„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016520
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
17/01/2024
ვებგვერდი, 18/01/2024
010250020.35.128.016520
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/01/2024 - 05/02/2024)

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2024 წლის 17 იანვარი

დაბა ხარაგაული

 

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის №11 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 07/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016492).

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მეხუთე პუნქტი.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ბ) შშმ 18 წლამდე ასაკის ბავშვს მედიკამენტოზური და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსებით – 1400 ლარამდე;

„გ) შშმ პირს, რომელიც საჭიროებს მომვლელს და არ არის სოციალური შემწეობის მიმღები – თვეში 70 ლარის ოდენობით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. დახმარება გაეწევათ მარტოხელა მშობლებს, რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი, ყოველთვიურად – 70 ლარის ოდენობით.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დახმარება გაეწევა ბავშვიან ოჯახებს, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობას, ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენციას, ასევე ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას და გაძლიერებას, მათთვის საბინაო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ბავშვების ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას, მშობლების ცნობიერების ამაღლებას „პოზიტური მშობლობის“ ფარგლებში.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს 211 და 212 მუხლები, რომლებიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 211. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების სათბობი მასალით დახმარება

1. დახმარების მიმღებია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მარტოხელა მოხუცები და უმწეო ოჯახები.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) მერის წარმომადგენლის დასაბუთებული შუამდგომლობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სათბობი მასალით უზრუნველყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 212. სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი უფასო კვებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა

1. ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფასა და სოციალური სამრეცხაოს სერვისით სარგებლობას ექვემდებარებიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები, სოციალურად დაუცველი მოხუცები, შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოჯახების ცხელი სადილით უზრუნველყოფა განხორციელდეს კვირაში ექვსი დღე, ერთჯერადი კვებით დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე (სადღესასწაულო დღეების ჩათვლით), ხოლო მუნიციპალიტეტის ოთხ ტერიტორიულ ერთეულში (ბაზალეთი, საღანძილე, ლაშე, ფარცხნალი) განხორციელდეს გამზადებული ცხელი საკვების მიწოდება კვირაში ორი დღე.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული სერვისის გარდა, უკიდურესად გაჭირვებულ მოწყვლად ჯგუფებს, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, მომართვიანობისა და მერის წარმომადგენლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მიეწოდებათ საკვები პროდუქტები.

4. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) მერის წარმომადგენლის დასაბუთებული შუამდგომლობა;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი უფასო კვებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე და მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბრძანებით დამტკიცებული „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით კიკნაძე