„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017783
7
16/01/2024
ვებგვერდი, 17/01/2024
200090000.22.033.017783
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №7

2024 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 41-ე მუხლის მე-8 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მე-15 სტრიქონში – მიეთითება ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საგადასახადო  პერიოდში  ნებისმიერი  ფორმით  ან/და  საქმიანობით  (მათ  შორის, ამხანაგობაში (ამხანაგობებში) წილის შესაბამისად მიკუთვნებული მოგება). უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული ფასეულობა (გაწეული მომსახურება) ერთობლივ შემოსავალში შეიტანება საბაზრო ღირებულებით. თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი საწარმო გადახდის წყაროსთან დაკავებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით,  დეკლარაციის  მე-15  სტრიქონში  შეიტანება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“-„ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები. საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის,  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, 2023 წლის საანგარიშო პერიოდის, დეკლარაციის მე-15 სტრიქონში ასახული თანხა:

ა.ა) იზრდება იმ საპროცენტო შემოსავლით, რომელიც არ არის აღიარებული 2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების ერთობლივ შემოსავალში და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით არც მომდევნო საანგარიშო პერიოდებში ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას;

ა.ბ) იზრდება ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის 2023 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესის გაუქმების შედეგად, წარმოშობილი რეზერვის ნაშთების სხვაობის სახით მიღებული დასაბეგრი მოგებით/შემოსავლით;

ა.გ) მცირდება იმ საპროცენტო შემოსავლით, რომელიც აღიარებული იქნა 2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების ერთობლივ შემოსავალში და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით მომდევნო საანგარიშო პერიოდებშიც ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას;“;

ბ)  „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) 37-ე სტრიქონში – მოგების გადასახადი, რომელიც მიიღება 36-ე სტრიქონში ასახული თანხის გამრავლებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადის განაკვეთზე. ამასთან, საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის,  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის 2023 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესის გაუქმების შედეგად, 2023  წლის საანგარიშო პერიოდში წარმოშობილი რეზერვის ნაშთების სხვაობის სახით მიღებული დასაბეგრი მოგება/შემოსავალი იბეგრება 15 პროცენტით;“.

2. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 68-ე პუნქტი:

„68. საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის,  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ იმ სესხებთან მიმართებაში, რომელთა მიმართ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად სესხი ექვემდებარება სამართლიანი ღირებულებით აღრიცხვას და არ იქმნება შესაძლო დანაკარგების რეზერვები, სესხების გაუფასურებით მიღებული ზარალი ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება, როგორც ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული და გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯი საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საერთო წესების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი