დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.125.016502 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებისა და მე-2 მუხლის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების შესაბამისად, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებები მგზავრთა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული სუბიექტის – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“ მეშვეობით.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
დანართი №1
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები