამოქალაქო კოდექსი:

– პირები (წიგნი პირველი; კარი პირველი; თავი პირველი, თავი მეორე);

– საკუთრების შეძენა და დაკარგვა (წიგნი მეორე; კარი მესამე; თავი მესამე);

– საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (წიგნი მეორე; კარი მესამე; თავი მეექვსე);

– საჯარო რეესტრი (წიგნი მეორე; კარი მეოთხე);

·    2004 წლის 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №70 დადგენილება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”;

·    საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

    მუხლი 2. ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურო

1. ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსისა და მოადგილის თანამდებობებზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, 21 წლიდან 65-წლამდე, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას;

ბ) სპეციალობით მუშაობის 2 (უფროსის შემთხვევაში – 3) წლის გამოცდილება;

გ) პირადი შემადგენლობის მართვის პრინციპების სრულყოფილი ცოდნა;

დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა;

ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·    საქართველოს კონსტიტუცია;

·    ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი;

·    საქართველოს სამოქალაქო კოდექსი:

– პირები (წიგნი პირველი; კარი პირველი; თავი პირველი, თავი მეორე);

– საკუთრების შეძენა და დაკარგვა (წიგნი მეორე; კარი მესამე; თავი მესამე);

– საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (წიგნი მეორე; კარი მესამე; თავი მეექვსე);

– საჯარო რეესტრი (წიგნი მეორე; კარი მეოთხე);

·    ,,გაკოტრების შესახებ” საქართველოს კანონი;

·    ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი:

– ზოგადი დებულებები (თავი პირველი);

– სამსახურში მიღება (თავი მეორე);

– მოსამსახურის უფლებები და გარანტიები (თავი მესამე);

– სამსახურებრივი მოვალეობანი (თავი მეოთხე);

– სამსახურიდან გათავისუფლება (თავი მეათე).

·    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი:

– დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (კარი მეთორმეტე);

·    2004 წლის 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №70 დადგენილება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”;

·    საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

2. ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობებზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 65-წლამდე, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას;

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;