„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 12/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 430090000.22.022.018442
24/ნ
12/02/2024
ვებგვერდი, 12/02/2024
430090000.22.022.018442
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №24/ნ

2024 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430090000.22.022.017630) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 2024 წლის 1 იანვრამდე შექმნას და დანერგოს ფსიქოლოგთან ან სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის მობილურ ტელეფონთან თავსებადი ვებგვერდი.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მანდატურის სამსახური ვალდებულია 2025 წლის 1 იანვრამდე შექმნას და დანერგოს:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომ – სკოლა) უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების მიზნით შესაბამისი ელექტრონული პროგრამა;

ბ) სკოლაში ძალადობის რისკების შეფასების მიზნით შესაბამისი მექანიზმები.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების“:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კერძო სკოლა ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ წესით და დაიცვას ის ან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესით განსაზღვრული პრინციპების სრულად დაცვასა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მანდატურის სამსახური – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური;“;

ბ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სამინისტრო – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;“;

გ) მე-9 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგთან ან სოციალურ მუშაკთან კონსულტაციით მობილურ ტელეფონთან თავსებადი ვებგვერდის საშუალებით.“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ონლაინკონსულტაცია და მობილურ ტელეფონთან თავსებადი ვებგვერდი უნდა იძლეოდეს მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლების, აგრეთვე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ან/და მასწავლებლების ანონიმურობის დაცვის შესაძლებლობას.“;

დ) მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მრჩეველთა საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელშიც მოცემული უნდა იყოს სხდომის ოქმის რიგითი ნომერი, მრჩეველთა საბჭოს  სხდომის ჩატარების თარიღი, დამსწრე წევრთა/დამსწრე პირთა ვინაობა, განხილული საკითხის შინაარსი, მიღებული რეკომენდაციები და მიღებული რეკომენდაციების შესრულების ვადა. მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმზე ხელს აწერენ მრჩეველთა საბჭოს სხდომის თავმჯდომარე, მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრები/დამსწრე პირები და მდივანი.“;

ე) მე-12 მუხლს პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) ოჯახის შექმნის მიზნით 18 წლამდე მოსწავლის  არარეგისტრირებული კავშირი/კავშირის რისკი (ნაადრევი ქორწინება);“;

ვ) მე-13 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის შეჩერების, შეწყვეტის ან განახლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) სკოლის დირექტორის მიმართვის საფუძველზე.“;

ზ) 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:

მუხლი 251. ოჯახის შექმნის მიზნით 18 წლამდე მოსწავლის  არარეგისტრირებული კავშირი/ კავშირის რისკი (ნაადრევი ქორწინება)

1. ნებისმიერი პირი ვალდებულია ოჯახის შექმნის მიზნით 18 წლამდე მოსწავლის  არარეგისტრირებული კავშირის/კავშირის რისკის (ნაადრევი ქორწინება) ან ასეთის ეჭვის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მანდატურს/უფლებამოსილ პირს/სკოლის ადმინისტრაციას.

2. ოჯახის შექმნის მიზნით 18 წლამდე მოსწავლის არარეგისტრირებული კავშირის/კავშირის რისკის (ნაადრევი ქორწინება) ან ასეთის ეჭვის შემთხვევაში:

ა) მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვალდებულია დაუკავშირდეს „112“-ს, რესურსცენტრსა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს;

ბ) მანდატური/უფლებამოსილი პირი ფაქტის შესახებ ავსებს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად.“;

თ) 41-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სკოლა ვალდებულია იზრუნოს სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე, მათ შორის, ვიდეოსათვალთვალო სისტემის „ლოგირების“ მექანიზმის უზრუნველყოფაზე და მანდატურის ან/და მანდატურის სამსახურის მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება და პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მანდატურის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემით სარგებლობისას.“;

ი) 42-ე მუხლის:

ი.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვიდეოსათვალთვალო სისტემის ყოველდღიურ გამოყენებას (სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერება,  ვიდეოჩანაწერის დათვალიერება/გადახვევა ან/და ვიდეოჩანაწერის ადგილზე გაცნობა, ვიდეოჩანაწერის ამოღება ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პირის/უწყების/დაწესებულების/სკოლის სტრუქტურული ერთეულისათვის გადაცემა) და ადმინისტრირებას (ვიდეოთვალთვალის სისტემის გამართულობის შემოწმება, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შექმნა/რედაქტირება/წაშლა, თარიღისა და დროის შეცვლა, მომხმარებლის ენის შეცვლა, ჩანაწერების ხარისხის შესწორება, გამორთული კამერის პროგრამულად ჩართვა, ჩამწერი მოწყობილობის ნებისმიერი ფუნქციის ჩართვა და გამორთვა, ჩამწერი მოწყობილობის ტექნიკური შესაძლებლობების ნახვა, ჩამწერი მოწყობილობის „ლოგირების“ ჟურნალის კონტროლი, ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების ბარათის დაფორმატება) უზრუნველყოფს მანდატურის სამსახური/მანდატური/უფლებამოსილი პირი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.“;

ი.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ვიდეოსათვალთვალო სისტემის გამოყენებისა და ადმინისტრირების წესი და პირობები განისაზღვრება მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.“;

კ) 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 58. მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა

1. საკონკურსო განაცხადების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მანდატურის სამსახური ადგენს საკონკურსო განაცხადებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან.

2. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო განაცხადების წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადაში მანდატურობის კანდიდატი საკონკურსო კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით არ წარუდგენს მანდატურის სამსახურს  ამ წესის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ დოკუმენტაციას ან/და წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი და დოკუმენტაცია არ არის შესაბამისობაში ამ წესის მოთხოვნებთან, მანდატურობის კანდიდატის საკონკურსო განაცხადი დარჩება განუხილველი, რის შესახებაც მანდატურის სამსახური ელექტრონულად ატყობინებს მანდატურობის კანდიდატს, ხოლო კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე შეუსაბამობის მიზეზს.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი