,,ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.137.016711
4
15/01/2024
ვებგვერდი, 16/01/2024
010250000.35.137.016711
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2024 წლის 15 იანვარი

დაბა ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/01/2018  010250000.35.137.016369) კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი   რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (შემდგომ – წესი) მიზნად ისახავს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.

2. ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი   რედაქციით:

„ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში კატასტროფისაგან, სტიქიური მოვლენებისაგან (ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი, ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა, კასტრული ჩამოქცევა, ღვარცოფი, წყალდიდობა, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა, ქარიშხალი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, ძლიერი გაყინვა, მსხვილი სეტყვა, ძლიერი წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, კოკისპირული წვიმები, გვალვა, ზვავი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები) გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და დაზარალებულთა ფინანსური დახმარების ხარჯები, გადაუდებელი სანიტარიულ- ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები, საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი ღონისძიებების ხარჯები;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი   რედაქციით:

„გ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა მედიკამენტოზური, ქირურგიული და სხვა ფორმით მკურნალობისთვის, ხარჯები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის. ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამით გაუთვალისწინებელი ან/და შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის მთლიანად ამოწურვის შემდეგ მძიმე ან გადაუდებელი შემთხვევების დროს გასაწევი ხარჯები;“

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი