„მიკრობანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №123/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016822
9/04
18/01/2024
ვებგვერდი, 18/01/2024
220010000.18.011.016822
„მიკრობანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №123/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №9/04

2024 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„მიკრობანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №123/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიკრობანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №123/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 22/06/2023; ს/კ: 220010000.18.011.016710) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. მიკრობანკის მიერ მომსახურების გაწევისას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა:

ა) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევით გაფორმებულ თითოეულ დოკუმენტზე, მათ შორის, უსამართლო სტანდარტული პირობით/პირობებით გაფორმებულ თითოეულ ხელშეკრულებაზე, გამოიწვევს მიკრობანკის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უსამართლო კომერციული საქმიანობა გამოიწვევს მიკრობანკის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს მიკრობანკის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევა  გამოიწვევს მიკრობანკის დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა