„სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის Nº465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის Nº465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 12/01/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2024
სარეგისტრაციო კოდი
11
12/01/2024
ვებგვერდი, 16/01/2024
„სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის Nº465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №11

2024 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

„სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე:

1. ,,სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №465 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2024 წლის 12 იანვრიდან 12 (თორმეტი) თვის მანძილზე სს „პეისერა ბანკი საქართველომ“ რეალურ გარემოში განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.

3. სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობების ცვლილება ხდება ეტაპობრივად, შესრულებული სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე.“.

2. „სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის Nº465 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი. 

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

ნათელა თურნავა

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოს ეროვნული ბანკი