„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს №32/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.016192
1/ნ
17/01/2024
ვებგვერდი, 22/01/2024
010240030.22.037.016192
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს №32/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №1/ნ

2024 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს №32/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს №32/ნ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 03/08/2018, 010240030.22.037.016128) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების:
1. მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-4 მუხლის:
ა) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების ხელშეწყობა;“.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 21 პუნქტი:

 „21. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსი არის სამინისტროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.“;

ბ) 22 პუნქტი:

„22. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი არის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.“.

4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის – სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსი.“.

მუხლი 2
1. ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
2. ბრძანების  პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიირაკლი ქარსელაძე