,,პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.035.017121
4/ნ
24/01/2024
ვებგვერდი, 24/01/2024
010240070.22.035.017121
,,პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
,,პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №4/ნ

2024 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

,,პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ‘‘ საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებაში (სსმ III, №71, 29/05/2006) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყველა პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას და აღნიშნულზე გააჩნია შესაბამისი ნებართვა, ასევე, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებები, ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით, ფორმებით და ვადებში, აწვდის ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).“.

2. ბრძანების მე-2 პუნქტის:

ა) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან, სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფი ინკურაბელური და სომატური ავადმყოფების რიცხვის და  მათზე გაცემული ნარკოტიკული საშუალებების, ასევე ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართული პაციენტების რიცხვის შესახებ;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულება სააგენტოს აწვდის ცალ-ცალკე  განყოფილებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბრუნვის შესახებ, №6 დანართის შესაბამისად;“.

3. ბრძანების №6 დანართის (ინფორმაციის მიწოდების ფორმა ნარკომანიის  ჩანაცვლებითი   სპეციალური პროგრამით მკურნალობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების  განყოფილებებში  ჩამანაცვლებელი სამკურნალო  საშუალების  ბრუნვის შესახებ):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ინფორმაციის მიწოდების ფორმა ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების განყოფილებებში  ჩამანაცვლებელი სამკურნალო  საშუალების  ბრუნვის შესახებ“;

ბ) შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ფორმას ავსებს ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების თითოეული განყოფილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალ-ცალკე;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი