„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.017784
8
17/01/2024
ვებგვერდი, 18/01/2024
200250000.22.033.017784
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №8

2024 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებით (ვებ-გვერდი, 31/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 200250000.22.033.016708) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტებით და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების (შემდგომში „სახელმწიფო საწარმოები“) ბიუჯეტებით (შემდგომში „შესაბამისი ბიუჯეტებით“) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში გადახდების განხორციელების წესს.“.

2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

1. ორგანიზაციაში ვალდებულებათა აღრიცხვის შემოღებამდე წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა ხდება ორგანიზაციის ბუღალტრული ანგარიშგების (ბუღალტრული ბალანსის) მონაცემებით რიცხული ფინანსური ვალდებულებების ფარგლებში.

2. საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (სსბასს)  განსაზღვრული არსებითობის პრინციპით ეკონომიკური მოვლენის აღრიცხვის და ასევე, ხაზინის  ელექტრონული მთავარი წიგნის ფუნქციონალის სპეციფიკის გათვალისწინებით, ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადახდების განსახორციელებლად, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული შრომის ანაზღაურების  ხარჯების დარიცხვის მეთოდით აღიარებისას, დასაშვებია, სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ერთეულის მიერ არ აღიარდეს მიმდინარე საანგარიშგებო თვეში მომუშავეზე ზედმეტად  გაცემული თანხების შედეგად წარმოშობილი დებიტორული დავალიანებები (თუ არ ექვემდებარება დაბრუნებას მომუშავის გათავისუფლების გამო) და მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში, შესაბამისი მოცულობით, შემცირდეს მომუშავის შრომის ანაზღაურების  დასარიცხი ხარჯი და გადახდა განხორციელდეს შემცირებული დარიცხული ხარჯის  ოდენობით.

3. სახელმწიფო საწარმოს მიერ არ არის სავალდებულო, ხაზინის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ ბუღალტრულ მთავარ წიგნში ასახული  სსბასს-ის საფუძველზე ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებაში გამოყენება. ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადახდების განსახორციელებლად,  სახელმწიფო საწარმო საბიუჯეტო კლასიფიკაციის ყველა მუხლიდან და  ყველა ტიპის  გადახდების ოპერაციების შესაბამისი სამეურნეო მოვლენის დარიცხვის მეთოდით აღიარებისთვის,  ელექტრონული მთავარი წიგნის ბუღალტრული ოპერაციების ცნობარიდან ირჩევს  ოპერაციას დასახელებით – „სახელმწიფო საწარმოთა ოპერაციები“  და  სისტემაში საწარმოების პირველადი დოკუმენტების  და  დარიცხვის მეთოდით აღიარებული სამეურნეო მოვლენების  ეკონომიკურ შინაარსთან შესაბამისობა სახელმწიფო ხაზინის მიერ არ კონტროლდება.

4. ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ე“ „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება სახელმწიფო საწარმოებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი