“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 667
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 04/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.007.521
  • Word
667
29/06/2005
სსმ, 79, 04/07/2005
040.030.000.22.034.007.521
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.007.521

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №667

2005 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №26, მუხლი 242) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში შემავალი, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოსა და ყოფილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველოს ბაზებზე შექმნილი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მიმაგრებული კონტინგენტის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა (შემდგომში – პენსიონერთა), მათი ოჯახის წევრთა და სამინისტროს სასწავლო დაწესებულების მსმენელთა სამედიცინო უზრუნველყოფას.”.

2. წესდების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3.

სამსახურის შემადგენლობაშია:

ა) საფინანსო-სამეურნეო სამმართველო;

ბ) პოლიკლინიკები – ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში;

გ) სამხედრო-საექიმო კომისია;

დ) აფთიაქი.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი