დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 979 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320030.22.027.017467 |
|
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320030.22.027.017072) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და პენიტენციური კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ვბრძანებ:“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების თანდართული წესი.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31–34 პუნქტები: „31. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა/სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, კომპეტენციის ფარგლებში, ამ ბრძანებით დადგენილი წესით და შესაბამისი თარიღიდან: ა) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიანიჭოს სამსახურის იმ მოსამსახურეებს, რომლებსაც, როგორც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლება შეუწყდათ 2015 წლის 1 ივლისიდან და 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მსახურობენ სამსახურის სისტემაში; ბ) შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიანიჭოს სამსახურის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში ან სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში დაინიშნენ 2015 წლის 1 ივლისის შემდგომ, დანიშვნამდე მათ მინიჭებული ჰქონდათ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მსახურობენ სამსახურის სისტემაში; გ) პირველადი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიანიჭოს სამსახურის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში/სამსახურის სისტემაში დაინიშნენ 2015 წლის 1 ივლისის შემდგომ, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მსახურობენ სამსახურის სისტემაში და არ აქვთ მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება. 32. ამ ბრძანების 31 პუნქტის მოქმედება ასევე ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და სამსახურის იმ ყოფილ მოსამსახურეებზე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა), რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში/სამსახურში და სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლებით არ სარგებლობდნენ 2015 წლის 1 ივლისიდან და 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ მუშაობენ სამსახურის სისტემაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, სპეციალური წოდება მიენიჭებათ/გაუთანაბრდებათ მათი მოთხოვნის საფუძველზე. 33. ამ ბრძანების 31 და 32 პუნქტებით განსაზღვრული მიზნებისთვის სპეციალური წოდების მისანიჭებლად/გასათანაბრებლად სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში ითვლება 2015 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურსა და სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში მუშაობის პერიოდი.“.
2. ბრძანებით დამტკიცებულის წესის: ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „მუხლი 1. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდგომ – სპეციალური წოდებები) მინიჭების წესს.“; ბ) მე-3 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამსახურში უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდება ენიჭება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირს.“; გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება – „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“ ენიჭება გამოსაცდელი ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ მისი თანამდებობისათვის ზღვრულ სპეციალურ სახელმწიფო წოდებად დადგენილია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდება. 9. უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე იმ მოსამსახურეს, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადის გარეშე, მაგრამ არა მოვალეობის შემსრულებლად, საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება – „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“ ენიჭება თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ მისი თანამდებობისათვის ზღვრულ სპეციალურ სახელმწიფო წოდებად დადგენილია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდება.“. 3. დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №3
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში თანამდებობების შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები