“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებულ “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში" ცვლილებებისა და დამატებების შესტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებულ “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში" ცვლილებებისა და დამატებების შესტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 337
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 05/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.526
  • Word
337
07/07/2005
სსმ, 80, 05/07/2005
040.030.000.22.022.007.526
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებულ “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში" ცვლილებებისა და დამატებების შესტანის თაობაზე"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.526

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  

 ბრძანება №337

2005 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში” (სსმ III, 01.04.2005 წ., №37, მუხ. 380) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ1” ქვეპუნქტი:

,,რ1) სამუშაო ფურცელი _ განსხვავებული ფერის სუფთა ფურცელი, რომელიც აბიტურიენტს გადაეცემა ტესტისაგან დამოუკიდებლად და რომელზეც მას თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გააკეთოს ჩანაწერები.”

2. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) აბიტურიენტის ინიციატივით საგამოცდო ტესტის ხელახალი შეფასების საფასურს, რომელიც განისაზღვრება 30 ლარის ოდენობით.”

3. დებულების მე-6 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას გამოიყენება ის წესი, რომელსაც აირჩევს ასეთი პირი. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დადგენილი წესით ჩარიცხვის წესის არჩევის შემთხვევაში, მასზე არ გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი”.

4. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ის აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულენოვან სექტორებზე, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ გამარტივებული ტესტით, მაგრამ არ არიან უფლებამოსილნი უცხო ენად აირჩიონ რუსული.

5. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. თუ აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ წერილობით განცხადებაში გამოთქვამს არჩევითი გამოცდის ჩაბარების სურვილს, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აღნიშნულ გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა აუცი-ლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტის მიერ რეიტინგულ ჩამონათვალში რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/სპეციალობაზე ჩასარიცხად არჩევითი გამოცდის ჩაბარება არ არის სავალდებულო”.

6. ამოღებულ იქნეს დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტი.

7. დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

,,81. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტებს გადაეცემათ სამუშაო ფურცელი, რომელიც სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ გამოცდის დამთავრების შემდეგ წაიღონ საგამოცდო ცენტრიდან”.

8. დებულების მე-14 მუხლის მე-11 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის _ სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების (გარდა ამ დებულების მე-14 მუხლის მე-81 პუნქტით გათვალისწინებულისა) და სხვა გამოყენება;”

9. დებულების მე-14 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცემა გაფრთხილება, რაც ფორმდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმით. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი შემჩნეული იქნება ტესტის შევსებისას განსხვავებული ფერის მელნის გამოყენებაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მას ჩამოერთმევა ტესტი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო ტესტი. ტესტი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება განსხვავებული ფერის მელანი არ გასწორდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ფორმდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმი აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის შესახებ. ზემო-აღნიშნულთან დაკავშირებით აბიტურიენტს უფლება აქვს საგამოცდო პროცესის მონაწილე პირების მიმართ ამ დებულების 21-ე მუხლის საფუძველზე წარადგინოს პრეტენზია, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას ჩაუტარდება ხელახალი გამოცდა ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წესით და ვადებში. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, რაც აგრეთვე ფორმდება შესაბამისი ოქმით.”

10. ამოღებულ იქნეს დებულების მე-14 მუხლის მე-16 პუნქტი.

11. დებულების მე-14 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,17. საგამოცდო სექტორში ან ცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში ეროვნული გამოცდების ცენტრი ატარებს ხელახალ გამოცდას ამ კონკრეტულ ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.”

12. დებულების მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. ტესტი, რომლის შევსებისას გამოყენებულია განსხვავებული ფერის მელანი არ ექვემდებარება გასწორებას და ფასდება ნული ქულით.”

13. დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტი უფლებამოსილია გამოცდის დასრულების დღის 21 საათამდე პრეტენზია შეიტანოს საპრეტენზიო საბჭოს სახელზე იმ ქალაქის სარეგისტრაციო პუნქტში, სადაც აბიტურიენტმა გაიარა ტესტირება. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ფურცელი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. საგამოცდო პუნქტში შეტანილი პრეტენზია განსახილველად იგზავნება საპრეტენზიო საბჭოში, რომელიც მას განიხილავს 5 დღის განმავლობაში და გადაწყვეტილების შინაარსს დაუყოვნებლივ აცნობებს აბიტურიენტს იმავე სარეგისტრაციო პუნქტის მეშვეობით, რომელშიც მან წარადგინა პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.”

