დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 9 სექტემბრის №30/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1/2024 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
მიღების თარიღი | 22/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.15.008.016715 |
1/2024
22/01/2024
ვებგვერდი, 23/01/2024
010220020.15.008.016715
„ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 9 სექტემბრის №30/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
„ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 9 სექტემბრის №30/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 9 სექტემბრის №30/2019 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 09/09/2019, 010220020.15.008.016462) დამტკიცებული დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
|
მუხლი 2 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხის, შრომის ანაზღაურების ოდენობის და ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2023 წლის 27 დეკემბრის №233/2023 განკარგულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული გრაფების ძალადაკარგულად ცნობამდე, აღნიშნული გრაფებით განსაზღვრული მოხელეების მიმართ ვრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული მოთხოვნები.
|
მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალი, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი
|
|
დოკუმენტის კომენტარები