„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 მარტის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 10/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016719
6
18/01/2024
ვებგვერდი, 23/01/2024
010250050.35.105.016719
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 მარტის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2024 წლის 18 იანვარი

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 მარტის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  გენდერული  თანასწორობის  საბჭოს  შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 მარტის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/03/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016425) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) რეგლამენტით დადგენილი წესით, გენდერული თანასწორობის სფეროში საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ აღსრულებაზე კონტროლი;“

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. აღმასრულებელი ორგანოს მიმართ კონტროლის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს წევრი აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა