სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 978
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100020030.22.027.017466
978
25/01/2024
ვებგვერდი, 26/01/2024
100020030.22.027.017466
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №978

2024 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

პენიტენციური კოდექსის 27-ე მუხლის მე-10 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების თანდართული წესი.

 

2. დაევალოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს, 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 მაისის პერიოდში გასაცემი წელთა ნამსახურობის დანამატის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის გაცემა უზრუნველყოს 2024 წლის 1 ივლისამდე.

 

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვარის №5 ბრძანება.

 

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე



სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა  შრომის  ანაზღაურების  წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი არეგულირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (შემდგომ – მოსამსახურე) შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. მოსამსახურეზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ იმავე კანონითა და ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 2. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

1. მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად ეძლევა ხელფასი, რომელიც მოიცავს:

ა) თანამდებობრივ სარგოს;

ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს (შემდგომ – წოდებრივი სარგო); 

გ) წელთა ნამსახურობის დანამატს.

2. სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს არ მიეცემა წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი.

3. მოსამსახურეს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით.

4. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი ან/და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის ან/და განსაკუთრებული დამსახურებისთვის წახალისების ფორმით, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

5. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს წოდებრივი სარგო და სახელფასო დანამატი მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება სამსახურის გენერალურ დირექტორზე, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეზე.

6. მოსამსახურეს არ მიეცემა საკლასო დანამატი.

მუხლი 3. თანამდებობრივი სარგო

1. მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება №1 დანართით.

2. მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აისახება, აგრეთვე, სამსახურის საშტატო ნუსხასა და მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებაში.

3. სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

მუხლი 4. წოდებრივი სარგო

მოსამსახურის წოდებრივი სარგო განისაზღვრება შემდეგი სახით:

სახელმწიფო სპეციალური წოდება

წოდებრივი სარგო (ლარი)

იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი

120

იუსტიციის გენერალ-მაიორი

110

იუსტიციის პოლკოვნიკი

70

იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

60

იუსტიციის მაიორი

50

იუსტიციის კაპიტანი

40

იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი

30

იუსტიციის ლეიტენანტი

25

იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი

20

იუსტიციის ზემდეგი

7

იუსტიციის უფროსი სერჟანტი

6

იუსტიციის სერჟანტი

5

იუსტიციის უმცროსი სერჟანტი

4

იუსტიციის რიგითი

3

 

მუხლი 5. წელთა ნამსახურობის დანამატი

1. მოსამსახურის წელთა ნამსახურობის დანამატი განისაზღვრება სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლების მიხედვით, თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს ჯამური თანხის შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5%;

ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10%;

გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15%;

დ) 10 წლის ან მეტი ხნის ნამსახურობისთვის − 20%.

2. წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის მიზნებისთვის ნამსახურებ წლებში ჩაითვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა საჯარო/სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა).

3. მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისას მოსამსახურის მიერ წელთა ნამსახურობის დამადასტურებელი დოკუმენტების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში წარდგენის ან/და ამ დოკუმენტის სხვა საჯარო დაწესებულებიდან გამოგზავნის შემდეგ აღნიშნული სამმართველო უზრუნველყოფს მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლების შესახებ ნამსახურები წლების გამოთვლასა და შესაბამისი ინფორმაციის სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტისათვის მიწოდებას.

4. სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშებას ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღების თარიღიდან/ინფორმაციაში მითითებული თარიღიდან.

5.  მოსამსახურისთვის წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემა შეწყდება მისი დათხოვნის/გათავისუფლების შემდეგ, ნამუშევარი დღეების შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს გაცემის შეწყვეტასთან ერთად.

მუხლი 6. მოსამსახურის შრომის ანაზღაურების გაცემისა და დაანგარიშების წესი

1. მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი მიეცემა ყოველთვიურად, ნამუშევარი დღეების მიხედვით.

2. მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და დადგენილი წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები ან/და ეძლევა სხვა კომპენსაცია.

3. კადრების განკარგულებაში აყვანილ პირს წელთა თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი მიეცემა კადრების განკარგულებაში აყვანიდან 2 თვის განმავლობაში.

4. დისციპლინური წარმოებისას სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები.

5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მოსამსახურის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები ან/და სხვა კომპენსაცია არ ეძლევა.

6. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელის მიერ სამუშაოზე მოსამსახურის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის გამო ჩამოშორების შემთხვევაში სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისთვის ხელფასი (თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები) არ ეძლევა.

7. მოსამსახურეს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. მოსამსახურეს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისიწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით დადგენილი ოდენობით.

8. მოსამსახურეს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ფუნქციებს, უნარჩუნდება წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი.

9. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

მუხლი 7. შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირება

მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა სამსახურის ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.


 

დანართი №1

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობები

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის (გარდა პენიტენციური დაწესებულებებისა) მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობები

 

შტატით გათვალისწინებული თანამდებობების დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1

გენერალური დირექტორი

10,507

2

გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე

10,321

3

გენერალური დირექტორის მოადგილე

10,268

4

დეპარტამენტის დირექტორი

10,268

5

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

10,149

6

მთავარი სამმართველოს უფროსი

8,260

7

დეპარტამენტის უფროსი

6,650

5,852

8

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

5,320

9

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

6,358

10

სამმართველოს უფროსი

6,358

5,719

5,320

4,655

4,389

11

შტაბის (სამმართველოს) უფროსი

5,719

12

სამმართველოს უფროსი (მთავარი ექიმი)

5,320

5,054

4,655

13

შტაბის (სამმართველოს) უფროსის მოადგილე

4,655

14

სამმართველოს უფროსის მოადგილე

4,655

4,389

3,990

3,724

15

განყოფილების უფროსი

3,857

3,724

3,458

3,325

2,660

16

განყოფილების უფროსი (ექიმი)

2,660

17

განყოფილების უფროსის მოადგილე

3,724

3,059

2,394

18

გენერალური დირექტორის თანაშემწე

3,325

19

უფროსი ინსპექტორი

3,192

2,261

1,995

20

მთავარი სპეციალისტი

3,192

21

ოცეულის მეთაური

2,993

2,062

22

უფროსი მებრძოლი ოფიცერი

2,847

23

გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანაშემწე

2,793

24

გენერალური დირექტორის მოადგილის თანაშემწე

2,793

25

დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე

2,793

26

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანაშემწე

2,793

27

პროფესიული ზედამხედველი ფსიქოლოგი

2,793

28

პროფესიული ზედამხედველი სოციალური მუშაკი

2,793

29

პროფესიული ზედამხედველი შემთხვევის ადმინისტრატორი

2,793

30

უფროსი სპეციალისტი

2,793

31

მებრძოლი ოფიცერი

2,714

32

მძღოლი ოფიცერი

2,714

33

მთავარი ინსპექტორი

2,461

1,822

34

ინსპექტორი

2,660

2,036

1,995

1,729

1,663

35

წამყვანი სპეციალისტი

2,527

36

ფსიქოლოგი (I კატეგორია)

2,461

37

სოციალური მუშაკი (I კატეგორია)

2,461

38

სპეციალისტი (ექიმი-ფსიქიატრი)

2,660

39

სპეციალისტი (ექიმი-დერმატოლოგი)

2,660

40

სპეციალისტი (ექიმი-სტომატოლოგი)

2,660

41

სპეციალისტი (ექიმი-ენდოსკოპისტი)

2,394

42

სპეციალისტი (ექიმი-ეპიდემიოლოგი)

2,394

43

სპეციალისტი (ექიმი-რადიოლოგი)

2,394

44

სპეციალისტი (ექიმი-სტატისტიკოსი)

2,394

45

სპეციალისტი (ექიმი)

2,394

2,261

46

სპეციალისტი (ექიმი-ლაბორანტი)

2,394

47

სპეციალისტი

2,261

48

სპეციალისტი (მორიგე ექიმი)

2,128

49

სპეციალისტი (ფარმაცევტი)

1,995

50

სპეციალისტი (წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი)

1,995

51

სპეციალისტი (სტატისტიკოსი-არქივარიუსი)

1,995

52

ფსიქოლოგი (II კატეგორია)

2,208

53

სოციალური მუშაკი (II კატეგორია)

2,208

54

შემთხვევის ადმინისტრატორი

2,036

55

უმცროსი სპეციალისტი

2,128

1,862

56

უმცროსი სპეციალისტი (მორიგე ექთანი)

1,676

57

უმცროსი სპეციალისტი (ექთანი)

1,676

58

უმცროსი სპეციალისტი (ლაბორანტი)

1,676

59

უმცროსი სპეციალისტი (ფარმაციის ასისტენტი)

1,330

60

ინსტრუქტორი (თეორიული მიმართულება)

1,995

61

ინსტრუქტორი (საცეცხლე მიმართულება)

1,995

62

ინსტრუქტორი (ტაქტიკური მიმართულება)

1,995

63

უფროსი ესკორტის ოფიცერი

1,822

64

ესკორტის ოფიცერი (მძღოლი)

1,729

65

ესკორტის ოფიცერი

1,729

66

მორიგე ოფიცერი (თბილისი)

1,716

67

მორიგე ოფიცერი (ქუთაისი)

1,716

68

მორიგე ოფიცერი (ლაითური)

1,716

69

უმცროსი ინსპექტორი (ლოჯისტიკის დარგში)

1,463

70

უმცროსი ინსპექტორი

1,397

 

 

2. პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობები

შტატით გათვალისწინებული თანამდებობების დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1

პენიტენციური დაწესებულების დირექტორი

11,372

10,827

9,723

9,523

8,898

2

პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე

9,257

6,650

5,985

5,852

5,054

3

პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე – მთავარი ექიმი

5,852

4

სამმართველოს უფროსი

4,389

5

სამმართველოს უფროსის მოადგილე

3,724

6

განყოფილების უფროსი

3,591

3,059

2,780

2,660

2,394

7

განყოფილების უფროსის მოადგილე

5,054

2,780

2,075

8

სექტორის მენეჯერი

2,780

9

კორპუსის ოფიცერი

2,554

2,421

1,849

10

ოპერატიული მორიგე

2,554

2,421

1,849

 

11

 

მთავარი ინსპექტორი

2,461

2,328

1,836

12

უფროსი ინსპექტორი

2,208

2,075

1,995

1,796

13

ოპერატიული მორიგის თანაშემწე

2,208

2,075

1,729

14

ინსპექტორი

2,036

1,903

1,729

1,716

15

ინსპექტორ-კონტროლიორი

2,036

1,903

1,716

16

სპეციალისტი (ბუღალტერი)

1,995

17

სპეციალისტი (საქმისმწარმოებელი)

1,637

18

სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის ინსპექტორი

1,543

19

დირექტორის თანაშემწე

1,543

20

ინსპექტორი-მძღოლი

1,543

21

სპეციალისტი (საწყობის მენეჯერი)

1,543

22

უმცროსი სპეციალისტი (ბიბლიოთეკის მენეჯერი)

1,197

23

უმცროსი სპეციალისტი (სასადილოს მენეჯერი)

1,197

 

 

შენიშვნა:

კონკრეტული მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აისახება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხასა და მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებაში.