„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024400
8
15/01/2024
ვებგვერდი, 16/01/2024
470230000.10.003.024400
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №8 

2024 წლის 15 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“) მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ (გარდა ამავე მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამასთანავე, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტებითა და დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია, დამატებით გააკეთოს შეტყობინება დაგეგმილი ჩარევის შესახებ ჰოსპიტალიზაციამდე/შემთხვევის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათით ადრე, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, თუ სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. მიმწოდებელი ვალდებულია, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ და მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტებითა და დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევების შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.“;

გ) მე-5 პუნქტის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული ისეთი მომსახურების შემთხვევაში, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით (გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) − პაციენტის გაწერიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც საბოლოო დიაგნოზის დადგენისთვის საჭირო კვლევების ხანგრძლივობა აღემატება სტაციონარში დაყოვნების პერიოდს და ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;

გ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ და მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტებითა და დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში – პაციენტის გაწერისას, განმახორციელებლის მიერ პაციენტისთვის/თანმხლები პირისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების საფუძველზე. შემთხვევების დასრულებულად დაფიქსირების წესი განისაზღვრება განმახორციელებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. დადგენილების დანართ №1.9-ის (მედიკამენტებით უზრუნველყოფა):

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას, განმახორციელებლის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, შემდეგი ჯგუფების მიხედვით:

ა.ა) გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;

ა.ბ) ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

ა.გ) ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები;

ა.დ) დიაბეტი (ტიპი 2);

ა.ე) გლაუკომა;

ა.ვ) პარკინსონი;

ა.ზ) ეპილეფსია.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა“ ქვეპუნქტის:

ა.ა) „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის, ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯგუფების შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტის ხარჯები ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე;

ა.ბ) „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ანაზღაურდება ამ დანართის პირველი პუნქტის „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ჯგუფების შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტის ღირებულების 75%;“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შესაბამისი წლების „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრალიზებულად შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტის ამოწურვამდე ამ დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის უპირატესი გაცემა ბენეფიციარებზე, ამავე დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“;

დ) დანართი №1.9.1 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 15 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი