“უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანოზაციის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანოზაციის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 172/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 81, 08/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.007.527
  • Word
172/ნ
30/06/2005
სსმ, 81, 08/07/2005
470.010.010.22.035.007.527
“უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანოზაციის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.007.527

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №172/ნ

2005 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

,,უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის  2 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

,,უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ ,,უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები და ძირითადი პრინციპები” (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი თავის:

ა.ა) პირველი მუხლის პროგრამის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პროგრამის ბიუჯეტი:

პროგრამის ბიუჯეტია 1 965 200 ლარი.”;

ა.ბ) მე-3 მუხლში საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამები ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №1);

ბ) მესამე თავის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №2);

გ) მეოთხე თავის:

გ.ა) ბიუჯეტური ნაწილი და ბიუჯეტური განწერის ცხრილის მონაცემები ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №3);

გ.ბ) მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,საოჯახო მედიცინის მოდელის დანერგვის პილოტური პროგრამა”;

გ.გ) მე-7 მუხლის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტი (მ.შ ფთიზიატრიული, ფსიქიატრიული, ონკოლოგიური და ორსულთა პატრონაჟი)”;

გ.დ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის დაფინანსების მეთოდოლოგია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ორსულთა მეთვალყურეობის ტარიფი განისაზღვროს 50 ლარით, რომელიც ვიზიტებზე ნაწილდება შემდეგნაირად:

1 ვიზიტი 28 ლარი;

2 ვიზიტი 9 ლარი;

3 ვიზიტი 7 ლარი;

4 ვიზიტი 6 ლარი.”;

გ.ე) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს 81 მუხლი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №4);

დ) მეხუთე თავის:

დ.ა) ,,მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამის” 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №5);

დ.ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №6);

დ.გ) მე-11 მუხლის ბიუჯეტური განწერის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ქვეკომპონენტები

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

სამეანო დახმარება, ახალშობილთა მოვლა სამშობიარო სახლის პირობებში

8 020.0

მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა

120.0

ფენილკეტონურიაზე ახალშობილთა სკრინინგი და ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ ბავშვთა პატრონაჟი და მკურნალობა

140.0

პროგრამის მართვის ხარჯები

20.0

  სულ

8 300.0

დ.დ) მე-11 მუხლის დაფინანსების მეთოდოლოგიაში ,,დიფერენცირებული ზღვრული ტარიფი” შეიცვალოს შემდეგნაირად:

,,თბილისი – 200 ლარი;

ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი – 180 ლარი;

დანარჩენ ქალაქებსა და რაიონებში – 150 ლარი.”;

დ.ე) მე-12 მუხლის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბავშვთა (0-დან 3 წლამდე) სამედიცინო დახმარების კომპონენტი”;

დ.ვ) მე-14 მუხლის პროგრამის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პროგრამის ბიუჯეტი

 

ღონისძიება

ბიუჯეტი

(ათას ლარი)

ონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალობა, მ.შ. ონკოინკურაბელური პაციენტების პალიატიური მზრუნველობა.

3 150.0

ნეიროონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალობა

250.0

მოზრდილთა ონკოჰემატოლოგია

350.0

ბავშვთა ონკოჰემატოლოგია*

550.0

სულ

4 300.0

 

·      ბავშვთა ონკოჰემატოლოგიაში გერმანული მხარის (GTZ) მიერ დამატებით შემოტანილი იქნება მედიკამენტები 250 000 ლარის მოცულობით.;

დ.ზ) მე-14 მუხლში ,,სტაციონარული ჰოსპისის უზრუნველყოფა 5 საწოლის” ნაცვლად განისაზღვროს 10 საწოლით;

დ.თ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №7);

დ.ი) მე-16 მუხლის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მოსახლეობის ურგენტული მომსახურების პროგრამა (ანტირაბიული საშუალებების გამოკლებით)”;

დ.კ) მე-16 მუხლის ბიუჯეტური განწერის ცხრილი შემდეგი რედაქციით:

 

ღონისძიება

ბიუჯეტი (ათასი ლარი)

ურგენტული სტაციონარული მომსახურება

8 535.3

უპოვართა სამედიცინო დახმარების ხელშეწყობა (საქართველოს საპატრიარქოს თერაპიული კლინიკა უპოვართათვის ბაზაზე)

 

60.0

პროგრამის მართვის ხარჯები

65.0

სულ

8 660.3

 

დ.ლ) მე-16 მუხლის ,,ურგენტული სტაციონარული მომსახურება” დამტკიცებული ფორმატით ძალაში შევიდეს 2005 წლის 1 ოქტომბრიდან, ხოლო 1 ოქტომბრამდე პროგრამა განხორციელდეს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და პროგრამაში მონაწილე დაწესებულებებს შორის 2004 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებით;

დ.მ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: ,,ანტირაბიული სამედიცინო დახმარება (ანტირაბიული საშუალებების გამოკლებით)”;

დ.ნ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში, უპოვართა სამედიცინო დახმარების ხელშეწყობის პროგრამის მოსალოდნელი ეფექტის ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უპოვართა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და ამის შედეგად მათი სოციალური რეაბილიტაცია.

პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

პროგრამას ახორციელებს საქართველოს საპატრიარქოს თერაპიული კლინიკა (უპოვართათვის).

პროგრამის პიუჯეტი შეადგენს 60.0 ათას ლარს.

პროგრამის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და საქართველოს საპატრიარქოს თერაპიული კლინიკას (უპოვართათვის) შორის გაფორმებული ხელშეკრულების წესებითა და პირობებით დამტკიცებული სახელმწიფო სტანდარტების ფარგლებში.”;

დ.ო) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №8);

დ.პ) მე-18 მუხლის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროგრამა”;

დ.ჟ) მე-18 მუხლის ბიუჯეტური განწერის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ღონისძიება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სასწრაფო დახმარების პროგრამა

11 343.0

1.1

სასწრაფო-სამედიცინო დახმარება

(მათ შორის, საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფა)

10 843.0

(100.0)

1.2

ტრეინინგების, პროგრამის მართვისა და საპრომოციო ხარჯები

70.0

1.3

კავშირგაბმულობისა და სატელიტური სისტემის უზრუნველყოფის ხარჯები

430.0

 

დ.რ) მე-18 მუხლის განხორციელების მეთოდოლოგია და განხორციელების მეთოდოლოგიის ცხრილი ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №9);

დ.ს) მე-18 მუხლის დაფინანსების მეთოდოლოგიის ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დაფინანსების მეთოდოლოგია

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების დაფინანსება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით ინფრასტრუქტურის სიმძლავრესა და პერსონალის რაოდენობაზე დაყრდნობით. იგი ითვალისწინებს ადმინიტრაციისა და მედპერსონალის ხელფასის, მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების, საწვავის, კავშირგაბმულობისა და სხვა ხარჯებს. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხარჯები ქალაქებსა და რაიონებში განაწილებულია შემდეგნაირად:

თბილისი: 2 800,0 ათასი ლარი;

ბათუმი: 255,864 ათასი ლარი;

ქუთაისი: 318,360 ათასი ლარი;

სხვა რაიონები და ქალაქები: 5 683,9 ათასი ლარი.

პროგრამა ახალი ფორმატით ძალაში შევა 2005 წლის 26 მაისიდან.”;

დ.ტ) მე- 19 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №10);

დ.უ) მე- 20 მუხლის პროგრამის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პროგრამის ბიუჯეტი:

პროგრამის ბიუჯეტია 245.0 ათასი ლარი.”

დ.ფ) 22- მუხლის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და დიალიზის კომპონენტი”;

დ.ქ) 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 221 მუხლი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №11);

ე) მეექვსე თავის:

ე.ა) ბიუჯეტური ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბიუჯეტი:

,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 9 182.0 ათასი ლარით.”

 

მოსახლეობის სპეციფიკურ მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა

9 182.0

დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი

3,392.0

დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობის კომპონენტი (დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის ბაზაზე) მ.შ. 300,0 ათასი ლარი – დიაბეტიან ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის გაგრძელებისათვის

1,200.0

ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობის კომპონენტი

850.0

ონკოინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი

500.0

ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი

570.0

უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

250.0

ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

890.0

იმუნიზაციის კომპონენტი

800.0

ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფის პროგრამა

280.0

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა განბაჟების, ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

450.0

ე.ბ) 27-ე მუხლის ბიუჯეტური ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბიუჯეტი:

·      ორგანოგადანერგილ პაციენტთა იმუნოსუპრესორული პრეპარატებით უზრუნველყოფა – 528 300 ლარი;

·      ორგანოგადანერგილ, პრედიალიზზე და დიალიზზე მყოფ პაციენტთა საინფორმაციო ბანკისა და მონიტორირების უზრუნველყოფა – 41 700 ლარი.”;

ვ) მეშვიდე თავის 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №12).

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი                  ნ. ფრუიძე

დანართი №1

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ განსახორციელებული სახელმწიფო პროგრამები

პროგრამის დასახელება

2005 წლის
 გეგმა

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის სახელმწიფო პროგრამა

2905100

I

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის, დაავადებათა აქტიური გამოვლენის და სოციალურად საშიშ დაავადებათა პროფილაქტიკის პროგრამა

1965200

1

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება

 

1,1

თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები

 

1.1.1

წევის შეწყვეტის ხელშეწყობა – გადაგდების სატელეფონო საკონსულტაციო პროგრამის შემუშავება და დანერგვა თბილისში, გადაგდების პროგრამის ადაპტირება და პილოტირება მიზნობრივ ჯგუფებში

 

1.1.2

პოლისიმეიქერების, ჯანდაცვის პროფესიონალების, სტუდენტების, პედაგოგების ტრენირება თამბაქოს კონტროლის საკითხებში

 

1.1.3

სამუშაო და საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ხელშეწყობა – სახელმწიფო, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში მწეველობის შეზღუდვის კომპლექსური პროგრამების შემუშავება და პილოტირება.

 

1.1.4

თამბაქოს საწინააღმდეგო მიზნობრივი სარეკლამო კამპანია

 

1.1.5

თამბაქოს კონტროლის მულტისექტორულ ღონისძიებათა მონიტორინგი და შეფასება, საინფორმაციო ბაზის ფორმირება

 

1.1.6

თამბაქოს კონტროლის მულტისექტორული ღონისძიებების კოორდინაციის ხელშეწყობა

 

1,2

ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტიობის დანერგვის ღონისძიებები

 

1.2.1

მრავალდარგობრივი გეგმის შემუშავების ხელშეწყობა

 

1.2.2

მულტისექტორული კოორდინაცია

 

1,3

ტრავმატიზმისა და ძალადობის პროფილაქტიკის ღონისძიებები

 

1.3.1

ტრავმატიზმის პრევენციის ყოვლისმომცველი ეროვნული გეგმის შემუშავება

 

1,4

ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო და მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებები

 

1.4.1

მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნულ მოქმედებათა გეგმის შემუშავება

 

1.4.2

სარეკლამო კამპანია

 

1,5

ჯანსაღი სკოლები და ქალაქები

 

1.5.1

,,თბილისი ჯანსაღი ქალაქი” პროექტის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა

 

1.5.2

ინტერსექტორული კოორდინაცია

 

1.5.3

ექსპერტული მუშაობა

 

1.5.4

ჯანსაღი სკოლის პროექტის შემუშავება და პილოტირების ხელშეწყობა

 

1.5.5

ცჯწ რეგიონული პროგრამების სრულყოფა და სჯდ რეგიონული სამსახურების სპეციალისტების ტრენინგი

 

1,6

რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვისა, ახალგაზრდების სქესობრივი აღზრდის ხელშეწყობა:

 

1.6.1

პრევენციის ღონისძიებები მიზნობრივ ჯგუფებში

 

1.6.2

სარეკლამო კამპანია

 

1,7

ცენტრალური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების ნაბეჭდი, რადიო და სატელევიზიო საინფორმაციო და სარეკლამო პროდუქციის ერთიანი მენეჯმენტი

 

1,8

საერთაშორისო თანამშრომლობა და ფართო საზოგადოების ინფორმირება

 

1.8.1

საზოგადობრივი ჯანდაცვის ვებგვერდის შემუშავება

 

1.8.2

ჯანმრთელობის დღეების აღნიშვნა,
მასობრივი აქციების ორგანიზება

 

2

ავადობის აქტიური გამოვლინება და მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები

 

2,1

დაავადებათა გამოვლინება და სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარება

 

2,2

საქართველოს ეროვნული სპორტული ნაკრები გუნდების სამედიცინო უზრუნველყოფა

 

2,3

ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა

 

2,4

პროფესიული დაავადებების პრევენცია

 

2,5

პროსტატის კიბოს დიაგნოსტირება (სკრინინგი)

 

3

ნარკომანიის პროფილაქტიკური ღონისძიებები

 

3,1

ეპიდზედამხედველობითი, მეთოდურ-პრაქტიკული ღონისძიებების გატარება ნარკომანიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ეფექტურობის თვალსაზრისით

 

3,2

ნარკომანიის წინააღმდეგ მოსახლეობისა და მიზნობრივი ჯგუფის ინფორმირება

 

3,3

საქართველოს რეგიონებსა და რაიონებში ნარკომანიის ეპიდზედამხედველობისა და პროფილაქტიკის წარმოება

 

4

მიკროელემენტ იოდის დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკა

 

4,1

მიკროელემენტ იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა გამოვლენა (რეგიონული დონე – ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი)

 

4,2

ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირება

 

5

გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა ეპიდზედამხედველობის სისტემის ფორმირება და პირველადი პრევენცია

 

5,1

გ.ს.დ. ეპიდზედამხედველობის სისტემის ფორმირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტივირება პროფილაქტიკის სფეროში

 

5,2

გ.ს.დ. და მათი გამომწვევი რისკ-ფაქტორების საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ ღონისძიებათა შემუშავება და დანერგვა

 

6

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკა

 

6,1

სგგდ სტანდარტული დიაგნოსტიკა

 

6,2

ეპიდზედამხედველობა

 

7

შიდსის პროფილაქტიკა

 

7,1

რისკის ჯგუფების აივ ინფექცია/შიდსზე სტანდარტული დაიგნოსტიკა

 

7,2

ეპიდზედამხედველობის ორგანიზაცია და განხორციელება,პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო საქმიანობის უზრუნველყოფა

 

8

მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფა

 

8,1

ეპიდზედემხედველობა და პროგრამის ღონისძიებათა განხორციელებისათვის ორგანიზაციულ-მეთოდურ-პრაქტიკული სამუშაოების წარმოება

 

8,2

დონორთა სისხლის სტანდარტული დიაგნოსტიკა (20 ათასი დონაცია)

 

8,3

დონორთა საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირება

 

9

ონკოლოგიურ დაავადებათა რეგისტრის და ეპიდზედამხედველობის განხორციელება

 

9,1

კიბოს რეგისტრის ფუნქციონირება

 

9,2

ინფორმაციის ეპიდანალიზი, ორგანიზაციულ-მეთოდური და სტატისტიკური დამუშავება

 

10

სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა

 

II

ინფორმაციული სისტემების უზრუნველყოფის, ეპიდზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამა

650000

1

ეპიდაფეთქების ლიკვიდაციის ხელშეწყობა (სტანდარტული დიაგნოსტიკა და მკურნალობა)

15000

2

მალარიის სტანდარტული დიაგნოსტიკა (მ.შ. საბონიფიკაციო სამუშაოები) და მკურნალობა, პარაზიტულ დაავადებათა პრევენცია

200000

3

რეგიონულ და ადგილობრივ (ქალაქი, რაიონი) დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირება (იმუნიზაცია, ეპიდზედამხედველობა, სამედიცინო სტატისტიკის წარმოება)

365000

4

სამთავრობო დაწესებულებში სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო ღონისძიებების ჩატარება

35000

5

სადეზინფექციო საქმიანობის მიმდინარეობაზე ზედამხედველობა და მეთოდური ხელმძღვანელობა. ეპიდსიტუაციის გამწვავებისას კერაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების (დასკვნითი დეზინფექცია) ორგანიზაცია.

15000

6

მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება ცენტრალურ დონეზე (ეპიდაფეთქებებზე რეაგირება)

20000

III

პროგრამის მონიტორინგის და მართვის ხელშეწყობის ხარჯები

289900

1

პროგრამების განხორციელების ორგანიზაციისა და მართვის ხელშეწყობა ცენტრალურ დონეზე;

 

2

– პროგრამების მართვისა და დანერგვის ხელშეწყობა სამხარეო დონეზე
– სტანდარტი № 7567: რეგიონულ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება, სპეციალიზებული ანალიზი პროგრამული ფორმების მეშვეობით; რაიონულ და უშუალოდ საშემსრულე

 

3

პროგრამების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოთა დამოწმება, ინსპექტირება რაიონულ, საქალაქო (სამხარეო) დონეზე

 

4

სამედიცინო შემოწმების და ექსპერტიზის სპეცფორმების ბეჭდვა

 

 

დანართი №2

    მუხლი 5. სამედიცინო დაწესებულებების ოპტიმიზაციის პროგრამა

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დადებული განვითარების საკრედიტო ხელშეკრულებით ,,სტრუქტურული რეფორმების ხელშეწყობის პროექტი" (SRS) ნაკისრი ვალდებულებების და აგრეთვე ,,სტრუქტურული გარდაქმნის III კრედიტის" (SAC III) პირობების შესაბამისად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარეობს სტრუქტურული რეფორმა, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებათა ოპტიმიზაცია, ოპტიმიზაციის შედეგად წარმოშობილი ჭარბი ქონების პრივატიზება და სახელმწიფო სექტორში დარჩენილი სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია-აღჭურვა.

მიზანი

სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და აღჭურვა.

ამოცანები

– შერწყმისა და რეორგანიზაციის გზით საავადმყოფოთა ოპტიმიზაცია;

– ოპტიმიზაციის პროცესში მონაწილე სამედიცინო პერსონალის სოციალური დაცვის მექანიზმების განხორციელება;

– საავადმყოფოთა ჭარბი ქონების საპრივატიზაციოდ მომზადება;

– საავადმყოფოთა შენობების რეაბილიტაცია და მათი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვა.

ბიუჯეტი

,,2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 18 771 900 ლარით.

                                                                                                                                            (ლარი)

ღონისძიებები

ბიუჯეტი

ოპტიმიზაციის შედეგად საზოგადოებრივ სექტორში დარჩენილ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია

17 808 947

ოპტიმიზირებული სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა

414 444

ოპტიმიზირებული სამედიცინო დაწესებულებებიდან დათხოვილ პერსონალზე საკომპენსაციო პაკეტების გაცემა

26 462

ოპტიმიზირებული სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის ტრეინინგები და სხვა ხარჯები

522 047

მოსალოდნელი შედეგები

სამედიცინო დაწესებულებათა გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

დანართი №3

ბიუჯეტი

,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 19 323.0 ათასი ლარით.

 

მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა

19 323.0

1. მოსახლეობის (მ.შ. მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის) ამბულატორიული დახმარების კომპონენტი

14 963.0

მოსახლეობის ამბულატორიული დახმარება (მ.შ. მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის)

14 879.0

ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური სამედიცინო დახმარება

39.0

პროგრამის მართვის ხარჯები

45.0

2. სპეციალიზირებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტი (მ.შ. ფთიზიატრიული, ფსიქიატრიული, ონკოლოგიური და ორსულთა პატრონაჟი)

4 000.0

3. საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების კომპონენტი

160.0

4. შშმპ-თა ამბულატორიული დახმარების ქვეკომპონენტი

200.00

 

დანართი №4

    მუხლი 81. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამბულატორიული დახმარების ქვეკომპონენტი

პროგრამის არსი:

არსებული მონაცემებით საქართველოში ამჟამად დაახლოებით 200 000-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი აღირიცხება. მათგან თითოეულის დაავადებები 5-6-ით ნოზოლოგიით განისაზღვრება, ამიტომ მოსახლეობის ეს ჯგუფი საჭიროებს ამბულატორიული დახმარების უფრო დიდი მოცულობით მიწოდებას, ვიდრე მოსახლეობის დანარჩენი ჯგუფები.

მიზანი:

·      შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მ.შ. ყრუ-მუნჯთა), ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაჭრილთა და დაავადებულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრების უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი და ეფექტური ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებით.

·      შშმ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური გამოკვლევა.

პროგრამის ამოცანები:

·      შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინფორმირება ამბულატორიული სამედიცინო დახმარების მოცულობისა და პროგრამის ფარგლებში მათი უფლებების შესახებ.

·      სამკურნალო და პროფილაქტკური ღონისძიებების მაქსიმალურად სრული მოცულობით მიწოდება;

·      ყრუ-მუნჯთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა თარჯიმნის საშუალებით;

·      ამბულატორიული დახმარების მონიტორინგი;

·      საინფორმაციო ბაზის შექმნა.

პროგრამის ბიუჯეტი:

პროგრამის საერთო ღირებულება განისაზღვრა 200 000 ლარით.

დაფინანსების მეთოდოლოგია

პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებების შერჩევა მოხდება ,,სახელმწიფო შესყიდვების კანონის” საფუძველზე.

დაწესებულებებზე თანხების გადანაწილება მოხდება რეგიონებში არსებული შშმპ-თა რაოდენობის მიხედვით.

დაწესებულებისათვის დამკვეთის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასების შესაბამისად, განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.

განხორციელების მეთოდოლოგია

პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაჭრილთათვის და დაავადებულთათვის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის სამკურნალო და დიაგნოსტიკური ღონისძიებების მაქსიმალურად სრული მოცულობით მიწოდებას, აგრეთვე შესაძლებლობის ფარგლებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს სამედიცინო ღონისძიებათა ჩატარებას, რომლებიც მიმართულია ორგანიზმის დარღვეულ ფუნქციათა, შრომისუნარიანობის ნაწილობრივი და სრული აღდგენისა და კომპენსაციისაკენ.

ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკის, მართვისა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა განხორციელდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურება:

·      ბიოქიმიური გამოკვლევები;

·      კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები;

·      ელექტროკარდიოგრაფია;

·      ელექტროენცეფალოგრაფია;

·      ექოსკოპია;

·      რეოვაზოგრაფია;

·      რენდგენოდიაგნოსტიკა;

·      ფიზიოთერაპია;

·      ლაზეროთერაპია;

·      მასაჟი;

·      სამკურნალო ფიზკულტურა.

პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება ზოგადი პროფილის ექიმებსა და შესაბამის სპეციალისტებთან ვიზიტები და კონსულტაციები (ქირურგი, ნევროპათოლოგი, გინეკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, უროლოგი).

პროგრამის შედეგი:

პროგრამის ეფექტური განხორციელება ხელს შეუწყობს:

·      შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მ.შ. ყრუ-მუნჯი), ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკდებლობისათვის ბრძოლებში დაჭრილთა და დაავადებულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრების უზრუნველყოფას ამბულატორული სამკურნალო-დიაგნოსტიკური მომსახურებით;

·      ინდივიდუალური რუკების წარმოებას და მათ სისტემატიზაციას;

·      საინფორმაციო ბაზის შექმნას.

შეფასების კრიტერიუმები:

·      შშმპ-თა მოცვის მაჩვენებელი;

·      მიმართვათა რაოდენობა;

·      პაციენტის კმაყოფილება.

დანართი №5

ბიუჯეტი

,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქრთველოს კანონის შესაბამისად პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტი განისაზღვრა 56 131 000 ათასი ლარით.

 

 

 

მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწ ფო პროგრამა

56,131.0

1

ფსიქიატრიული დახმარების კომპონენტი

3,062.0

2

ფთიზიატრიული დახმარების კომპონენტი

3,100.0

3

სამეანო დახმარების კომპონენტი

8,300.0

4

ბავშვთა (0-დან 3 წლამდე) სამედიცინო დახმარების კომპონენტი

6,000.0

5

უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომპონენტი *

(სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უმწეოთა პოლისების მქონე პაციენტები)

245.50

6

ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის კომპონენტი

2,186.0

7

ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტი

4,300.0

8

რეფერალური დახმარების კომპონენტი

4,133.0

9

მოსახლეობის ურგენტული მომსახურების პროგრამა (ანტირაბიული საშუალებების გამოკლებით)

8 660.3

10

სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის კომპონენტი

150.0

11

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროგრამა

11,343.0

12

მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების და  იმ ბავშვების სამედიცინო დახმარების კომპონენტი, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას

300.0

13

საგანგებო სიტუაციებში დაზარალებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების კომპონენტი

245.0

14

ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და დიალიზის კომპონენტი *

160.00

15

რესურსტევადი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების პროგრამა *

569.50

16

გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამა

1,000.0

17

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამა ( 2004 წელს ნაკისრი ვალდებულებების ანაზღაურებისთვის) *

1,700.00

18

ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციის კომპონენტი

120.0

19

ეპილეფსიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროგრამა

140.0

 

* გათვალისწინებულია 2004 წელს შესრულებული სამუშაოების დავალიანების დაფარვა.

დანართი №6

    მუხლი 9. ფსიქიატრიული დახმარების კომპონენტი

კომპონენტის ფარგლებში განხორციელდება:

·      იძულებით მკურნალობაზე მყოფი სულით ავადმყოფთა სამედიცინო დახმარება;

·      სოციალურად საშიში ავადმყოფების გაძლიერებული მეთვალყურეობის უზრუნველყოფა;

·      ფსიქოზური რეგისტრის ავადმყოფების სტაციონარული, მათ შორის, ურგენტული დახმარებით უზრუნველყოფა;

·      ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-რეაბილიტაციური უზრუნველყოფა;

·      მოზრდილთა ფსიქო-რეაბილიტაციური უზრუნველყოფა;

·      შემთხვევათა მართვის სამოდელო სისტემის ამოქმედება.

ბიუჯეტი

კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

სტაციონარული დახმარება

2,698.0

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-რეაბილიტაციური უზრუნველყოფა

25.0

ფსიქიკურ ავადმყოფთა (მოზრდილთა) ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

25.0

პირველადი ეპიზოდის განყოფილების ფუნქციონირება

100,0

იძულებით მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა დაცვის ხარჯები

200.0

პროგრამის მართვის ხარჯები

14.0

 სულ

3,062.0

 

*საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 აგვისტოს №496 ბრძანებულების ,,საქართველოს მოსახლეობის ფსიქიატრიული დახმარების შემდგომი სრულყოფის შესახებ” თანახმად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისრა სულით ავადმყოფთა იძულებითი მკურნალობის (ყველა შესაბამისი პირობების დაცვით) ანაზღაურება.

სტაციონარული დახმარება

ქვეყანაში მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური ცვლილებები თავის ასახვას ჰპოვებს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაზე და მათ შორის, ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზაციაზე. ფსიქიატრიული კონტინგენტის ავადმყოფთა სპეციფიურობა გამოიხატება ქრონიკულად მიმდინარე დაავადებათა დომინირებაში, რომელთაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი მკურნალობა და პერმანენტული მეთვალყურეობა. იმ მიზეზის გამო, რომ ნათესავები და ახლობლები ხშირად უარს ამბობენ სულით ავადმყოფთა მოვლა-პატრონობაზე, ისინი მთლიანად ფსიქიატრიული დაწესებულების მზრუნველობის ქვეშ ექცევიან. მკურნალობის ხანგრძლივი კურსის საჭიროება, ავადმყოფთა სოციალურად საშიში ქმედებები და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შექმნილი კრიტიკული სიტუაცია განაპირობებს სახელმწიფოს მიერ დარგის დაფინანსების აუცილებლობას.

მიზნები და ამოცანები:

·      იძულებით მკურნალობაზე მყოფ ავადმყოფთა მკურნალობა;

·      სოციალურად საშიშ ავადმყოფთა მკურნალობა;

·      ქრონიკულ სულით ავადმყოფთა მკურნალობა გამწვავების პერიოდში;

·      ფსიქოზური რეგისტრის აშლილობათა მკურნალობა;

·      პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობათა მკურნალობა.

პროგრამის განხორციელებისა და დაფინანსების მეთოდოლოგია:

წინა წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით და გეოგრაფიული ხელისმისაწვდომობის პრინციპის დაცვით პროგრამის სრული მოცულობით განხორციელებისათვის აუცილებელია ქვეყანაში არსებული აღნიშნული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების მთლიანი სიმძლავრეები.

ორგანიზაციების დაფინანსება განხორციელდება დადგენილი წესით, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დამტკიცებულ სტანდარტებსა და წლიურ საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაყრდნობით. ანაზღაურების ერთეულს წარმოადგენს საწოლდღე, რომლის ღირებულება შეადგენს 6.75 ლარს (კვების ჩათვლით).

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-რეაბილიტაციური უზრუნველყოფა ფსიქიკურ ავადმყოფთა (მოზრდილთა) ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

საქართველოში დღეისათვის ფუნქციონირებს ფსიქიატრიული დახმარების პროგრამა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საჭიროებების სრულად დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამა მთლიანად არის ორიენტირებული მხოლოდ ბიოლოგიურ ფსიქიატრიაზე და არ ითვალისწინებს სოციალურ რეაბილიტაციას, არადა ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს აუცილებლად ესაჭიროებათ სოციალური უნარ-ჩვევების აღდგენა, რაც შეამცირებს მათ ინვალიდობას.

ფსიქიატრიული დახმარების აღნიშნული ფორმა მოწონებული და რეკომენდებულია უცხოელი ექსპერტების მიერ. იგი შეტანილია ფსიქიატრიის დარგის განვითარების 5 წლიან გეგმაში, რომელიც დამტკიცებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შეამციროს ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთა ინვალიდობის ხარისხი. ხელი შეუწყოს, რათა ფსიქიკურად დაავადებულმა ადამიანებმა ისწავლონ დამოუკიდებლად ცხოვრება, გაუმჯობესდეს მათი სოციალური ადაპტაციის უნარი, მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, მაგალითად ისწავლონ მედიკამენტების სწორი მიღება, პრეპარატების გვერდითი ეფექტების ამოცნობა, განუვითარდეთ შრომითი უნარ-ჩვევები და ა.შ.

პროგრამის მიზანი:

·      ფსიქიკურ ავადმყოფთა რემისიის ხანგრძლივობის გაზრდა;

·      ჰოსპიტალიზაციათა რაოდენობის შემცირება;

·      ფსიქიკურ ავადმყოფთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი მიკროსოციალურ გარემოში ინტეგრირება;

·      ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოლოგიური დახმარება და პრობლემებისაგან თავის დაღწევის უნარის სწავლება;

·      ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებთან საგანმანათლებლო საათების ჩატარება;

·      მშობლებისა და პედაგოგების ცოდნის დონის ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აღზრდის საკითხებში.

ამოცანები:

ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების სოციალურად დამოუკიდებელ უნარ-ჩვევათა განვითარება, რომელიც აუცილებელია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის:

·      რეციდივის მოახლოვების გამაფრთხილებელი ნიშნების იდენტიფიკაცია;

·      დაავადების გამაფრთხილებელი ნიშნების კონტროლი;

·      პერსისტენტული სიმპტომების დაძლევა;

·      პრობლემების თავის გართმევის, სიძნელეების გადალახვის სწავლება;

·      მუდმივარსებული სიმპტომების დაძლევა;

·      ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკებისაგან თავის არიდება;

·      საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევისათვის ინტეგრირებული სასწავლო სემინარების ჩატარება;

·      მკურნალობის პროცესის მართვა;

·      ანტიფსიქოტური მედიკამენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

·      მედიკამენტის დამოუკიდებელი მიღებისა და სწორი შეფასების ცოდნა;

·      მედიკამენტის გვერდითი ეფექტების იდენტიფიკაცია;

·      საუბარი მედიკამენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

·      ქრონიკული ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების კოგნიტიური, დამოუკიდებელი სოციალური ჩვევების და პრობლემების გადაწყვეტის უნარის გაუმჯობესება:

·      კოგნიტიური ფუნქციების ტრეინინგი;

·      ვერბალური კომუნიკაცია;

·      სოციალური უნარები;

·       ინტერპერსონალურ პრობლემათა გადაჭრა;

პროგრამა   გამიზნულია იმისათვის, რომ ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებმა ისწავლონ რეციდივის პრევენცია, პერისტენტული სიმპტომების მართვა და ნარკოტიკებისაგან თავის არიდება.

მოსალოდნელი შედეგები:

ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებს განუვითარდებათ სოციალურად დამოუკიდებელი უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, რაც შეამცირებს მათ ინვალიდობას.

ქრონიკული ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებს გაუუმჯობესდებათ კოგნიტიური ფუნქციები, ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები ისწავლიან რეციდივის პრევენციას, პერსისტენტული სიმპტომების მართვას და ნარკოტიკებისაგან თავის არიდებას.

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა:

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-რეაბილიტაციური უზრუნველყოფა – 25 000 ლარი.

ფსიქიკურ ავადმყოფთა (მოზრდილთა) ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია – 25 000 ლარი.

პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდება ერთიან სახელმწიფო ფონდსა და დაწესებულებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებისა და წესების შესაბამისად.

პირველადი ეპიზოდის განყოფილების ფუნქციონირება

ფსიქიატრიული დახმარების ერთ-ერთ პროგრესულ ფორმას წარმოადგენს სტაციონარში ახალი გენერაციის ნეიროლეპტიკებით მწვავე, უმრავლეს შემთხვევაში პირველადი ფსიქოზური ეპიზოდის კუპირება თანამედროვე ნეიროლეფსური პრეპარატებით. მსოფლიოს წამყვან ფსიქიატრიულ კლინიკებში შექმნილია ,,პირველადი ეპიზოდის კლინიკები”. მათი ეფექტი კი მდგომარეობს პაციენტის ავადმყოფური მდგომარეობის სწრაფ რედუქციაში (5-7 დღის განმავლობაში), რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ხელს უწყობს პაციენტის სწრაფ და ეფექტურ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

მიზანი

·      პირველადი ეპიზოდის განყოფილების ფუნქციონირება 15 საწოლზე.

ამოცანები

·      პირველადი ეპიზოდის კუპირება ახალი გენერაციის ნეიროლეპტიკების გამოყენებით;

·      პაციენტის მკურნალობა ახალი გენერაციის ნეიროლეპტიკებით სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში.

განყოფილების დატვირთვა 15 საწოლზე წელიწადში 4500 საწოლდღის გათვალისწინებით.

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 100 000 ლარს.

 

     დანართი №7

    მუხლი 15. რეფერალური დახმარების კომპონენტი

სამედიცინო დაწესებულებათა ქსელის ინსტიტუციური მოწყობის ოპტიმიზაციის პროცესში, სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მაღალი კოეფიციენტის შენარჩუნებისათვის კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება ვერტიკალურ მართვას დაქვემდებარებული სწრაფი რეაგირების, საფეხურებრივ უწყვეტ სამედიცინო მომსახურების სისტემის არსებობას, სადაც გათვალისწინებული იქნება ქვეყნის მოსახლეობისათვის დროული და მაღალხარისხიანი გადაუდებელი (ურგენტული) სტაციონარული დახმარების ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. არსებული რთული დემოგრაფიული ვითარების ფონზე პროგრამა ფოკუსირებული იქნება დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებაზე. სოცილურ-ეკონომიკური პირობების გაუარესება ყველაზე მძიმედ აისახა ბავშვების სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაზედაც მიუთითებს ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მათი გადაჭრა საჭიროებს რამდენიმე მიმართულებით გეგმაზომიერი ღონისძიებების გატარებას, რომელთა განხორციელების მიზნით სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს მოცემულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და მიიღოს ყველა ზომა, რათა არსებული რესურსების პირობებში მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ჯანმრთელი, ჰარმონიულად განვითარებული, სოციალურად აქტიური მომავალი თაობის ფორმირება.

მიზანი

მოსახლეობის უზრუნველყოფა საფეხურებრივი უწყვეტი სამედიცინო მომსახურებით სამედიცინო დაწესებულების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პირობებში კრიტიკული მდგომარეობების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დროს; ასევე მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და ახალშობილთა კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვმდომობის უზრუნველყოფა. რეფერალური სისტემის ძირითადი მიზანია ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებების თავიდან აცილება, მძიმე შემთხვევების, რთული და გართულებული შემთხვევების მაღალი კვალიფიკაციის დაწესებულებებში მართვა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით, სტაციონარული დახმარების ხარისხის და შედეგების მონიტორინგი, ამ გზით დედათა და ახალშობილთა გარდაცვალების თავიდან აცილება.

ამოცანები

დაზარალებულთათვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შემთხვევის ადგილზე და შემდგომი ევაკუაცია;

კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა;

განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებში, ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში და ძნელად მისადგომ გეოგრაფიულ რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელი დელეგაციების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირება;

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და ახალშობილთა კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, მძიმე შემთხვევების ადეკვატური მართვა, დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება;

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: უსაფრთხო მშობიარობის უზრუნველყოფა, მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებების მკურნალობა, ახალშობილთა მოვლა, მელოგინეთა მეთვალყურეობის ადეკვატური სისტემის ჩამოყალიბება, სამ წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურება, მწვავე შემთხვევების მართვა.

პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 4 133.0 ათას ლარს. დაფინანსება განხორციელდება თვეში 344,416 ათასი ლარის ოდენობით საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით:

 

 

ღონისძიება

თანხა (თვე)

პროგნოზი (თვე)

1

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დროს დაზარალებულთათვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შემთხვევის ადგილზე და შემდგომი ევაკუაციის კომპონენტით:

კატასტროფისათვის მზადყოფნა

კატასტროფის შემთხვევის მართვა და სამედიცინო შედეგების შერბილება/ლიკვიდაცია

კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა

განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებში, ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში და ძნელად მისადგომ გეოგრაფიულ რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელი დელეგაციების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირება;

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და ახალშობილთა კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, მძიმე შემთხვევების მართვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

306

2

 მეანობისა და ახალშობილთა მოვლის კომპონენტით

 მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და ახალშობილთა კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, მძიმე შემთხვევების მართვა.

 

 

220

3

 ბავშვთა დახმარების კომპონენტით

 ნეონატოლოგია

 0-3 წლამდე ბავშვები

 

 

96

5

პროგრამის ღირებულება

344 416

622

ორგანიზაციების შერჩევის მეთოდოლოგია

პროგრამის რეალიზაციაში მონაწილე ორგანიზაციების შერჩევა განხორციელდება საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო შესყიდვევის შესახებ” შესაბამისად. პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციებს დაწესებულებებს, იქ, სადაც შეუძლებელია საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო შესყიდვევის შესახებ” განხორციელება, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო წინადადებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს სატენდერო კომისია.

დაფინანსების მეთოდოლოგია

დაწესებულების დაფინანსება განხორციელდება საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით გლობალური ბიუჯეტის მეთოდით. ე.წ. ,,რისკის დერეფანი” (ფაქტობრივი მოცულობის გეგმურიდან შესაძლო გადახრა) განისაზღვრება სახელშეკრულებო პირობით. ბიუჯეტი გაწერილი იქნება საქართველოს ფინანასთა მინისტრის 15.03.04 წ-ის #153 ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ” ბრძანებით დამტკიცებული ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით:

 

ხარჯების დასახელება

ეკონომიკური კოდი

ფაქტობრივი ხარჯი

თვეში

ხარჯები საქონელზე და მომსახურებაზე

10 00 00 00

344,416

შრომის ანაზღაურება

10 01 00 00

 

ხელფასი

10 01 01 00

 

დამქირავებლიდან

10 02 00 00

 

ანარიცხები

 

 

სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო

ფონდში

10 02 01 00

 

მივლინებები

10 03 00 00

 

ქვეყნის შიგნით

10 03 01 00

 

სხვა საქონელი

10 04 00 00

 

და მომსახურება

 

 

ოფისის ხარჯები

10 04 01 00

 

კომუნალური

10 04 02 00

 

კვების ხარჯები

10 04 03 00

 

სამედიცინო ხარჯები

10 04 04 00

 

ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა შენახვის ხარჯები

10 04 06 00

 

სხვა ხარჯები

10 04 08 00

 

ძირითადი კაპიტალის შეძენა

13 00 00 00

 

მანქანა-დანადგარების და მოწყობილებების შეძენა

13 01 00 00

 

 

ტენდერის ჩატარების შემთხვევაში მომსახურების ღირებულება განისაზღვრება სატენდერო პირობით წარმოდგენილი ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით.

მოსალოდნელი შედეგები

მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება გეოგრაფიულად და ფინანსურად ხელმისაწვდომი სტაციონარული მომსახურებით. შემცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ინვალიდობასთან დაკავშირებული სიცოცხლის წლები, გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.

უზრუნველყოფილი იქნება კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნა, მოსახლეობისათვის დროული და მაღალკვალიფიციური გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ტრანსპორტირება შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში.

ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებების შემცირება, მძიმე შემთხვევების მაღალი კვალიფიკაციის დაწესებულებაში მართვა – სტაციონარული დახმარების ხარისხის გაუმჯობესება, დედათა და ახალშობილთა გარდაცვალების თავიდან აცილება.

შეფასების კრიტერიუმები

სიკვდილიანობის მაჩვენებელი, დაავადებიანობის მაჩვენებელი, გატარებულ ავადმყოფთა რაოდენობა, გამოყენებულ საწოლთა ფონდი, საწოლდღეთა რაოდენობა, საწოლზე დაყოვნების მაჩვენებელი, გართულებულ შემთხვევათა პროცენტული მაჩვენებელი, სტაციონარული სამედიცინო დახმარების გამოსავალი, სტაციონარული სიკვდილიანობა, ნოზოლოგიების მიხედვით სამედიცინო მომსახურების შემთხვევების ფაქტობრივად გატარებული რაოდენობა, მთლიანად მოთხოვნილი თანხა – ფაქტობრივად გატარებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში საერთო რაოდენობა და სამედიცინო მომსახურების შემთხვევების ფაქტობრივად ღირებულების მიხედვით, პირდაპირი ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი საერთო ხარჯებთან, არაპირდაპირი ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი საერთო ხარჯებთან, ძირითადი სამედიცინო პერსონალის მინიმალური და საშუალო ხელფასი სამედიცინო პერსონალის დატვირთვის ნორმატიული მაჩვენებლების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების შემთხვევის საშუალო ფასი, გატარებული საწოლდღეების საშუალო ფასი.

დანართი №8

3. ანტირაბიული სამედიცინო დახმარება

მოსახლეობის ურგენტული მომსახურების პროგრამა ითვალისწინებს ანტირაბიულ სამედიცინო დახმარებას, რომელიც შედგება ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავებისა და ანტირაბიული სამკურნალო-პროფილაქტიკური იმუნიზაციისაგან.

ანტირაბიულ სამედიცინო დახმარებას ექვემდებარებიან პირები ცხოველით დაკბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შემთხვევაში. ანტირაბიული პროფილაქტიკური იმუნიზაცია უტარდებათ პირებს, რომელთა სამუშაო დაკავშირებულია ჰიდროფობიით დაავადების რისკთან: ლაბორატორიების თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ცოფის ,,ქუჩის” ვირუსთან, ვეტერინარებს, მონადირეებს, მეტყევეებს, ძაღლების დამჭერი ბრიგადის წევრებს, სასაკლაოს მუშაკებს, ტაქსიდერმისტებს.

ანტირაბიული სამედიცინო დახმარების განხორციელება და დაფინანსება მოხდება დამტკიცებული სამედიცინო სტანდარტებისა და ტარიფების შესაბამისად. სტანდარტით გათვალისწინებული დახმარება პაციენტისათვის უფასოა (პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს). ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციისა და მძიმე კატეგორიის დაკბენის შემთხვევაში ჭრილობის ქირურგიული დამუშავების ხარჯებს აანაზღაურებს პაციენტი.

ანტირაბიული სამედიცინო დახმარების განხორციელებისათვის ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება.

ქ. თბილისის გარდა ანტირაბიულ სამედიცინო დახმარებას ახორციელებენ ურგენტულ სტაციონარულ მომსახურებაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებები. ქ. თბილისში ანტირაბიულ სამედიცინო დახმარებაში მონაწილე დაწესებულებების შერჩევა განხორციელდება ტენდერის გზით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ქ.თბილისის ანტირაბიულ სამედიცინო დახმარებაში 2005 წლისთვის შეადგენს 160,0 ათას ლარს.

დანართი №9

განხორციელების მეთოდოლოგია

პროგრამა განხორციელდება მთელი საქართველოს მა შტაბით ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მაქსიმალური უზრუნველყოფით. მანქანებითა და სამედიცინო ბრიგადებით დაკომპლექტება მოხდება შემდეგი დაანგარიშებით: ერთი მანქანა ყოველ 30 000 მოსახლეზე, მაგრამ არა უმცირეს ორისა – ყოველ რაიონზე. განსხვავებული პრინციპებით დაკომპლექტდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურები.

სხვა რაიონები და ქალაქები

ქუთაისი

ბათუმი

ხარჯი

სულ რაოდენობა

ხარჯი /

თვეში

სულ თვეში

სულ რაოდე - ნობა

ხარჯი / თვეში

სულ თვეში

სულ რაოდე - ნობა

ხარჯი / თვეში

სულ თვეში

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

I განაყოფი - ხელფასი

 

 

 

 

 

 

 

 

 

დირექტორი (მთავარი ექიმი)

70

420

29 400

1

420

420

1

420

420

მოადგილე

0

0

0

1

408

408

1

408

408

ექიმი

585

408

238 680

34

408

13872

28

408

11424

ექთანი

585

110

64 350

34

120

4080

28

120

3360

მძღოლი

585

100

58 500

34

120

4080

28

120

3360

დისპეტჩერი

280

90

25 200

9

100

900

9

100

900

ბუღალტერი-მოლარე

70

80

5 600

1

100

100

1

100

100

დამლაგებელი-სანიტარი

70

50

3 500

1

60

60

1

60

60

II განაყოფი - სხვა ხარჯები

 

 

 

 

 

 

 

 

0

*საწვავი( 40 -50 ლიტრი დღეში/ბრიგადაზე)

144

1 200

172 800

8

1 500

12000

6

1 500

9000

მედიკამენტი (20 ლარი/დღეში ბრიგადაზე)

144

600

86 400

8

600

4800

6

600

3600

კომუნალური(+კავშირგაბმულობა)

70

300

21 000

1

400

400

1

400

400

მობილური კავშირგაბმულობა

585

30

17 550

32

30

960

24

30

720

მანქანების მომსახურება

250

300

75 000

10

300

3000

8

300

2400

ოფისის ხარჯები

70

200

14 000

1

400

400

1

400

400

ჯამი

 

 

811 980

 

 

45480

 

 

36552

 

*ქუთაისსა და ბათუმში საწვავის ხარჯი გაანგარიშებულია ერთ ბრიგადაზე დღეში 50 ლიტრი.

ცხრილის I განაყოფის მე-3, მე-6 და მე-9 გრაფებში მოტანილი სიდიდეები წარმოადგენს სავალდებულო სამოქმედო ნორმატივებს, ხოლო II განაყოფში არსებული მონაცემები საორიენტაციო-სტატისტიკური ბუნებისაა და ემსახურება პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესასყიდად საჭირო ხელშეკრულების გაფორმებისას დაწესებულების მიერ მისაღები საფასურის მაქსიმალური ლიმიტის დადგენას.

 ქ. თბილისში დაფინანსება განისაზღვროს თვეში 400,0 ათასი ლარის ოდენობით. სახაზო ბრიგადის ექიმის ხელფასი დამქირავებლის ანარიცხების ჩათვლით შეადგენს 545 ლარს. დანარჩენი პერსონალის ხელფასი განისაზღვრება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის მიერ.

     დანართი №10

    მუხლი 19.  მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების და იმ ბავშვების სამედიცინო დახმარების კომპონენტი, რომლებიც საჭიროებენ მუდმივჩანაცვლებით მკურნალობას

 მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა საერთო რაოდენობა ბავშვთა სახლებში 4500-მდეა (45-მდე დაწესებულება). ამის გარდა, ექსპერტული მონაცემებით, ძირითადად თბილისში 1000 – 1500 ,,ქუჩის” ბავშვია, რომელთა ნაწილი აღრიცხული და დამაგრებულია ღია ტიპის არასამთავრობო ბავშვთა თავშესაფრებში. კონტინგენტის რაოდენობის შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა. ამჟამად აღსაზრდელთა გამოვლენა, აღრიცხვა და ბავშვთა დაწესებულებებში მათი ორგანიზება 1998 – 2000 წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია, რაც რაოდენობის მატებაზეც აისახა. ბავშვთა ეს ჯგუფები მოავადეა ძირითადად ქრონიკული, ხშირად დამაინვალიდებელი პათოლოგიებით და მათი 20% აუცილებელ სტაციონარულ მკურნალობას ექვემდებარება, ხოლო 40%-მდე სხვადასხვა ამბულატორიული დაავადებების მატარებელია, რომელთა პრევენცია ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია. იმის გამო, რომ დაავადებების უმრავლესობა სერიოზულ, მაღალი დონის გამოკვლევებს და მკურნალობას მოითხოვს, არსებული პრობლემა – აღნიშნულ ბავშვთა სამედიცინო დახმარება – ცენტრალიზებულად უნდა მოხდეს. ამავე პროგრამის ფარგლებში მუდმივ, ჩანაცვლებითი მკურნალობის კურსს გაივლიან ის ბავშვები, რომლებიც წლის მანძილზე საჭიროებენ რამდენიმე განმეორებით ჰოსპიტალიზაციას განსაზღვრული პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში. ამ უმძიმესი, იშვიათი, წლობით მიმდინარე დაავადებების მკურნალობის დაფინანსება დღევანდელი ოჯახებისათვის უმძიმესი ტვირთია. პროგნოზულად ამ პაციენტთა რაოდენობა წლის მანძილზე 100-150-ია.

კომპონენტის ფარგლებში განხორციელდება:

3-14 წლამდე ასაკის მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების რუტინული და ღრმა სამედიცინო შემოწმება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი ბავშვთა სახლებში;

საჭიროების შემთხვევაში ზემოაღნიშნული კონტინგენტის ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად (მკურნალობის პერიოდში კვებით უზრუნველყოფა);

იმ ბავშვების სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის სრულყოფა, რომელთაც ესაჭიროებათ მუდმივი ჩანაცვლებითი მკურნალობა და რომლის გარეშეც ამ კონტინგენტის ინვალიდობა ან მაღალი ლეტალობა გარდაუვალია.

დეინსტუციონალიზაციის პროცესში ჩართული ბავშვების ფსიქო-სომატური კვლევა.

ბიუჯეტი

#

ღონისძიება

თანხა (ათას ლარებში)

1

მშობელთა მზრუნველობას მოკლებული და მუდმივ- ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული ბავშვების (3-15 წლამდე) სამედიცინო დახმარების პროგრამა

300.0

1.1.

მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების სტანდარტული, რუტინული და ღრმა სამედიცინო შემოწმებები (25-30 გასვლა)

110.0

1.2.

მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა კვების ჩათვლით (კვება – თითო ბავშვზე 2 ლარი დღე-ღამეში)

140.0

 

1.3.

მუდმივ და ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ ბავშვთა სტაციონარული გამოკვლევა და მკურნალობა

50.0

პროგრამის მიზანი და ამოცანები:

მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მაღალპროფესიული, ფართოპროფილიანი სამედიცინო დახმარება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებულ მძლავრ სამედიცინო ცენტრში, სადაც ბავშვთა ნოზოლოგიების 80%-ზე მეტის მკურნალობაა შესაძლებელი.

საქართველოს ბავშვთა მისახლეობის იმ ნაწილის სამედიცინო დახმარება, რომელიც დაავადებულია იშვიათი, ძალზე მძიმე დამაინვალიდებელი ან ლეტალობის გამომწვევი ქრონიკული დაავადებებით და მუდმივი, ჩანაცვლებითი მკურნალობის კურსის გარეშე წელიწადში რამდენიმეჯერ – მათი მდგომარეობა გაუარესდება. ეს დახმარება უნდა მოხდეს სპეციალიზებულ განყოფილებებში, თბილისის იმ კლინიკაში, სადაც არის ამისათვის საჭირო განყოფილებები.

მუდმივ, ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებები, რომლებიც მთლიანად უნდა დაფინანსდეს კომპონენტის ფარგლებში:

1. ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა. ფიქსატორის ამოღება;

2. ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობები. ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაცია;

3. რეგიონული ენტერიტი;

4. მალაბსორბცია გამოწვეული ტოლერანტობის დარღვევით;

5. ცელიაკია;

6. ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);

7. იუვენილური დერმატომიოზიტი;

8. იუვენილური მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება);

9. რეიტერის დაავადება;

10. სისტემური სკლეროზი (სკლეროდერმია);

11. სისტემური წითელი მგლურა;

12. ბეხჩეტის დაავადება, იუვენილური პოლიარტერიტი, ვეგენერის გრანულომატოზი, კანლორწოვან-ლიმფური კვანძების სინდრომი;

13. შაქრიანი დიაბეტი (18 წლამდე ასაკის);

14. უშაქრო დიაბეტი;

15. ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა – ცალმხრივი, ორმხრივი;

16. ოპერაცია: ბარძაყის თავის ჩაყენება, ძვალკვეთა, რეკონსტრუქცია;

17. ლულოვანი ძვლების ქრონიკული ოსტეომიელიტის გამწვავება კონსერვატიული მკურნალობა;

18. ქრონიკული ოსტეომიელიტი – სეკვესტრექტომია;

19. მინკოვსკი-შოფარის ჰემოლიზური ანემია;

20. დიდი თალასემია (ჰემოლიზური კრიზით);

21. ანემია გამოწვეული ფერმენტული დარღვევებით;

22. მედიკამენტოზური ჰემოლიზი;

23. შონლაინ-ჰენოხის დაავადება;

24. იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა;

25. იუვენილური რევმატოიდული ართრიტი;

26. ჰიპერთირეოდიზმი ჩიყვით და ჩიყვის გარეშე.

პროგრამის მოსალოდნელი შედეგი:

ლეტალობის შემცირება;

ინვალიდობის შემცირება 15 – 20%-ით;

ავადობის შემცირება 30%-ით;

მშობელთა მზრუნველობას მოკლებული 3–15 წლის ასაკის ბავშვთა სამედიცინო მოთხოვნილებების შესახებ ბაზისური მონაცემების დადგენა.

დაფინანსების მეთოდოლოგია

ორგანიზაციების დაფინანსება განხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დამტკიცებული სტანდარტების ტარიფებსა და წლიურ საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაყრდნობით. 3-15 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული სამედიცინო დახმარება განხორციელდება 3-15 წლამდე ბავშვთა სამედიცინო დახმარების სტანდარტების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ პათოლოგია არ შედის სახელმწიფო პროგრამების სტანდარტებში, მისი მკურნალობა განხორციელდება დამტკიცებული შიდა სტანდარტების მიხედვით. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში მომსახურების ღირებულება განისაზღვრება სატენდერო პირობით.

ეფექტიანობის კრიტერიუმები:

ლეტალობის მაჩვენებელი;

მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელი (გაუმჯობესება, გამოჯანმრთელება, ინვალიდობის კორექცია);

ადრე გამოვლენილ დაავადებათა კლება.

დანართი №11

    მუხლი 221

ეპილეფსიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროგრამა

ეპილეფსია მეტად გავრცელებული თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ეპილეფსიით დაავადებულია მოსახლეობის 0,6-1%, განვითარებად ქვეყნებში კი მისი გავრცელების მაჩვენებელი 4-11%-ია. საქართველოში, განვითარებული ქვეყნების პარამეტრებით, მინიმუმ 40 ათასი აქტიური ეპილეფსიით (ხანგრძლივ ანტიეპილეფსიურ მკურნალობაზე მყოფი) დაავადებული უნდა იყოს (დაავადებულთა ზუსტი ციფრი უცნობია) და მათ რიცხვს ყოველწლიურად 2000-მდე ახალი შემთხვევა ემატება. დაავადება განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში, მოზარდებში და ხანშიშესულ ადამიანთა შორის. არააქტიური ეპილეფსიითა და ეპილეფსიის მსგავსი მდგომარეობების მქონე ადამიანთა რიცხვი გაცილებით მეტია. ამდენად, ეპილეფსიის მიზეზით ,,დაზარალებულ” ბენეფიციართა რეალური რიცხვი 2-3-ჯერ მაინც აღემატება მხოლოდ დაავადებულთა რაოდენობას (მინიმუმ 120 000 ადამიანი) და ამის გამო მძიმე ეკონომიკურ და სტიგმატიზირებულ მდგომარეობაში იმყოფება არა მხოლოდ პაციენტი, არამედ მთელი მისი ოჯახი.

ეპილეფსიის მკურნალობა ნიშნავს როგორც გულყრების, ისე ეპილეფსიის სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლას. მკურნალობის ეფექტურობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დროული და ზუსტი დიაგნოზი, ადეკვატურად შერჩეული ანტიეპილეფსიური პრეპარატი, წამლების მისაწვდომობა, პაციენტის მუდმივი მეთვალყურეობა, პაციენტისთვის ადეკვატური ფსიქო-სოციალური გარემო და ადეკვატური საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ეპილეფსიის დიაგნოსტირება საჭიროებს სპეციფიკურ კვლევებსა და ხანგრძლივ (3-4 საათი, ზოგჯერ მეტიც) კონსულტაციებს; მკურნალობა სულ ცოტა 5-წელი, ხშირად კი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. მკურნალობის პერიოდში პაციენტს ესაჭიროება ანტიეპილეფსიური პრეპარატი, პერიოდული ეეგ-გამოკვლევა და ეპილეფტოლოგის კონსულტაცია, მუდმივი ამბულატორიული სპეციფიკური მეთვალყურეობა. დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში დაავადების დიაგნოსტირებისა და უწყვეტი მკურნალობისათვის აუცილებელი თანხები პაციენტთა უმრავლესობას არ გააჩნია, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები კი მხოლოდ ეპილეფსიის ურგენტული შემთხვევების ნაწილობრივ დაფინანსებას ითვალისწინებს. დაავადების პრევენციისა და პაციენტთა მუდმივი მეთვალყურეობის კოორდინირებული სისტემა საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, ჩამოუყალიბებელია ეპილეფსიის ამბულატორიული კვლევებისა და მკურნალობის სტანდარტებიც, რის გამოც პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტები ვერ უზრუნველყოფენ ეპილეფსიის პირველადი დიაგნოსტირების, მკურნალობისა თუ მეთვალყურეობის სპეციფიკას. აღნიშნულის მიზეზით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დაავადების მძიმედ მიმდინარეობისა და ხშირი გულყრების მქონე პაციენტთა რიცხვი, დიაგნოსტიკური შეცდომების ოდენობა, დაავადებულთა გაღატაკებული ოჯახების რაოდენობა, ეპილეფსიის მქონე ადამიანთა იზოლაციისა და სტიგმატიზაციის ხარისხი, გაზრდილია უმწეოთა, ინვალიდთა და პენსიონერთა რიცხვი, სერიოზული დაბრკოლება აქვს შექმნილი პაციენტის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს.

დაავადების პრევენციის, პროფესიონალთა მიერ დაავადების ზუსტი დიაგნოსტირების, ადეკვატური ანტიეპილეფსიური მკურნალობისა და დაავადებულთა ადექვატური მეთვალყურეობის სამსახურების მოწესრიგება, ქვეყნისათვის აუცილებელი კრიტიკული საჭიროებაა, რადგან სოციალური და ჯანდაცვითი სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების არქონისა და მტრული საზოგადოებრივი აზრის პირობებში საზოგადოების ამ ნაწილის უმეტესობისაგან უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება ინვალიდთა და ანტისოციალურად განწყობილ პიროვნებათა საკმაოდ დიდი ჯგუფი.

მიზანი:

·      ანტიეპილეფსიური სამსახურის შექმნა;

·      ქვეყნისათვის ეპილეფსიის პრევენციისა და მკურნალობის ოპტიმალური მოდელის ჩამოყალიბება.

ამოცანები:

·      ეპილეფსიის პროფილაქტიკის საინფორმაციო და სააღრიცხვო სისტემის ამოქმედება – ეპილეფსიის ეროვნული რეგისტრის დანერგვის გზით;

·      ეპილეფსიის გავრცელებული ფორმების ამბულატორიული მკურნალობის სისტემის ჩამოყალიბება – ამბულატორიული მკურნალობის სტანდარტების შექმნისა და დანერგვის გზით;

·      პირველადი ჯანდაცვის რგოლის ნევროლოგების ცოდნის დონის ამაღლება ეპილეფსიის საკითხებში – სასწავლო პროგრამების მომზადებითა და ტრენინგებით;

·      პაციენტთა კონსულტაცია (ეპილეფტოლოგი, ნეიროფსიქოლოგი) და ეეგ-კვლევა.

მეთოდოლოგია:

·      ეპილეფსიის პროფილაქტიკის საინფორმაციო და სააღრიცხვო სისტემის შექმნა დაავადებათა საერთაშორისო საკლასიფიკაციო და სადიაგნოსტიკო სისტემების მიხედვით;

·      პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ამბულატორიული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო მეთოდიკის შექმნა ეპილეფსიის გავრცელებული ფორმების, პაციენტთა ასაკის და სქესის მიხედვით;

·      პირველადი ჯანდაცვის რგოლის ნევროლოგების ტრენინგი ეპილეფსიის რეგისტრისა და ამბულატორიული სტანდარტების შესასწავლად;

·      პირველადი პაციენტების კლინიკური (ეპილეფტოლოგი, ნეიროფსიქოლოგი) და ერთჯერადი ეეგ-გამოკვლევა;

·      პაციენტთა ცხოვრების ხარისხის და პიროვნულ-ემოციური სფეროს შესაფასებელი კითხვარების მომზადება-სტანდარტიზება;

·      ეპილეფსიით დაავადებული პაციენტების კლინიკური (ეპილეფტოლოგი, ნეიროფსიქოლოგი) და ერთჯერადი ეეგ-გამოკვლევა.

შეფასების ინდიკატორები:

პროფილაქტიკის რგოლი

·      პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში ეპიელფსიის მომართვიანობის მაჩვენებლები სამსახურის შექმნამდე და პროექტის დასრულების შემდგომ;

·      სატრენინგო მასალების, ტრენინგის ციკლების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების დასწრების რაოდენობრივი მაჩვენებელები;

·      ეპილეფსიის რეგისტრში ჩართული პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებისა და პაციენტების რაოდენობა.

მკურნალობის რგოლი

·      ეპილეფსიის ცალკეულ ფორმათა მკურნალობის სტანდარტები;

·      პაციენტთა გულყრების მონიტორინგი გულყრათა სიხშირის შეფასებით;

·      პაციენტთა ცხოვრების ხარისხის და პიროვნულ-ემოციური სფეროს მაჩვენებლები;

·      ადეკვატურ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რელაფსების რაოდენობა;

·      შეწყვეტილი მკურნალობის მქონე პაციენტთა რაოდენობა;

·      პაციენტთა ვიზიტისა და გამოკვლევების რაოდენობა სპეციალიზირებულ ცენტრში;

·      ადეკვატურ და არაადეკვატურ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების თანაფარდობა პროგრამის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ.

პროექტი განხორციელდება ქ. თბილისში დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონებში, ეპილეფსიისა და განვითარების დარღვევების ცენტრის მიერ 1 წლის განმავლობაში 2 ეტაპად.

პროექტის აქტივობების გეგმა

საქმიანობა

ვადები

I ეტაპი – მოსამზადებელი:

 

1. ეპილეფსიის პროფილაქტიკის საინფორმაციო და სააღრიცხვო სისტემის ელექტრონული ვერსიის შექმნა

I თვე

2. ეპილეფსიის პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ამბულატორიული სტანდარტების და სახელმძღვანელო მეთოდიკის შექმნა

I თვე

3. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების სატრენინგო მასალების მოზადება ეპილეფსიის მართვის საკითხებში

I-II თვე

4. პაციენტთა ცხოვრების ხარისხის და პიროვნულ-ემოციური სფეროს შესაფასებელი კითხვარების მომზადება-სტანდარტიზება

II-III თვე

5. დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონების პოლიკლინკებთან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება ექიმებისთვის

II-III თვე

II ეტაპი

 

6. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ნევროლოგების ტრენინგი ეპილეფსიის რეგისტრისა და ამბულატორიული სტანდარტების შესასწავლად

IV თვე

7. პირველადი პაციენტების კლინიკური (ეპილეფტოლოგი, ნეიროფსიქოლოგი) და ერთჯერადი ეეგ-გამოკვლევა

I-XII თვე

8. ეპილეფსიით დაავადებული პაციენტების კლინიკური (ეპილეფტოლოგი, ნეიროფსიქოლოგი) და ერთჯერადი ეეგ-გამოკვლევა

I-XII თვე

9. ეპილეფსიის მქონე პაციენტთა პიროვნულ-ემოციური სფეროს გამოკვლევა

I-XII თვე

10. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ეპილეფტოლოგიური საქმიანობის მონიტორინგი

XI-XII თვე

 

დანართი №12

    მუხლი 33. უმუშევრების სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები

1. უმუშევრის შემწეობის პროგრამა

პრობლემის აღწერა

სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი რჩება სოციალურად დაუცველი. ,,დასაქმების კანონის” თანახმად, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს რეგისტრირებულ უმუშევარზე გასცეს შემწეობა, რომლის ხანგრძლივობა და ოდენობა განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.

მიზანი:

მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უმუშევართა კატეგორიებისათვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ფინანსური დახმარების დროული გაწევა, რათა მოხდეს მოქალაქის ახალი სოციალური მდგომარეობით გამოწვეული სოციალურ-ფსიქოლოგიური სტრესის შერბილება;

ამოცანები:

– უმუშევრის შემწეობის დანიშვნის, გაცემისა და მონიტორინგის განხორციელება;

ღონისძიებები:

– პროგრამის საბანკო მომსახურების სისტემის სრულყოფა და მისი კონტროლი.

– უმუშევართა აღრიცხვისა და ინფორმაციის შეგროვების სისტემის დახვეწა;

– განხორციელებული ღონისძიებების პერიოდული მონიტორინგის წარმოება.

– უმუშევართათვის შემწეობის გაცემა კომერციული ბანკის მეშვეობით.

– უმუშევრის შემწეობის დანიშვნის, გაცემისა და შეწყვეტის სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად;

განხორცილების მეთოდოლოგია

მომსახურების შესყიდვა განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;

ანგარიში:

ანგარიში წარმოდგენილი იქნება ღონისძიებების მიხედვით ყოველთვიურად;

შეფასება:

შეფასება მოხდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

შემწეობის დროული გაცემით;

სოციალური დაძაბულობის ფონის შერბილებით.

პროგრამის კომპონენტები:

1. უმუშევრის შემწეობის – 826 500 ლარი;

2. საბანკო მომსახურების –– 13 500 ლარი;

 პროგრამის ბიუჯეტი სულ: 840 000 ლარი

პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სამთავრობო დაწესებულება – საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

პროგრამის ფინანსურ, საინფორმაციო და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანო – სსიპ ,,სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო”

2. პროფესიული მომზადება და გადამზადება

პრობლემის აღწერა

ქვეყნისათვის გარდამავალ პერიოდში წარმოიქმნა სიტუაცია, რომლის დროსაც პროფესიებზე, რომლებიც საქართველოსთვის ტრადიციულად ითვლებოდნენ მაღალ პრესტიჟულად (ექიმი, მასწავლებელი, ინჟინერი და ა.შ.), შრომით ბაზარზე პრაქტიკულად მოთხოვნა არ არსებობს. შესაბამისად, როდესაც ამ პროფესიის ადამიანები კარგავენ სამუშაოს, მათ უჭირთ როგორც დასაქმება, ასევე ადაპტირება ახალ სოციალურ გარემოში. როგორც 2003-2004 წლის შრომის ბაზრის ანალიზი გვიჩვენებს ძირითადად ვაკანსიები შემოდის მომსახურების, ვაჭრობის სფეროს მუშაკებზე, ასევე სამშენებლო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო პროფესიებზე. აქედან გამომდინარე არსებული სიტუაცია მოითხოვს შრომითი რესურსების დროულ ადაპტირებას და შედარებით მოკლე პერიოდში მათ გადამზადებას დასაქმების თვალსაზრისით პერსპექტიულ პროფესიებში.

მიზანი:

– შრომისუნარიანი ან ნაწილობრივ შრომისუნარიანი მოსახლეობის პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის დონის ამაღლება;

ამოცანები:

– დასაქმების კუთხით პერსპექტიული პროფესიებისა და მათზე მოთხოვნის საინფორმაციო ბანკის ფორმირება;

– სათანადო დონის პროფესიული სასწავლებლების, პროფესიული მომზადების ცენტრების გამოვლენა;

– რეგისტრირებულ უმუშევართა საინფორმაციო ბანკის შექმნა, რომლებიც საჭიროებენ პროფესიულ მომზადებას, გადამზადებას ან კვალიფიკაციის დონის ამაღლებას.

ღონისძიებები:

– რეგისტრირებულ უმუშევართა მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება შემდეგ პროფესიებში:

1. პარიკმახერი;

2. მანიკურისა და პედიკურის სპეციალისტი;

3. კოსმეტოლოგი;

4. მზარეული;

5. მიმტანი;

6. ოფისმენეჯერი;

7. ბარმენი;

8. ავტომანქანის შემკეთებებლი;

9. ავტოელეკტრიკოსი;

10. კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების შემკეთებელი;

11. აირშემდუღებელი;

12. ძიძა ოჯახში;

13. მკერავი;

14. ტიხრული მინანქრის სპეციალისტი;

15. მცხობელი;

16. სასტუმროს ადმინისტრატორი;

17. რესტორნის ადმინისტრატორი;

18. სამშენებლო-საინსტალაციო პროფესიები (გათბობის, ელ. გაყვანილობისა და ვენტილაციის სპეციალისტი).

19. ობსეტური ბეჭდვის მბეჭდავი;

20. კომპიუტერული სისტემის ოპერატორი პოლოგრაფიულ სამუშაოებზე სპეციალიზაციით;

– პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით:

ა) საერთაშორისო სტანდარტების ბუღალტერიაში;

ბ) მდივან-რეფერენტი;

განხორცილების მეთოდოლოგია

მომსახურების შესყიდვა განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;

 

ანგარიში:

ანგარიში წარმოდგენილი იქნება ღონისძიებების მიხედვით ყოველთვიურად

შეფასება:

შეფასება მოხდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

·      ბენეფიციარების კმაყოფილების დონის მიხედვით;

·      რეგისტრირებულ უმუშევართა და სამუშაოს მაძიებლთა პროფესიული მომზადება-გადამზადების შედეგად დასაქმებულთა რაოდენობით;

 

პროგრამის კომპონენტი:

– შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნილი პროფესიები – 200 000 ლარი:

პროგრამის ბიუჯეტი სულ: 200 000 ლარი

პროგრამის მოსალოდნელი ეფექტი:

– პროფესიულ მომზადება-გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას გაივლის 500-მდე რეგისტრირებული უმუშევარი.

პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სამთავრობო დაწესებულება – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

პროგრამის ფინანსურ, საინფორმაციო და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანო – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო.

3. უმუშევართა დროებითი დასაქმების პროგრამა

პრობლემის აღწერა

ქვეყანაში არსებული სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები რიგ რეგიონებში საჭიროებენ რეაბილიტაციას. მათი განვითარება გამოიწვევს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამასთანავე ინფრასქრუქტურის განვითარება-რეაბილიტაციის დროს დასაქმდებიან რეგისტრირებული უმუშევრები, რომლებსაც დროებით მაინც გაუჩნდებათ არსებობის წყარო.

მიზანი:

– დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსების დროებითი დასაქმება;

– სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარება-რეაბილიტაცია;

ამოცანები:

– საინფორმაციო ბანკის შექმნა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მდგომარეობის შესახებ;

– საზოგადოებრივი სამუშაოების პროექტების შედგენის მიზნით კონსულტაციების ორგანიზება;

– სოციალური და სამედიცინო დანიშნულების ობიექტთა რეაბილიტაცია და რეგისტრირებულ უმუშევართა დროებითი დასაქმება:

ღონისძიებები:

– პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზების შესახებ” დებულების შესაბამისად.

– ობიექტის შერჩევა, სადაც განხორციელდება დროებითი დასაქმების პროგრამა (დამტკიცება).

– განსაზღვრულ (დამტკიცებულ) ობიექტებზე სარეაბილიტაციო (სამშენებლო) სამუშაოების განმხორციელებელთა გამოვლენა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

– სამუშაოთა ფინანსირება, სამუშაოთა წარმოებისას უმუშევართა დროებითი დასაქმება, შესრულებულ სამუშაოთა ინსპექტირება და მიღება.

პროგრამის კომპონენტი:

– სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაცია – 400 000 ლარი.

პროგრამის ბიუჯეტი სულ: 400 000 ლარი

პროგრამის მოსალოდნელი ეფექტი:

– პროგრამის მიმდინარეობისას დროებით დასაქმდება 200-მდე რეგისტრირებული უმუშევარი;

– განხორციელდება სოციალური და სამედიცინო დანიშნულების ობიექტების რაბილიტაცია.

პროგრამის შესრულების ვადა – 2005 წელი.

პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სამთავრობო დაწესებულება – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სამთავრობო დაწესებულება – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

პროგრამის ფინანსურ, საინფორმაციო და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანო – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო.

განხორცილების მეთოდოლოგია

მომსახურების შესყიდვა განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

ანგარიში:

ანგარიში წარმოდგენილი იქნება ღონისძიებების მიხედვით ყოველთვიურად;

შეფასება:

შეფასება მოხდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

·      სოციალური ინფრასტრუქტურების რეაბილიტაციით;

·      დროებით დასაქმებულ რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობით.

4. UNDP-სთან ურთიერთანამშრომლობის პროგრამა

2004 წელს საქართველოს მთვრობასა (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს) და UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამა)შორის დადებული ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

1. კომპონენტი საზოგადოებრივი სამუშაოები ,,ლამაზი ბორჯომის” ფარგლებში – 243 000.

2. ბიზნეს ინკუბატორი – 57 000.

განხორცილების ვადა: 2005-2006 წლები

სულ: პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარი.

5. უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა სოციალური დახმარების პროგრამის მონიტორინგი და ანალიზი

პრობლემის აღწერა

,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე12 პუნქტის შესაბამისად, 2005 წლის ნოემბრიდან საქართველოში სოციალური დახმარების მთლიანი მოცულობა იზრდება 5-ჯერ, რაც მიზანშეწონილს ხდის და მონიტორინგის განხორციელებას.

მიზანი:

,,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების” მონიტორინგის და ანალიზის მიზანია დახმარების მიმღებთა შორის ფაქტობრივად უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები რისკ-ჯგუფების დადგენა;

ამოცანები:

,,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების” პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიმღები კონტინგენტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, დანიშვნისა და გაცემის პროცესის კორექტულობის შეფასება;

ღონისძიებები:

მონიტორინგი განხორციელდება ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამის” მსვლელობისას სიყალბის გამოვლენა-დადგენისა და მისი ანალიზისათვის.

განხორციელების მეთოდოლოგია

,,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების” პროგრამის მომსახურების შესყიდვა განხორციელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

მოსალოდნელი შედეგები

ა) ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების” პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა შორის არასწორი დანიშვნის გამოვლენა;

ბ) უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებით სამომავლოდ მისამართული სოციალური დახმარების მიმღებ პირთა სავარაუდო პროცენტული შემადგენლობის პროგნოზირება და ანალიზი.

პროგრამის ბიუჯეტი: 200 000 ლარი

პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სამთავრობო დაწესებულება – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

პროგრამის ფინანსურ, საინფორმაციო და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანო – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო.

განხორცილების მეთოდოლოგია

მომსახურების შესყიდვა განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

ანგარიში:

ანგარიში წარმოდგენილი იქნება ღონისძიებების მიხედვით ყოველთვიურად.

სულ: 1 940 000 ლარი