საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017192
15
22/01/2024
ვებგვერდი, 23/01/2024
120340000.22.026.017192
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს

თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №15

2024 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების

დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მეორე რანგი, კატეგორია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);

ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);

გ) ხელოვნება (ენები);

დ) სამართალი.

2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე – 1 წელი.    

3. სასურველია გამოცდილება რისკის მართვის სფეროში.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია“;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) თავდაცვის კოდექსი;

თ)  „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

კ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.

5. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 2. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);

ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);

გ) ხელოვნება (ენები);

დ) სამართალი.

2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) თავდაცვის კოდექსი;

ე) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

თ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი ნატოსა და ევროკავშირში აპარატის უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);

ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);

გ) ხელოვნება (ენები);

დ) სამართალი.

2. საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.

3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია“;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) თავდაცვის კოდექსი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

თ) ნატოს წესდება;

ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.

5. ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლის მოადგილე ნატოსა და ევროკავშირში აპარატის უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);

ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);

გ) ხელოვნება (ენები);

დ) სამართალი.

2. საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი.

3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია“;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) თავდაცვის კოდექსი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

თ) ნატოს წესდება;

ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.

5. ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლის მრჩეველი ნატოსა და ევროკავშირში (მესამე რანგი, კატეგორია მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)