14. დებულების 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;

ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისათვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ).”

15. დებულების 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

,,22. თუ ამ მუხლის 21 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევა სხვა აბიტურიენტის მიერ, საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია საგამოცდო პროცესის სხვა მონაწილის (ადმინისტრატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კოორდინატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი, რეგისტრატორი) მიერ საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება აღნიშნული პირის (პირების) უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება ეროვნული გამოცდების ცენტრის ადმინისტრაციას.”

16. დებულების 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

,,23. თუ ამ მუხლის 21 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა სხვა აბიტურიენტის მიმართ საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა საგამოცდო პროცესში მონაწილე აბიტურიენტებისა და სხვა პირების მხრიდან (აბიტურიენტისათვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ), საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება იმ აბიტურიენტების ნაშრომების ნული ქულით შეფასების შესახებ, რომელთაც დაარღვიეს საგამოცდო პროცედურა, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია საგამოცდო პროცესის სხვა მონაწილის (ადმინისტრატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კოორდინატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი, რეგისტრატორი) მიერ, საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება, აგრეთვე, აღნიშნული პირის (პირების) უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება ეროვნული გამოცდების ცენტრის ადმინისტრაციას.”

17. დებულების 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 პუნქტი:

,,24. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს საგამოცდო ტესტის/ტესტების ხელახალი შეფასება. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია საპრეტენზიო განაცხადის შევსებით, რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საპრეტენზიო განაცხადი ბარდება აბიტურიენტთა სარეგისტრაციო პუნქტში. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.”

18. დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა-გადმოყვანა, ფორმდება რექტორის ერთიანი ინდივიდუალური აქტით, არა უგვიანეს სასწავლო წლის დასაწყისისა. სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტის გადმოყვანა დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-6 მუხლით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში. ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური აქტი შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადას-ტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. სტუდენტის ჩარიცხვა სხვა, მათ შორის არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადაყვანის წესით ნებადართულია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკრე-დიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში. ჩარიცხვის იგივე წესი ვრცელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული სტუდენტების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩასარიცხად/აღსადგენად. სტუდენტების ჩარიცხვა-გადმოყვანის შესახებ ერთიანი ინდივიდუალური აქტის ასლი 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.”

19. დებულების 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. 2005-2006 სასწავლო წლისათვის სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ასეთ დაწესებულებაში/დაწესებულების საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით აბიტურიენტების მიერ სწავლის გაგრძელებისათვის დადგენილი კონკურსის ორგანიზაციული ხარჯების გაღება დაევალოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის ვადას, ფორმას და ხარჯების ზღვრულ ოდენობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი”.

20. დებულების 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

,,12. დებულების 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შექმნილი საპრეტენზიო საბჭოსა და საგნობრივი საპრეტენზიო კომისიების საქმიანობისათვის საჭირო (მათ შორის შრომის ანაზღაურების) ორგანიზაციული ხარჯების გაღება 2005 წელს დაევალოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.”

21. დებულების 23-ე მუხლს დაემატოს 31 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,31. იმ აბიტურიენტებს, რომელთაც საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მე-10 კლასის დამთავრების შემდეგ, დაასრულეს ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის 1-ლი კურსი, რომლის გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდები აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გათანაბრებული იყო მისაღებ გამოცდებთან, 2005-2006 სასწავლო წელს უფლება აქვთ, შესაბამისად ჩარიცხულ იქნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციით განსაზღვრული მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში.“

22. დებულების 23-ე მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. 2005-2006 სასწავლო წლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეებისათვის საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას იმავე წესით, რომელიც კანონმდებლობით დადგენილია ზოგადსა-განმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის.”

    მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 ა. ლომაია