დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017120 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისი №150/ნ ბრძანებაში (სსმ, 78, 31/07/2003; 470.230.000.11.119.005.964) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესი (დანართი №23);“. 2. ბრძანებით დამტკიცებული №23 დანართის (ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესი): ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღნიშნული დანართი არეგულირებს მხოლოდ იმ ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების (ფარმაცევტული პროდუქტის) (შემდგომში – სამკურნალო საშუალება) მიღების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესს, რომელიც გამოიყენება ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისას. ოპიოიდებზე დამოკიდებულებით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობისას სამკურნალო საშუალებების ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები