დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.125.016501 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/01/2024 - 29/02/2024)
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 05 დეკემბრის №667 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებისა და მე-2 მუხლის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე შეღავათებით სარგებლობის უფლების მქონე პირთა სია განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრასპორტო საშუალებების მარშუტებზე მგზავრობის ტარიფის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს უფლებამოსილი სუბიექტი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“ გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.
|
| მუხლი 4 |
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.
2. უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული ბარათის დაზიანების ან დაკარგვის, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა. 3. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ და უზრუნველყოფს უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით. 4. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოცხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება უფასო განბლოკვას. 5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“ მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას. 6. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიმართვის საფუძველზე. 7. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
| მუხლი 5 |
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“ საბანკო ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების უზრუნველყოფას.
|
| მუხლი 6 |
არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“ ექვს თვეში ერთჯერ უზრუნველყოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერისათვის ინფორმაციის მიწოდება ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“ საბანკო ანგარიშზე მგაზვრობის საფასურიდან შემოსული თანხების შესახებ.
|
| მუხლი 7 |
ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანაზე მგზავრობის ტარიფების (მგზავრობის ღირებულება) დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 08 დეკემბრის №30 დადგენილება.
|
| მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 თებერვლიდან.
|
|
დანართი №1
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფები
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფები განისაზღვროს შემდეგნაირად:
|
დანართი №2
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე შეღავათებით სარგებლობის უფლების მქონე პირთა სია
|
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს; ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, მათთან გათანაბრებულ პირებსა და სამხედრო ძალების ვეტერანებს; გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს; დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს; ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს; ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს; ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი „უფასო სასადილოს“ ბენეფიციარებს; თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება. 2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფის 50%-იანი შეღავათით მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები 17 (ჩვიდმეტი) წლის ასაკამდე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები