„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 980
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.027.017468
980
25/01/2024
ვებგვერდი, 26/01/2024
010340020.22.027.017468
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №980

2024 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010340020.22.027.016866) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პენიტენციური კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.“;

ა.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, პენიტენციური კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“;

ა.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0186, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №18.“;

ბ) მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სამსახურის ამოცანები

სამსახურის ამოცანებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება;

ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი უფლებების დაცვა;

გ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვა;

დ) პენიტენციური დაწესებულების დაცვა;

ე) პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა;

ვ) პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ზ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მუხლი 6. სამსახურის უფლებამოსილება

სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დასაცავად თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება (მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგის შესრულების ზედამხედველობა) და ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;

ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ესკორტირება (პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას, გადაყვანისას და ექსტრადიციისას);

გ) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავება და განხორციელება;

დ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დასაცავად კრიზისული ვითარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მართვისას ინტერვენციის, სპეციალური ან/და სხვა ღონისძიებების განხორციელება;

ე) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე სამსახურის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა;

ვ) პენიტენციური დაწესებულების საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა, შესაბამისი მონაცემების დამუშავება და ანალიზი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება;

თ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესახებ მონაცემების დამუშავება და სათანადო მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;

ი) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმისა და ბრალდებულთა რეესტრის/მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოება;

კ) პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი, პენიტენციურ დაწესებულებაში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება;

ლ) პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;

მ) სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ნ) სამსახურის მატერიალური და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა (მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების დაცვა), შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება;

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

პ) მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“;

გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:

გ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მინისტრს დასანიშნად წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურებს;“;

გ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის მოსამსახურეს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;“;

გ.გ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პენიტენციური დაწესებულების დებულების პროექტს;“;

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. გენერალური დირექტორის მოადგილეები

1. გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. გენერალური დირექტორის პირველ მოადგილესა და მოადგილეს გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მოადგილე. სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებით. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული უფლებამოსილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გადასცეს პირველ მოადგილეს/მოადგილეს.“;

ე) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ვ) IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამსახურის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფები“;

ზ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მეშვეობით.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) პენიტენციური დეპარტამენტი;

ბ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ე) სამედიცინო დეპარტამენტი;

ვ) ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ზ) მონიტორინგის დეპარტამენტი.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებითა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, ხოლო სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია – პენიტენციური დეპარტამენტისა და ამ სტრუქტურული ერთეულის დებულებით.“;

თ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით. პენიტენციური დაწესებულების დებულებას სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.“;

ი) მე-12 მუხლის:

ი.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“–„ი“ ქვეპუნქტები:

„ზ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა და კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან სამსახურის საქმიანობის კოორდინაცია;

თ) სამსახურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ი) სამსახურის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა.“;

ი.ბ) მე-2 პუნქტის:

ი.ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;“;

ი.ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ანალიტიკის განყოფილება.“;

ი.გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი.დ) მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის მოსამსახურეთა და სამსახურში მიღებულ სამხედრო მოსამსახურეთა – წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და დარღვევებზე რეაგირება;“;

ი.ე) მე-12 პუნქტის:

ი.ე.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული პენიტენციური კოდექსით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების უშუალო შესრულება;“;

ი.ე.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სამსახურისა და სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღების საქმიანობისა და მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების უზრუნველყოფა.“;

ი.ვ) 121 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ზრუნვა და ამ მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, მათ შორის, დანაშაულთა პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობა;“;

კ) მე-13 მუხლის:

კ.ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთაგან კანდიდატების შერჩევისა და ადგილობრივი საბჭოს წევრებად წარდგენის, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან კანდიდატის შერჩევისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულთა პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრად წარდგენის მიზნით. საკოორდინაციო საბჭოს უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე