დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.125.016498 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებით დამტკიცებული დანართის I, II, III და IV თავებში (www.matsne.gov.ge, 25.12.2023 წ., 190020020.35.125.016487), აღნიშნულიდან გამომდინარე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
მუხლი 1 |
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებით დამტკიცებული დანართის I, II, III და IV თავებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიას (თ. ქელბაქიანი).
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი
|
თავი I. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 18367.1 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 4. ბიუჯეტის გადასახადები ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 9812,0 ათასი ლარით:
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 8080.1 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 6. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 475,0 ათასი ლარით:
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 13837.7 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 7778.3 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა – 9244.5 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება – 1466,2 ათასი ლარით:
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს – 3248.9 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 4529.4 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს -3307.0 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 58.1 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 145.1 ათას ლარს, ხოლო 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 87.0 ათასი ლარი. თავი II. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება 1. პრიორიტეტი: ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია,მიმდინარე შეკეთება წყლის სისტემების,გარე განათების ქსელის განვითარება და ექსპლუატაცია. მრავალსართულიანი შენობების სახურავების, ლიფტების, ეზოების და ფასადების მოწყობა. საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა. კომუნალური მეურნეობის და მუნიციპალური ტრანსპორტის სუბსიდირება. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა,ასევე,არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) პროგრამა: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 01). საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული საავტომობილო გზების რეაბილიტირება,რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება.მეწყერის,ძლიერი ნალექის შედეგად დაზიანებული გზის გაწმენდა-შეკეთება, ორმოული შეკეთება. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდება გზების რეაბილიტაცია-კაპიტალური შეკეთება როგორც მუნიციპალიტეტის საკუთარი სახსრებით ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი დაფინანსებით. პროგრამის მიზანია: მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის გადაადგილებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, გადაადგილების გამარტივება, გამტარიანობის ზრდა. პროგრამა ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნების ტყიბულის მუნიციპალიტეტის დოკოუმენტით განსაზღვრული მე-3 მიზნის 3.6, მე-9 მიზნის 9.1 და მე-11 მიზნის 11.2 ამოცანების შესრულებას. ა.ა) ქვეპროგრამა: გზების კაპიტალური შეკეთება (პროგრამული კოდი 02 01 01). ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზირებული გზების, ტროტუარების კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია და ახალი გზების მოწყობა ასფალტო ბეტონის ან/და ბეტონის საფარით. ქვეპროგრამის მიზანია:საავტომობილო გზებზე მგზავრთა გადაადგილების გამარტივება. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის შეკეთებული და მოწესრიგებული გზები. ა.ბ) ქვეპროგრამა: სატრანსპორტო საშუალებების შეძენა (პროგრამული კოდი 02 01 03). ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე სატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური ტექნიკის შეძენა, რაც საშუალებას მოგვცემს ახალით ჩავანაცვლოთ მოძველებული ტექნიკა, რომელსაც ამოწურული აქვს ექსპლუატაციის ვადა, რაც უფრო მოქნილსა და ეფექტიანს გახდის მუნიციპალიტეტის მუშაობას. ტყიბულის მუნიციპალიტეტს აქვს მაღალმთიანი ადმინისტრაციული ერთეულები სადაც მოსალოდნელია დიდთოვლობა, რისთვისაც სპეციალური ტექნიკა მზადყოფნაში უნდა იყოს, რასაც მოძველებული ტექნიკური საშუალებები ვერ უზრუნველყოფს. პროგრამა ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნების ტყიბულის მუნიციპალიტეტის დოკოუმენტით განსაზღვრული მე-11 მიზნის 11.2 ამოცანის შესრულებას. ქვეპროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტს ყავდეს გამართული, შეუფერხებლად მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები და სპეციალური ტექნიკა. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობის კომფორტული და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის შექმნილი ხელსაყრელი გარემო და სუფთა ქალაქი. ბ) პროგრამა: გარე განათება (პროგრამული კოდი 02 03). ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების) უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას, შესაბამისად საჭიროა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება.დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს როგორც ქალაქის ტერიტორიაზე ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ხმარდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, მუნიციპალიტეტის ბალანსზე აღრიცხულ განათების წერტილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას. პროგრამა შედგება 2 ქვეპროგრამისაგან. ესენია: გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია; გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. პროგრამა შინაარსის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული ასევე მომსახურების. რაც შეეხება მის ხანგრძლივობას იგი ინფრასტრუქტურულ ნაწილში წარმოადგენს მრავალწლიან, ხოლო მომსახურების ნაწილში მუდმივმოქმედ პროგრამას. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიორიაზე გარე განათების ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირებით უსაფრთხო გარემოს შექმნა, განსაკუთრებით კი ქალებისა და ბავშვებისათვის. ბ.ა) ქვეპროგრამა: გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 02 03 01). მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია ქალაქის გარე განათების ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება, გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ხმარდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, მუნიციპალიტეტის ბალანსზე აღრიცხულ განათების წერტილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას. პროგრამის მიზანი: ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალებისა და ბავშვების უსაფრთხო გადაადგილება.
მოსალოდნელი შედეგი: მთელი წლის მანძილზე გარე განათების სისტემა ფუნქციონირებს გამართულად. პროგრამის ფარგლებში მოხდება ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების თანადაფინანსება საცხოვრებელი კორპუსებისა და უბნების კეთილმოწყობისათვის, კერძოდ: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და ფასადების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა, საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი, განათებისა და ლიფტების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა, დაზიანებული წყალ-კანალიზაციების კომუნიკაციების აღდგენა. პროგრამის მიზანია: საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება. პროგრამა ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნების ტყიბულის მუნიციპალიტეტის დოკოუმენტით განსაზღვრული მე-11 მიზნის 11.1 და 11.7 ამოცანის შესრულებას. გ.ა) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი შენობების სახურავების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 04 01). 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მომართვის საფუძველზე, ხორციელდება კორპუსების დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ ადგილზე ხდება პრობლემის შესწავლა; ჩასატარებელი სამუშაოების დაწყება ხდება რეგისტრირებული განცხადებების თანმიმდევრობისა და პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, საბიუჯეტო კანონმდებლობის ყველა შესაბამისი პროცედურის დასრულების შემდეგ. 2. პროგრამის ფარგლებში მოხდება არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების გადახურვა. პროგრამის მიზანი: რეაბილიტირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები, სახურავების დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მინიმუმამდე დაყვანილი ზარალი. აღნიშნული ქვეპროგრამის განხორციელების შემდეგ გაზრდილია შენობების ექსპლუატაციის ვადა. მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებული და კომფორტული საცხოვრებელი გარემო. გ.ბ) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი შენობების ლიფტების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 04 02). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მომართვის საფუძველზე, ხორციელდება კორპუსების ლიფტების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ ადგილზე ხდება პრობლემის შესწავლა; ჩასატარებელი სამუშაოების დაწყება ხდება რეგისტრირებული განცხადებების თანმიმდევრობისა და პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, საბიუჯეტო კანონმდებლობის ყველა შესაბამისი პროცედურის დასრულების შემდეგ. 2024 წლის ბიუჯეტში იგეგმება ორი ერთეული ლიფტის რეაბილიტაცია. პროგრამის მიზანი: მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების რეაბილიტაცია-მოწყობა. მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებული და კომფორტული საცხოვრებელი გარემო. გ.გ) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი შენობების ეზოების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 04 03). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მომართვის საფუძველზე, ხორციელდება კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ ადგილზე ხდება პრობლემის შესწავლა; ჩასატარებელი სამუშაოების დაწყება ხდება რეგისტრირებული განცხადებების თანმიმდევრობისა და პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, საბიუჯეტო კანონმდებლობის ყველა შესაბამისი პროცედურის დასრულების შემდეგ. 2024 წლის ბიუჯეტში დასრულდება გასული წლის პროექტები და მოეწრობა ახალი ეზოები. პროგრამის მიზანი: მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია-მოწყობა. მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებული და კომფორტული საცხოვრებელი გარემო. გ.დ) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი შენობების ფასადების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 04 04). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მომართვის საფუძველზე, ხორციელდება კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ ადგილზე ხდება პრობლემის შესწავლა; ჩასატარებელი სამუშაოების დაწყება ხდება რეგისტრირებული განცხადებების თანმიმდევრობისა და პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, საბიუჯეტო კანონმდებლობის ყველა შესაბამისი პროცედურის დასრულების შემდეგ. პროგრამის მიზანი: რეაბილიტირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები, მოწესრიგებული ფასადები. მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებული და კომფორტული საცხოვრებელი გარემო. დ.ა) ქვეპროგრამა: ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 05 01). ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება, როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების, მოსაცდელების მოწყობა/რეაბილიტაცია, ასევე განხორციელდება ქალაქის გაფორმება სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის, სადღესასწაულო კომფორტული გარემოს შექმნა- მოსახლეობის განწყობის ამაღლება.მოეწყობა საყრდენი კედლები. სკვერი მოეწყობა სოფ მუხურაში, ქ.ტყიბულში მერკვილაძის, წერეთლისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე. მოეწყობა გელათის ქუჩის განახლებული ინტერაქციული სივრცე (სკვერი). პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სკვერებისა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა; კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობების სრულყოფილად განხორციელების მიზნით მოწესრიგებულია და რეაბილიტირებულია მუნიციპალიტეტში არსებული სივრცეები. ე) ქვეპროგრამა: მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება (პროგრამული კოდი 02 06). მნიშვნელოვანია შიდა საქალაქო ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა შიდასაქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის არსებული დაბალი ტარიფის შენარჩუნება, რასაც მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც გააჩნია. პროგრამის მიზანია: ტრანსპორტი გადაადგილდება და მგზავრებს ემსახურება შეუფერხებლად მოსალოდნელი შედეგი: მგზავრთა შეუფერხებელი გადაადგილება. ვ) პროგრამა: საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა (პროგრამული კოდი 02 07). პროგრამის ფარგლებში პროექტირების ეტაპზე ხდება საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც განაპირობებს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებს,ხარისხსა და სამშენებლო ობიექტის საბოლოო სახეს. პროგრამის მიზანია: სრულყოფილი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შეძენა. მოსალოდნელი შედეგი: დროულად და კვალიფიციურად შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხი, ისე რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნორმებს (სტანდერტებს). ზ) პროგრამა: კომუნალური მეურნეობის განვითარება (პროგრამული კოდი 02 08). პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობების მოვლა-შენახვა, საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა, გზებისა და ხიდების, განათებების, ტროტუარების, მოაჯირების, შადრევნების სკვერების და ბაღების, სადრენაჟე და სანიაღვრე არხების მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია. სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება. პროგრამა ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნების ტყიბულის მუნიციპალიტეტის დოკოუმენტით განსაზღვრული მე-3 მიზნის 3.6, მე-9 მიზნის 9.1 და მე-11 მიზნის 11.7 ამოცანების შესრულებას. პროგრამის მიზანია: განხორციელების შედეგად შექმნილი იქნება სუფთა, კომფორტული და მიმზიდველი გარემო ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის და ქალაქის ვიზიტორებისათვის. სადღესასწაულო დღეებში მორთული ქალაქი. მოსალოდნელი შედეგი: შეკეთებული და მოვლილი სკვერები, ატრაქციონები, სანიაღვრე არხები და საზოგადოებრივი სივრცეები. თ) პროგრამა: საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება (პროგრამული კოდი 02 09). პროგრამა ხელს შეუწყობს სრულყოს პროექტების დამზადების პროცესი და მინიმუმადე იყოს დაყვანილი დაპროექტების სტადიაზე შესაძლო შეცდომები, რაც პროექტს მაქსიმალურად დაახლოებს არსებულ რეალობასთან, შემრულებელს გაუმარტივებს საქმეს და მინიმალური დანახარჯებით მოხდება პროექტების განხორციელება. ასევე შეამცირებს მზა პროექტებში ცვლილებების რაოდენობას. რაც შეეხება შესრულებული სამუშოების ინსპექტირებას, აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვას, საბოლოო ეტაპზე ხარისხიანი სამუშაოს მიღებას და გაწეული ხარჯების ოპტიმიზაციას. პროგრამის მიზანია: საბოლოო ეტაპზე ხარისხიანი სამუშაოს მიღების უზრუნველყოფა და გაწეული ხარჯების ოპტიმიზაცია. მოსალოდნელი შედეგი: შედგენილია ხარისხიანი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. ი) პროგრამა: სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 02 10). სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2024 წელს დაიხარჯება 542,0 ათასი ლარი. მოეწყობა შიდა სასოფლო გზები, ხიდები, გარე განათება, შემოღობვა, სკვერების მოწყობა, მინი სპორტული ინფრასტრუქტურა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გასული წლის პროექტების დასრულება. პროგრამის მიზანია: სოფლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება. მოსალოდნელი შედეგი: სოფლის მოსახლეობის კმაყოფილება. 2. პრიორიტეტი: დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, დაფინანსდება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნარჩენების გატანა, შესაბამისად პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა; ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გაყვანილი იქნება მაწანწალა ძაღლები. პროგრამა ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნების ტყიბულის მუნიციპალიტეტის დოკოუმენტით განსაზღვრული მე-11 მიზნის 11.6 და 11.7 ამოცანის შესრულებას. ა) ქვეპროგრამა:დასუფთავება და ნარჩენების გატანა (პროგრამული კოდი 03 01)
ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიბების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალური განვითარების ფონდის სესხით განხორციელდა ნაგვის ურნების შეძენა. ასევე, მუნიციპალიტეტს გადმოეცა ნაგავმზიდი მანქანები. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხორციელდება აგრეთვე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მაწანწალა ძაღლების ტერიტორიიდან გაყვანა.
ასევე ფინანსდება ქალაქ ტყიბულის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი ღონისძიებები. ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე დაირგას ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები; მოხდეს მათი მორწყვა, შხამ ქიმიკატების შეტანა და ნიადაგის გაფხვიერება. მოსალოდნელი შედეგი: ქალაქში სანიტარული წესრიგი შენარჩუნებულია, გაუმჯობესებულია სანიტარული პირობები. 3. პრიორიტეტი: განათლება (პროგრამული კოდი 04 00) განათლება და განათლებული მომავალი თაობის აღზრდა მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია, აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის გაზრდა, რათა მყარი საფუძველი ჩაეყაროს სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების ხარისხიან და ეფექტურ მომზადებას სასკოლო განათლების მისაღებად. პროგრამა ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნების ტყიბულის მუნიციპალიტეტის დოკოუმენტით განსაზღვრული მე-4 მიზნის 4.2 და 4.5 ამოცანების და მე-9 მიზნის 9.1 ამოცანის შესრულებას. ა) პროგრამა: საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01). საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითდ პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 17 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 541-ზე მეტი ბავშვი. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 247 აღმზრდელი, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი. „სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების“ პროგრამის მიზანია: ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები; ბაგა-ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან; ბაგა-ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; ბაგა-ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან; ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა; ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება. ა(ა)იპ – სკოლამდელი აღზრდის დაწასებულებების გაერთიანების თანამშრომელთათვის შესაბამის სამუშაო პირობების შექმნა. პროგრამის მიზანი: ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისი პირობები, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იყოს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნეს სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნას სამუშაო პირობებით. მოსალოდნელი შედეგი: სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისთვის მზაობა. ა.ბ) პროგრამა: საშუალო სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოსწავლეთა ტრანსპორტირება (პროგრამული კოდი 04 03). პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოცემული მიზნობრივი ტრანსფერით. საბოლოო ეტაპზე კი ითვალისწინებს ხარისხიანი სამუშაოს მიღებას და გაწეული ხარჯების ოპტიმიზაციას. პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა 4. პრიორიტეტი: კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) პრიორიტეტი მოიცავს უამრავ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ისტორიულ ადგილებს,ტურისტულ მარშრუტებს. მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი ახალგაზრდების მიგრაციის თემა, შიდა თუ საერთშორისო ტურისტული ნაკადების გაზრდა. ამისთვის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას, ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას, ინოვაციების ხელშეწყობას და განათლების პარალელურად მოზარდი და ახალგაზრდა თაობებისთვის კულტურისა და სპორტის განვითარებას. მუნიციპალიტეტისთვის ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული და სპორტული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, ხელოვნების და კულტურის დარგის გამოჩენილი ახალგაზრდების წახალისებას. ყველა მოზარდს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოავლინოს ნიჭი და უნარი. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით მუნიციპალიტეტში სისტემატიურად ტარდება სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიებები. ა)პროგრამა: სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01). პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება და სპორტული ობიექტების დაფინანსება. ასევე მოხდება სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში სპორტსმენების ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება,სპორტსმენთა კვებით უზრუნველყოფა, შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება,პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება. ასევე, წარმატებული სპორტსმენების წახალისება.მოსახლეობაში და განსაკუთრებით მოზარდ თაობაში ფიზიკური აქტივობისა და განათლების ხელშეწყობა,ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დამკვიდრება, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის პოპულარიზაცია. პროგრამის მიზანია: მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და მოზარდების, მ.შ. როგორც გოგონების, ასევე ბიჭების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში; ა.ა)ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სპორტული ცენტრის ხელსეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01 01). სპორტული ცენტრი აერთიანებს 11 სპორტულ მიმართელებას, ესენია: კრივი (30 ბავშვი); ჭიდაობა სამბო (14 ბავშვი); ჭიდაობა ძიუდო (59 ბავშვი); ქართული ჭიდაობა 10 ბავშვი; თავისუფალი ჭიდაობა11 ბავშვი; რაგბი (46 ბავშვი); კარატე (30 ბავშვი); კუნგ-ფუ (21 ბავშვი) კალათბურთი (86 ბავშვი) და ხელბურთი (30 ბავშვი). სულ ცენტრში სპორტის სახეობებს ეუფლება 322 ბავშვი, რომელთაც სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში 3-ჯერ. სპორტულ ცენტრში დასაქმებულია ჯამში 113 ადმიანი, მათ შორის, 88 ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი და 25 მწვრთნელი. ცენტრის აღსაზრდელები სისტემატიურად მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა ადგილობრივ, საქართველოს და საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში და ტურნირებში საქართველოს მასშტაბით. ა(ა)ი.პ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალური ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით. სუბსიდიის თანხები ხმარდება თანამშრომელთა ხელფასებს, მოსწავლეთა და მწვრნელთა სამივლინებო ხარჯებს, სპორტული ინვენტარის შეძენას, ბაზების მოვლა -შენახვის ხარჯებს სხვადასხვა შიგა სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხარჯებს და საერთოდ ცენტრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ხარჯებს. ქვეპროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში, რათა ნაკლები დრო დარჩეთ ქუჩისათვის;
მოსალოდნელი შედეგი: მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; ა.ბ)ქვეპროგრამა: სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 01 02).
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება: სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოება,წახალისება ფულადი და ფასიანი საჩუქრებით; ღვაწლმოსილი და ვეტერანი სპორტის დამსახურებული ტყიბულელების დასაჩუქრება; სხვადასხვა სპორტულ ღონისძებებზე სპორტსმენებისა და მწვრთნელების ტრანსპორტირაბაში დახმარება; მოსალოდნელი შედეგი: მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; მასობრივ სპორტში მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა. ა.გ) ქვეპროგრამა: ჭადრაკის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01 03). ჭადრაკი არის ინტელექტუალური თამაში რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერების და სპორტის ელემენტები. იგი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის და ყურადღების კონცენტრაციას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას. პროგრამა მიზნად ისახავს საჭადრაკო სკოლაში მიღწეული წარმატებების შენარჩუნებას, ჭადრაკის შემდგომ განვითარებას და ამ სფეროში არსებული ტრადიციების ყოველმხრივ მხარდაჭერას. საჭადრაკო კლუბი მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს შეუფერხებლად; ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია კლუბის მომსახურებით; მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხემისაწვდომია კლუბით სარგებლობა. პროგრამის მიზანია: საჭადრაკო სკოლაში მიღწეული წარმატებების შენარჩუნება, ჭადრაკის შემდგომი განვითარება და ამ სფეროში არსებული ტრადიციების ყოველმხრვმხარდაჭერა. მოსალოდნელი შედეგი: საჭადრაკო კლუბი მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს შეუფერხებლად; ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია კლუბის მომსახურებით; მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია კლუბით სარგებლობა; ა.დ) ქვეპროგრამა: ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02).
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ნორჩი მეშახტის დაფინანსება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხები სუბსიდიის სახით მიეცემა შპს „საფეხბურთო კლუბ მეშახტეს“, საიდანაც ხორციელდება ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფებისათვის მწვრთნელების შრომის ანაზღაურება და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯი. ნორჩმა მეშახტემ მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე გამართულ სხვადასხვა ტურნირებში და დაიკავოს საპრიზო ადგილები. მოსალოდნელი შედეგი: კლუბი მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს შეუფერხებლად; ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია ორგანიზაციის მომსახურებით; მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია ფეხბურთის წრეებით სარგებლობა; ა.ე) ქვეპროგრამა: სპორტისა და დასვენების ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 03). სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება ახალი მინი ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მოწყობა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდება არსებულ მოედნებს როგორც ქალაქში ისე სოფლებში. პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩაბმას სხვადასხვა სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში. ამისათვის საჭიროა ახალი, რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი ადაპტირება როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა საჭიროებებზე. ქვეპროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებას და შექმნას, მოახდინოს მისი ადაპტირება ქალთა და მამაკაცთა საჭიროებებზე. მოსალოდნელი შედეგი: მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. ა.ვ) ქვეპროგრამა: კალათბურთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 04) ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე საკალათბურთო გუნდის ხელსეწყობის მიზნით. პროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს გუნდს, რათა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე გამართულ შეჯიბრებებში და დაიკაონ საპრიზო ადგილი. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდმა დაიკაოს საპრიზო ადგილი ბ) პროგრამა: კულტურის სფეროს განვითარება (პროგრამული კოდი 05 02). პროგრამის ფარგლებში ხორცილდება მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითარება და ამაღლება. კულტურული თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და გაღმავების ხელშეწყობა. კულტურის სფეროს დარგების განვითარება და მათი პოპულარიზაცია. ამ მხრივ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება კულტურული ობიექტების დაფინანსება, ასევე მოხდება რელიგიური ორგანიზაციების სუბსიდირება მათი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით. მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრებისათვის აუცილებელია წლის მანძილზე ჩატარდეს სხვადასხვა ხასიათის კულტურული ღონისძიებები, ფესტივალები და საერთაშორისო კულტურული აქტივობები. პროგრამის მიზანია: სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა,მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება. ბ.ა) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01 01). ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 2 სასოფლო კულტურის სახლი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 25 ბიბლიოთეკა, 10 სასოფლო კლუბი და სამხატვრო გალერეა. ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდს რაოდენობაა 642114 წიგნი ხოლო მუზეუმში ექსპონატის რაოდენობა 103 ექსპონატი. კულტურის სახლებში და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები, ქორეოგრაფიული წრეები, ფოლკლორული ანსამბლები, ბავშვთა საესტრადო წრეები. ამ წრეების სწავლების პროგრამებში მონაწილეობს 147 აღსაზრდელი, ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებში ჩართულია 100-მდე მონაწილე. ქვეპროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების და ჩართულობის გაზრდა. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დაწესებულებები წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციული პერსონალი უზრუნველყოფილია სამუშაო პირობებით. ბ.ბ) ქვეპროგრამა: სახელოვნებო სფეროს ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 01 02). ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაწყებითი სამუსიკო განათლების 1 და დაწყებითი სამხატვრო განთლების 1 სკოლა. მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში გაერთიანებულია საფორტეპიანო, თეორიული, ვიოლინოს, ხალხური საკრავების, კლასიკური გიტარის და სხვა მიმართულებები. სკოლაში დაწყებით სამუსიკო განათლებას იღებს ტ ყიბუ ლ ის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 229 ბავშვი. სკოლებში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს (ადმინისტრაციული პერსონალი და პედაგეგები) 28 თანამშრომელს. მათ შორის 22 პედაგოგია. სამხატვრო სკოლაში ბავშვები ეუფლებიან ფერწერას, ხატვას, კომპოზიციას, ქანდაკებას, გობელენს, ვიტრაჟს და ხატწერას. სამხატვრო სკოლაში დაწყებით სამხატვრო განათლებას იღებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 88 ბავშვი. სკოლაში სულ დასაქმებული 11 თანამშრომელი, მათ შორის, 8 პედაგოგი. მუნიციპალური თეატრის განვითარება ისტორიული შენობისა და დიდი ტრადიციების შენარჩუნებისათვის უმნიშვნელოვანესია. უმნიშვნელოვანესია აგრეთვე მოზარდ-მაყურებელთა დასის შექმნა და ახალგაზრდა არტისტების მოძიება, თეატრალური ფესტივალების მოწყობა და ორგანიზება, დასის განვითარება და პრემიერათა რაოდენობის ზრდა. პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება სახელოვნებო სფეროს მიმდინარე ხარჯები (ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი). ქვეპროგრამის მიზანია: შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა; სიმღერის, ფოლკლორის, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე შემსწავლელი წრეების ჩამოყალიბება; კულტურული ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე; საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა; მონაწილეობის მიღება ფესტივალებში, კონკურსებში, ფორუმებში როგორც საქართელოში ისე საზღვარგარეთ. მარკეტინგული სტრატეგია და მოვახდინოთ მის პოპულარიზება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო სკოლები წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. სრულად არის დაკმაყოფილებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში არსებულ წრეებზე და სამუსიკო დაწყებით განათლებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. ბ.გ) ქვეპროგრამა: კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 01 04).
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო დღეებზე ღონისძიებების, ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას; კულტურული პროექტების თანადაფინანსებას;
ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პატივისცემა და განვითარება;
ქვეპროგრამის მიზანია: მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა; გ) ქვეპროგრამა: კულტურის ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 02 02). ქვეპროგრამა ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში კულტურული ობიექტების აღდგენა – რეაბილიტაციას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და შენარჩუნებას.
ქვეპროგრამის მიზანია: ხელი შეეწყოს მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას. დ) ქვეპროგრამა: რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02). პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტაძრებისა და ეკლესიების ფინანსური მხარდაჭერა, რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდის და მოსახლების სულიერების ამაღლების მიზნით. ქვეპროგრამის მიზანი: ეპარქიის ფუნქციონირების ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდა და მოსახლეობის სულიერების ამაღლება. 5. პრიორიტეტი: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00). მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. ა) პროგრამა: ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01). პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, მუნიციპალიტეტის ტერიტირიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის გარკვეული კატეგორიებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. პროგრამა ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნების ტყიბულის მუნიციპალიტეტის დოკოუმენტით განსაზღვრული მე-1 მიზნის 1.3 და მე-3 მიზნის 3.8 ამოცანების შესრულებას. ა.ა) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01 01). პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდები და არაგადამდები დაავადებების არსებული ეპიდსიტუაციის კონტოლი, გადამდებ დაავადებათა გამოვლენა, ადექვატური რეაგირება და პირველადი პრევენციული ღონისძიებების გატარებისათვის მზად ყოფნა; პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: 1. ზოგადი ეპიდზედამხედველობის განხორციელებას (სამედიცინო სტატისტიკური მუშაობის უზრუნველყოფა, სამოქმედო ტერიტორიაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე მონაცემთა ხარისხის უზრუნველსაყოფად; სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება (მათ შორის სიკვდილის არაიდენტიფიცირებულ შემთხვევათა კვლევა ვერბალური აუტოფსიის მეთოდით) და წარდგენა დკსჯე ცენტრში; სამოქმედო არეალში სამედიცინო დაწესებულებების დამხმარე ზედამხედველობა ; დაავადებათა ზედამხედველობის ერთიან ინტეგრირებულ სისტემაში შემთხვევათა რეგისტრაცია; სამოქმედო არეალში საბიუჯეტო წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისათვის ეპიდზედამხედველობითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევების მონიტორინგი, ანტირაბუიული ღონისძიებების ორგანიზება, საჭიროებისას მალარიის დიაგნოსტიკა მოიცავს – სისხლის სქელი წვეთის აღება და ლაბორატორიული კვლევა, 2-10 წლამდე ასაკის ბავშვთა კონტიგენტის გამოკვლევები ჰელმინთებზე. მალარიის წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიების გატარება, კერძოდ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების ინსექტიციდებით დამუშავება პროგრამა შედგება შემდეგი ქვეპროგრამებისაგან: 1. ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა) (მალარიისა და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი), 2. იმუნიზაციია. 3 2-10 წლამდე ბავშვთა კონტიგენტის ჰელმინთებზე გამოკვლევა 4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. პროგრამის მიზანია: მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება; მოსალოდნელი შედეგი: ჯანმრთელობის რისკების მონიტორინგი და საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეგირება. ბ) პროგრამა: სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02). პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვის გარკვეული შეღავათებითა და დახმარებით უზრუნველყოფას. ტყიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების, შშმ პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენს მათი არსებობისათვის. საოპერაციო და სამკურნალო ხარჯების, მათ შორის კვლევების თანადაფინანსებას, შშმ პირთა, მარტოხელა მშობლების, მრავალშვილიანთა და ახალშობილთა ოჯახების დახმარებას, სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფას, მარტოხელა ხანდაზმულების შინმოვლის პროგრამას, ხანძრით დაზარალებულთა და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარებას, ბავშვის და მათი ოჯახების გაძლიერებას და სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებას. პროგრამა ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნების ტყიბულის მუნიციპალიტეტის დოკოუმენტით განსაზღვრული 01 მიზნის 1.3 და 1.4, მე-2 მიზნის 2.1 ამოცანების შესრულებას. ბ.ა.) ქვეპროგრამა: სამკურნალო საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01). ქვეპროგრამა ითვალისწინებს: 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური და ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსებას პროფილის მიუხედავად: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 200 001 ქულამდე-პაციენტის გადასახდელი თანხის -100%. ბ) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტისას, ოჯახი, რომელიც არ იძებნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 200 000 ქულაზე მეტია – პაციენტის გადასახდელი თანხის-50%. 1.1. თანადაფინანსება განისაზღვრება არანაკლებ 100(ასი) და არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა. 1.2. გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური და ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ. ქვეპროგრამით არ ფინანსდება: ა) საზღვარგარეთ გაწეული ქირურგიული ოპერაციის ხარჯები; ბ) ესთეტიკური ქირურგია კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული; გ) კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული მოქალაქეების ქირურგიული ოპერაცია; დ) პაციენტის მიერ გადახდილი თანხა. 2. სამედიცინო კვლევის თანადაფინანსება 100%, არაუმეტეს 500 ლარისა. არ დაფინანსდება პაციენტის მიერ გადახდილი თანხა. 3. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის (ბავშვის ინდივიდიალური მხარდაჭერის გეგმა) შესაბამისად ბენეფიციარის სამკურნალო, საოპერაციო, კვლევების თანადაფინანსება. 3.1 თანადაფინანსება განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ გადახდილი თანხით. 4. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-5 წლამდე ბავშვების და ასაკის პენსიონერების სტაციონალური გადაუდებელი მომსახურების დაფინანსება ტყიბულის მუნიციპალიტეტში განთავსებულ ჰოსპიტალებში/კლინიკებში. 4.1 დაფინანსება განისაზღვრა არაუმეტეს 300 (სამასი)ლარისა; 4.2 დაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ წელიწადში ერთჯერ. ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯამრთელობის მდგომარეობის გაუმჯებესების მიზნით ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: ქვეპროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად. ბ.ბ.) ქვეპროგრამა: კომუნალური გადასახადები (პროგრამული კოდი 06 02 02). ქვეპროგრამით ისარგებლებენ: ა) 2006 წლიდან შპს „საქნახშირი“ შახტაში დაღუპულთა და დაშავებულთა(რომლებსაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) 30(ოცდაათი) ლარის ოდენობით წელიწადში 6 თვის განმავლობაში(იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, ნოემბერი და დეკემბერი); კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობის და სოციალური მომსახურები სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან. ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, რომელთა ოჯახის სარეიტიგო ქულა 100 001 ქულამდეა-ყოველთვიური 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით. კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობის და სოციალური მომსახურების სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან. პროგრამით მოსარგებლეებმა საბიუჯეტო წლის იანვრისა და ივლისის თვეებში ჯამრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურში უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. გ) ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილ სამოქმედო გეგმაში (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) მითითებული ოჯახი, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, ყოველთვიურად არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარისა. დ) წინამდებარე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პროგრამით ისარგებლებენ ბენეფიციარები, რომლებსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯამრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზის გადამოწმების შედეგად კომპანიების მიმართ სააბონენტო ბარათზე აქვთ დავალიანება ან/და კრედიტი არაუმეტეს 20 (ოცი) ლარისა. ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების კომუნალური გადასახადების გადახდის ხელმისაწვდომობა. მოსალოდნელი შედეგი: მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური გადასახადით უზრუნველყოფა. ბ.გ.) ქვეპროგრამა: ომის მონაწილე ვეტერანთა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03). ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ, უგზო-უკვლო დაკარგულ და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მეომართა და ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პირთა ოჯახების დახმარებას აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით – თითოეულზე გაიცემა 300 (სამასი) ლარი; ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების გამო ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეები ჩერნობილის დღესთან დაკავშირებით (26 აპრილი) თოთოეულზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით; დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებულ პირთა ფულად დახმარებას 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით- თითოეულზე გაიცემა 500(ხუთასი) ლარი. გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ, უგზო-უკვლო დაკარგულ და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მეომართა ოჯახები 26 მაისის (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე) დღესასწაულთან დაკავშირებით თითოეულზე 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ოჯახები- თითოეულზე 1000 (ათასი) ლარი, აგვისტოს თვეში; ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ვეტერანების დახმარება 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, თოთოეულზე 500(ხუთასი) ლარის ოდენობით. ფულადი დახმარება განხორციელდება ჯანმრთელობის და სოციალური მომსახურების სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან. ქვეპროგრამის მიზანია: გარდაცვლილი მეომრების ხსოვნისათვის მათი ოჯახების დახმარება და ვეტერანი მეომრების სტატუსის დაფასება. მოსალოდნელი შედეგი: ვეტერანის სტატუსის დაფასება. ბ.დ.) ქვეპროგრამა: ოჯახების და ბავშვების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04). ქვეპროგრამის მოსარგებლენი არიან : ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი). ყოველთვიური ფულადი დახმარება თითოეულ ბავშვზე 40 (ორმოცი)ლარი. სავალდებულოა დახმარების მიმღები მრავალშვილიანი ოჯახი (ორივე მშობელი და ბავშვები) რეგისტრირებული და ოჯახი ფაქტობრივად მცხოვრები იყოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მარტოხელა მშობელი. ყოველთვიური დახმარება თითოეულ ბავშვზე 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით. გ) შვილის შეძენის შემთხვევაში ოჯახების ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარი. სავალდებულოა ახალშობილი და ორივე მშობელი რეგისტრირებული იყოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ქვეპროგრამის მიზანია: ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესება მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობის ამ მიზნობრივი ჯგუფების დახმარება ხდება დროულად. ბ.ე.) ქვეპროგრამა: სოციალური სერვისები-უფასო სასადილო, სოციალური სამრეცხაო (პროგრამული კოდი 06 02 05).
ტყიბულის მუნიციაპლიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ტყიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების, შშმ პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენს მათი არსებობისათვის. ქვეპროგრამით ისარგებლებენ: ა) ბენეფიციარი, რომელიც აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 65 001-მდეა. ბ) მერი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ მისი სარეიტინგო ქულა 65 001-ზე მეტია და მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გამცემი კომისიის გადაწყვეტილებით მათი ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა აუცილებლობას წარმოადგენს მათი არსებობისათვის. უფასო კვება განხორციელდება არსებული სიის მიხედვით. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგიტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ: ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მომართა აღნიშნულის შესახებ; ბ) ბენეფიციარი თვის განმავლობაში ათი დღე არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით; გ) ბენეფიციარი გარდაიცვალა 2.სოციალური სერვისი- „სოციალური სამრეცხაო“ მიზნად ისახავს უფასო სასდილოს ბენეფიციარებისთვის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ქვეპროგრამის მიზანია: სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების, შშმ პირების საკვების ხელმისაწვდომობის და ჰიგიენური პირობების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად. ბ.ვ.) ქვეპროგრამა: შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა ფულადი დახმარება და სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 06). ქვეპროგრამით ისარგებლებენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: ა) შშმ პირები (0-და 18 წლამდე) ერთჯერადი ფულადი დახმარება -თითოეულზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ბ) ცერებრალური დამბლით დაავადებული (18 წლის ზევით) ერთჯერადი ფულადი დახმარება -თითოეულზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით. გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირები ყოველთვიურად 100(ასი) ლარის ოდენობით; დ) I ტიპის (ინსულინდამოკიდებული) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, 6 თვეში ერთჯერ 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები 3-დან 18-წლამდე ასაკის შშმ პირებისათვის საქართველოს კურორტებზე სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების ვაუჩერული დაფინანსება. ე.ა) ერთ ადამიანზე მომსახურების ღირებულება შეადგენს 350 (სამასორმოცდაათ) ლარს. ე.ბ) ერთ ბენეფიციარზე და მის კანონიერ წარმომადგენელზე ვაუჩერის ღირებულება ჯამში განისაზღვრება 700 (შვიდასი)ლარით. პროგრამის მიზანია: შშმ პირთა ოჯახების ფინანსური თანადგომა. მოსალოდნელი შედეგი: დახმარების გარეშე არ დარჩეს არც ერთი სტატუსის მქონე პირი. ბ.ზ.) ქვეპროგრამა: ჰემოდიალიზი-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა დაფინანსების პროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 07). პროგრამა ითვალისწინებს: ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული თირკმლის უკმარისობით დაავადებულთათვის სატრანსპორტო ხარჯის გამოყოფა პროგრამული დიალიზის ჩასატარებლად. ყოველთვიური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია: დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: დახმარების გარეშე არ დარჩეს არც ერთი ბენეფიციარი. ბ.თ.) ქვეპროგრამა: სასკოლო – საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 08). პროგრამა გულისხმობს: 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (დროებითი საცხოვრებელი ადგილი) და ფაქტობრივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 200 000 ქულას), შახტში დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებისა (ვისაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) და სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 30 001 ქულას) პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეები. 2. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტი ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) შესაბამისად განსაზღვრული ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფას. პროგრამის მიზანია: სასკოლო-საკანცელარიო ნივთებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა მოსალოდნელი შედეგი: დახმარების გარეშე არ დარჩეს არც ერთი პროგრამით მოსარგებლე და სოციალურად დაუცველი ბავშვი. ბ.ი.) ქვეპროგრამა: 100 და მეტი წლის ხანდაზმულ პირთა დახმარების და შინმოვლის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09). ქვეპროგრამა ითვალისწინებს: 1. ხანდაზმული (100 წელი და მეტი ასაკის) მოქალაქის ფულადი დახმარება განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ქვეპროგრამით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა წელიწადში ერთხელ. 2. შინმოვლის სერვისი. 2.1. შინმოვლის პროგრამაში ჩართული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნა, ბენეფიციარების ჰიგიენური და საცხოვრებელი პირობების მოწესრიგება თვეში 4- ჯერ (სავალდებულო ვიზიტი კვირაში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კვირაში 2-ჯერ) და ყოველთვიურად (თვის 13-15 და 28-30 რიცხვებში) საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა, გარდა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისა. პროგრამის მიზანია: ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა და მარტომცხოვრები ხანდაზმულებისთვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნის ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: დახმარების გარეშე არ დარჩეს არც ერთი მარტოხელა და 100 და მეტი წლის ხანდაზმული. ბ.კ.) ქვეპროგრამა: გარდაცვლილი დევნილის ან ომის ვეტერანის სარიტუალო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10). ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილის და ომის ვეტერანის სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა -300 ლარის ოდენობით. პროგრამის მიზანია გარდაცვლილი ვეტერანის/დევნილის პატივის მიგება ქვეპროგრამის მიზანია: გარდაცვლილი დევნილის ან ვეტერანის სარიტუალო მომსახურების ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: დახმარების გარეშე არ დარჩეს არც ერთი ომის მონაწილე ვეტერანი და იძულებით გადაადგილებული პირი. ბ.ლ.) ქვეპროგრამა: საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ხანძრის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 11). 1. სიღატაკის რისკის ქვეშ (არ აქვთ თავშესაფარი) მყოფი ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფას, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუ ოჯახის ქულა 65 001 ქულამდეა – კომისიის მიერ ფასდება 5 (ხუთი) ქულით; ბ) სამედიცინო დოკუმენტის ფორმა №100 (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან მუდმივად მწოლიარე, ან აქვს დარღვეული ფსიქიკური ფუნქცია, თუ ოჯახში არის შშმ პირი ან შშმ პირები) არსებობა კომისიის მიერ ფასდება 4 (ოთხი) ქულით; გ) თუ ბენეფიციარი მარტოხელა მშობელია – კომისიის მიერ ფასდება 4 (ოთხი) ქულით; დ) მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები) თითოეულ ბავშვს კომისია ანიჭებს 1 (ერთი) ქულას. ბენეფიციარის მოთხოვნა საცხოვრისით დაკმაყოფილდება, თუ მას სოციალური დახმარების გამცემი კომისიის მიერ, შეკრებითობის პრინციპით, მიენიჭება მინიმუმ 9 (ცხრა) ქულა. 1.1. საცხოვრისის შესაძენად ფულადი დახმარება განისაზღვრება არაუმეტეს 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით. 1.2. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახისათვის მოხდეს სულადობის გათვალისწინებით საცხოვრისის შეძენა, ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვარია 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით. 1.3. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საცხოვრისის შეძენისას ანგარიშსწორება მოხდება მოძიებული ბინის მეპატრონის საბანკო ანგარიშზე. 2. ხანძრით (მხოლოდ საცხოვრებელი სახლის, ბინის) დაზარალებული ოჯახების დახმარებას. 2.1. ხანძრით დაზარალებული ოჯახის დახმარება განისაზღვრება მაქსიმუმ 5 000 (ხუთი ათასი) ლარით. 3. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მაცხოვრებელ ოჯახების დახმარებას (საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში), რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით 120 001 ქულამდეა. 3.1. სოციალური დახმარების გამცემი კომისია საკითხს განიხილავს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის ან/და შენობა-ნაგებობების ხანდაზმულობის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ განფასების აქტის საფუძველზე. 3.2. ფულადი დახმარება განისაზღვრება არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა. 4. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახებისთვის საცხოვრისის შეკეთებას, მათ შორის შიდა სამუშაოების შემთხვევაში. 4.1.სოციალური დახმარების გამცემი კომისია საკითხს განიხილავს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის ან/და შენობა-ნაგებობების ხანდაზმულობის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ განფასების აქტის საფუძველზე. 4.2. დაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის ან/და შენობა-ნაგებობების ხანდაზმულობის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ განფასების აქტში დადგენილი თანხისა. ქვეპროგრამის მიზანია: ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: საცხოვრისის გარეშე არ დარჩეს არც ერთი ოჯახი, დახმარების გარეშე არ დარჩეს არც ერთი სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახი. ბ.მ.) ქვეპროგრამა: ონკო და ლეიკემიით დაავადებული მოქალაქეების ფულადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 12). ქვეპროგრამით ისარგებლებენ: ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ონკოდაავადებულები, ვისაც ესაჭიროებათ ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და სხივური თერაპია. ფულადი დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ბ) ლეიკემიით დაავადებული მოქალაქეები. ფულადი დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია: საჭირო პროცედურების ჩატარების ხელშეწყობა მოსალოდნელი შედეგი: რეაგირების და დახმარების გარეშე არ დარჩეს არცერთი ბენეფიციარი. ბ.ნ.) ქვეპროგრამა: ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 13). ქვეპროგრამით ისარგებლებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელიც ვერ ისარგებლებს მუნიციპალური სოციალური პროგრამის რომელიმე პუნქტით და აქვს კრიზისული მდგომარეობა. ერთჯერადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა 300 (სამასი) ლარი. განცხადებას განიხილავს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების გამცემი კომისია“, სამსახურის და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. ქვეპროგრამის მიზანია: კონკრეტული საჭიროების გადაწყვეტის ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: რეაგირების და დახმარების გარეშე არ დარჩეს არცერთი ბენეფიციარი. ბ.ო.) ქვეპროგრამა: ეპილეფსიითა და პარკისონიზმით დაავადებულთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 14). ქვეპროგრამით გაეწევათ დახმარება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ეპილეფსიით და პარკინსონიზმით დაავადებულ მოქალაქეებს. დახმარება განისაზღვროს წელიწადში ერთჯერ 300 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია: ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა მედიკამენტების შეძენაზე ფინანსური დახმარების გზით მოსალოდნელი შედეგი: რეაგირების და დახმარების გარეშე არ დარჩეს არცერთი ბენეფიციარი. ბ.პ.) ქვეპროგრამა: ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 15). 1. პროგრამა ითვალისწინებს, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალური სოციალური პროგრამებით და აუცილებელია ზემოხსენებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 2. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხილვა გადაწყვეტილების მიღების მიზნით განხორციელდეს სოციალური დახმარების გამცემი კომისიის სხდომაზე. ქვეპროგრამის მიზანია: კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება; მოსალოდნელი შედეგი: ბავშვის კეთილდღეობის საუკეთესო შედეგის მიღწევა. ბ.ჟ.) ქვეპროგრამა: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სტატუსის მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 16). პროგრამით ისარგებლებს: 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სტატუსის მქონე პირი. 1.1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში სასამართლოსა და ან/და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ მინიჭებული სტატუსი (მოქმედების ვადის შესაბამისად) ან/და საქართველოს კანონის „სისხლის სამართლის კოდექსი“-ს 1261 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი უწყების მიერ მიღებული დადგენილება პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ. 1.2. ფულადი დახმარების თანხა განისაზღვრება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: რეაგირების გარეშე არ დარჩეს ძალადობის არცერთი შემთხვევა. ბ.რ.) ქვეპროგრამა: განვითარების დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 17). პროგრამა ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ICD10 პროგრამის ვალიდური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების სარეაბილიტაციო კურსის დაფინნსებას, რომლებიც რეაბილიტაციას გაივლიან ტყიბულის მუნიციპალიტეტში განთავსებულ შესაბამის დაწესებულებაში. დაფინანსება განისაზღვრება პროგრამაში ჩართული ბენეფიციარის თვეში მიღებული მომსახურების (სარეაბილიტაციო კურსი 10 საათი) თანხის ანაზრაურებას არაუმეტეს 220 ლარისა ან ფაქტობრივი მომსახურების შესაბამისად ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით. ქვეპროგრამის მიზანია: სარეაბილიტაციო კურსის ჩატარების ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვმა მიიღოს აღნიშნული სერვისი. გ) პროგრამა: ინტეგრირებული საქმიანობის დღის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 03). ტყიბულის მუნიციპალიტეტის დონეზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრიორიტეტულ მიმართულებებიდან დაუცველი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერას, კატასტროფების რისკის შემცირებას და მასზე რეაგირებას ეთმობა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით გახსნილი ინტეგრირებული საქმიანობის დღის ცენტრი მუშაობს ორი მთავარი მიმართულებით: კატასტროფების მართვა და ახალგაზრდული ცენტრი. მიზანი: მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება მოხალისეთა შესაძლებლობებითა და ინტერესთა სფეროების გათვალისწინებით, საქმიანობათა ჯგუფების განვითარება. თაობებს შორის დისკუსიებისა და შეხვედრების უზრუნველყოფა ,,ხიდი თაობებს შორის ახალგაზრდების ინიციატივების ფარგლებში“. შეხვედრების ორგანიზება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ახალგაზრდობისათვის საინტერესო საკითხების განსახილველად; სასწავლო ტრენინგები მოხალისეებისათვის პირველი დახმარების და კატასტროფების მართვის კუთხით; პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ტყიბულში მცხოვრები ახალგაზრდები, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები, იძულებით გადაადგილებული პირები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. პროგრამის მიზანია: ინტეგრირებული საქმიანობის ცენტრი, რომელიც იმართება და აკმაყოფილებს ბენეფიციართა საჭიროებებს. ცენტრის მართვა ხორციელდება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპით პერსონალის მოხალისეებისა და ბენეფიციარების მიერ. დატრენინგებული მობილური ჯგუფი კატასტროფებზე სწრაფი რეაგირებისათვის. მოსალოდნელი შედეგი: წითელი ჯვრის ეგიდით კატასტროფების მართვის კუთხით გადამზადებული მოხალისეები. დ) პროგრამა: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 04). გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამით მოხდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა გენდერულად სენსიტიური ჯგუფის – ძალადობის მსხვერპლი და/ან რისკ-ჯგუფის ქალების, მარტოხელა და/ან ქვრივი მშბოლების (როგორც ქალის ისე კაცის), განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების, მარტოხელა და ზრუნვის პოლიტიკის საჭიროების მქონე ხანდაზმულების, იგპ პირების საჭიროებების შესწავლა და ამ საჭიროებებზე მორგებული საბიუჯეტო წინადადებების შემუშავება და დანერგვა. პროგრამა ითვალისწინებს გენდერული ცნობიერების ჩამოყალიბებას ინფორმირებას გენდერულ კანონმდებლობაზე, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ არსებულ მექანიზმებზე, სოციალური პარტნიორობის სისტემაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ხელმძღვანელი სტრუქტურების მხრიდან მკაცრდება მოთხოვნები თანასწორობის პოლიტიკაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, მოხდეს ცალკეულ სფეროებში გენდერული საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი საკითხების გათვალისწინება საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე: დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების. სადღეისოდ უწყებათაშორისი კომისია მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პლატფორმაზე, რასაც საპასუხო ნაბიჯები უნდა მოყვეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან. მოხდეს გენდერული უთანასწორობის შემცირების მიზნით შესაბამისი გასატარებელი ღონისძიებების მხარდაჭერა ადგილობრივი რესურსებით. ქვეპროგრამის მიზანია: გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, გენდერული საჭიროებების კვლევა. მოსალოდნელი შედეგი: ინფორმირებულია მიზნობრივი სეგმენტი გენდერული თანასწორობის შესახებ. ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მიმართული ინიციატივების გამოვლენა. საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა აქტიური ჩართულობისა და გაძლიერების ხელშეწყობა. 6. პრიორიტეტი: ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 07 00). ა) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი (პროგრამული კოდი 07 01). კინოჩვენებების, წიგნების, ადგილობრივი ნაწარმის ფესტივალების, აკადემიური ფორუმები სფეროს განვითარებასა და გამოწვევებზე ცნობადობის გაზრდის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებსაც თან ერთვის ინტერნეტ და ტელე გაშუქება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა და დეტალური შესწავლა; პრიორიტეტების გაცნობა და ტურისტული წვევის ობიექტების საზოგადოებისათვის წარმოჩენა. გაიზრდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ცნობადობა და მის მიმართ მეგობრული განწყობები ტურისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებში. ტურისტული წვევის ადგილის იდენტიფიცირება საშუალებას მოგვცემს შევადგინოთ მათზე მორგებული მარკეტინგული სტრატეგია და მოვახდინოთ მის პოპულარიზება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ქვეპროგრამის მიზანია: გაზარდოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ცნობადობა და მის მიმართ მეგობრული განწყობები ტურისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებში. მოსალოდნელი შედეგი: მორგებული მარკეტინგული სტრატეგია და პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 7. პრიორიტეტი: მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00). პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ან/და დაკავშირებულია შესაბამის სფეროში სხვადასხვა საკითხების რეგულირებასთან, როგორიცაა საკანონმდებლო და აღმასრულებელი საქმიანობის ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება. ასევე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების (სესხები, სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება, კადრების მომზადება-გადამზადება, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერა. ა) ქვეპროგრამა: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 01 07)
მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, გაიზარდოს მოქალაქეთა მონაწილეობა მათ საქმიანობაში და მოხდეს მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინება საქმიანობის დაგეგმვა-განხორციელებისას, რაც მათ შორის გულისხმობს სხვადასხვა ფორმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით მოსახლეობის ინფორმირებას მონაწილეობის ფორმებისა და მუნიციპალიტეტის არსებული პროცესების შესახებ, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებების გამოვლენის მიზნით სხვადასხვა მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით მოსახლეობასთან კომუნიკაციას, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, ბიუჯეტისა და პროგრამების ფორმირებისას მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების მიზნით სხვადასხვა მექანიზმების/ინსტრუმენტებისგამოყენებასდა სხვა. მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია საზოგადოების ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ და ხელშეწყობილია მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. მუხლი 14. პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში. თავი III. ტყიბულის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 15. ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 16. ასიგნებების დაფინანსება ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 17. ასიგნებების გადანაწილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 18. კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება 2024 წლის განმავლობაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 19. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 20. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 21. დავალიანებების ანაზღაურება მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 05 დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2024 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი 22. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 175,7 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად. ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 115,0 ათასი ლარი. ბ) ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ ომის მონაწილლეებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურებისათვის მათი ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2.0 ათასი ლარი. გ) ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, 1992-1993 და 1998 წლებში ტერიტორიულ მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების) ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 11,5 ათასი ლარი. დ) ,,ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით 47,2 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 23. სარეზერვო ფონდი 2024 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 50,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
დოკუმენტის კომენტარები