„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016714
7
15/01/2024
ვებგვერდი, 16/01/2024
280010000.35.137.016714
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2024 წლის 15 იანვარი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019  280010000.35.137.016451), კერძოდ:

ა)დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ)დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61  პუნქტი:

 „61. 18 წლის ასაკს ზევით შშმ და სოციალურად დაუცველ პირებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდებათ:

ა) 3000 ლარამდე 100%-ით;

ბ) 5000 ლარამდე 50 %-ით.”

გ)დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71  პუნქტი:

„71 . ამ მუხლის 1-ლი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დაფინანსება, საგამონაკლისო წესით, ორჯერადად განხორციელდება, უკიდურესად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ პირებისთვის ამბოლატორიულ მომსახურებაზე, სტაციონარულ მომსახურებასა და სამედიცინო გამოკვლევაზე.“

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:

„72. ამ მუხლის მიზნებისთვის უკიდურესად გაჭირვებულია პირი რომელიც ჩამოთვლილთაგან აკმაყოფილებს შემდეგ ერთ კრიტერიუმს მაინც:

ა) მინიჭებული აქვს მარტოხელა, მშობლის სტატუსი;

ბ) მინიჭებული აქვს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი;

გ) არის მარტოხელა პენსიონერი;

დ) მინიჭებული აქვს მარჩენალდაკარგულის სტატუსი;

ე) არ უფიქსირდება  ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი;

ვ) მინიჭებული აქვს შშმ პირის სტატუსი.

ე)დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ პუნქტი:

„ჟ) მე-4 მუხლის 72 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი