დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 977 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260080.22.027.017465 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120260080.22.027.016742) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. ნომენკლატურის ფარგლებში სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, ასევე, სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი და აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურეთათვის უფროსი სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი წარდგინების იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გაგზავნას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, წოდების მინიჭების ვადის დადგომამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.“. 2. №2 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აღსრულების პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი) და II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (თბილისის განყოფილების უფროსის მოადგილე) – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები