დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 140030000.10.003.024397 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2022, 140030000.10.003.023309) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 1. ამ დადგენილებით განსაზღვრული ობიექტი (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა) ვალდებულია, არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ფოტო-ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 2. პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ფოტო-ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს ფოტო-ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები