„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016712
5
15/01/2024
ვებგვერდი, 16/01/2024
010250050.35.137.016712
„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2024 წლის 15 იანვარი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის  წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2022,  010250050.35.137.016593) კერძოდ:

ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  წარმატებული სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობის წესი დანართი 1-ის შესაბამისად.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  წარმატებული სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობის წესი“

გ) დადგენილების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  სტუდენტების სწავლის დაფინანსების წესი დანართი 3-ის შესაბამისად.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„გ) სკოლა – ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  სკოლაში უფიქსირდება ბოლო 3 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„დ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  სკოლაში ბოლო 3 წელი სწავლების პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„დ) კურსდამთავრებულის, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  სკოლაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი;“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის მე-5 მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„1. წარმატებულ სტუდენტს მერის სტიპენდია ჩაერიცხება წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ნომერზე.

ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის მე-5 მუხლის მეოთხე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

 „4. წარჩინებულ კურსდამთავრებულს მერის ფულადი ჯილდო ჩაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.“;

კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3  ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი



დანართი

დანართი 3

 

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  სტუდენტების სწავლის დაფინანსების წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტების ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფინანსების წესს.

2. წესის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ფარგლებში დეფიციტური პროფესიების სწავლების წახალისება სწავლის გადასახადის დაფინანსების გზით.                                                                                                   

3. დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უნივერსიტეტი – უნივერსიტეტი/ სასწავლო უნივერსიტეტი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;                                                        

ბ) სტუდენტი – უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის  საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

გ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით;                                                                                                                                                          

დ) სკოლა – ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

თავი II

სამიზნე ჯგუფები და დაფინანსების ოდენობა

 

მუხლი 3. სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის გადასახადის დაფინანსება

1. სწავლა დაუფინანსდება სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:                                                                                                                                         

ა) არის საქართველოს მოქალაქე;                 

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში, გავლილი აქვს, ბოლო  3 სასწავლო წლის სწავლების პერიოდი; 

გ) არის ბაკალავრიატის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტი;

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი; 

ე) მინიჭებული აქვს 0–65000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა.

2. სტუდენტის დაფინანსება, ერთჯერადად, ერთი სემესტრის განმავლობაში, დგინდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის გათვალისწინებით, სტუდენტის დარჩენილი გადასახადით, მაგრამ არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.

 

მუხლი 4. სამშენებლო ან არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტთა სწავლის გადასახადის  დაფინანსება

1. სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა სამშენებლო ან არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში გავლილი აქვს ბოლო  3 სასწავლო წლის სწავლების პერიოდი;

გ)  არის ბაკალავრის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტი;  

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;        

ე) მინიჭებული აქვს 0-65000 -ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა ან/და არის

მრავალშვილიანი ოჯახის წევრი;

ვ) არის სამშენებლო ან არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტი.    

2. დაფინანსებას მოიპოვებს პირველი სამი სტუდენტი, რომელიც წარადგენს განაცხადს სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით და აკმაყოფილებს წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.                                                       

3. სტუდენტის დაფინანსება, ყოველწლიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, დგინდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის გათვალისწინებით, სტუდენტის დარჩენილი გადასახადით, მაგრამ არაუმეტეს 4000 (ოთხი ათასი) ლარისა.

4. სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს სწავლის დაფინანსებას,  სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში უნდა დაბრუნდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში და  დასაქმდეს მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი სპეციალობით არანაკლებ 36  თვის განმავლობაში.  

 

თავი III

პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და სწავლის გადასახადის დასაფინანსებლად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

მუხლი 5. წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. სწავლის დასაფინანსებლად სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; 

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  

გ) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სკოლაში ბოლო 3 სასწავლო წლის სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სოციალური სარეიტინგო ქულის შესახებ;  

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პირველკურსელის დამადასტურებელი დოკუმენტი;   

ვ) ცნობა სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესახებ;

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – საბანკო რეკვიზიტები.

2. სწავლის დასაფინანსებლად სამშენებლო ან/და არქიტექტურის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლაში ბოლო 3 სასწავლო წლის სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;   

დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სოციალური სარეიტინგო ქულის შესახებ ან/და იუსტიციის სამინისტროს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან ერთ-ერთი მშობლის ცნობა მრავალშვილიანობის სტატუსის შესახებ; 

ე) ცნობა სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესახებ;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – საბანკო რეკვიზიტები.

 

მუხლი 6. ფინანსური დახმარების გაცემის ადმინისტრირება

1. სამშენებლო ან არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტთა სწავლის დაფინანსება განხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.   

2. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური.

3. სტუდენტების სწავლის დაფინანსება განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და  წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.