მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/34145-23
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 17/01/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/34145-23
17/01/2024
ვებგვერდი, 18/01/2024
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/34145-23 (330210323008323015)   

 

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

202 4 წლი ს 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი

 

განხილვის ფორმა   ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი  შპს „აგროინფორმი (ს/ნ 203845722)

შპს „აგროინფორმის (ს/ნ 203845722)  ლიკვიდატორის  შპს ,,რეაბილიტაციის“ (ს/ნ 206096419) ხაელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი  თამარ მუმლაძე (პ/ნ 01005022906)

მოთხოვნა   შპს „აგროინფორმი “ მიმართ   გაკოტრების რეჟიმის გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „აგროინფორმი (ს/ნ 203845722) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გამოარკვია:

2023 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა, შპს „აგროინფორმი “ ლიკვიდატორის შპს ,,რეაბილიტაციის“ (ს/ნ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა, რომელმაც მოითხოვა შპს „აგროინფორმი “ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

2023 წლის 13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან  მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „აგროინფორმის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში  გამოქვეყნდა 2023 წლის 13 დეკემბერს (16:49 წთ-ზე). განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არც ერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის. რაც შეეხება  საკანონმდებლო მაცნეში განჩინება გამოქვეყნდა 2024 წლის 16 იანვარს. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ პირველი ნაწილის თანახმად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე შეტყობინება კრედიტორს ეგზავნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის (შემდგომ − ელექტრონული სისტემა) გარდა, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზედაც ქვეყნდება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შეტყობინებისთვის საკმარისია ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, იმისთვის რომ კომპანია გამოვაცხადოთ გაკოტრებულად, მაცნეში დაგვიანებით გამოქვეყნება ხელს არ გვიშლის.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.  ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „აგროინფორმი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და, შესაბამისად, გაუქმდეს შპს „აგროინფორმის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ მე-9, მე-14-ე, მე-19, 48-ე, მუხლებით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „აგროინფორმი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 203845722) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „აგროინფორმის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში.

3.   განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №64) განჩინების  გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

 მოსამართლე                                                                                      არჩილ კოჭლამაზაშვილი