„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის № 7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.137.016709
2
15/01/2024
ვებგვერდი, 16/01/2024
200130000.35.137.016709
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის № 7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2024 წლის 15 იანვარი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის № 7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის №7 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 20/02/2012,  200130000.35.137.016043), კერძოდ:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის  მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის; საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის, მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 201-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ჰ1“, „ჰ2“ პუნქტების; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);

ბ)  ავტოფარეხები და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები/საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები (სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თავისუფალი მიწის ნაკვეთები.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი