სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე

სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.024398
6
15/01/2024
ვებგვერდი, 16/01/2024
190020010.10.003.024398
სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №6

2024 წლის 15 იანვარი

   ქ. თბილისი

 

სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1146 მუხლის  „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესი

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მე-6 მუხლის „ბ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოებზე (შემდგომში – სახელმწიფო საწარმო) კოდექსით განსაზღვრული დებულებების გავრცელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) მომსახურებაზე ეტაპობრივად გადაყვანილი სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხები გადატანილ იქნეს ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში, ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 2. სახელმწიფო საწარმოების მიერ კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის რიგითობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2025 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 14 ივლისის №269 ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 3. სახელმწიფო საწარმოებმა სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დახურონ კომერციულ ბანკებში გახსნილი ანგარიშები (გარდა ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული ანგარიშებისა) და ამ ანგარიშებზე რიცხული ნაშთები მიმართონ ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მათთვის განსაზღვრულ საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე.

მუხლი 4. სახელმწიფო საწარმოების მიერ კომერციულ ბანკებში საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველსაყოფად გამოყენებული და ვადიან დეპოზიტებზე განთავსებული თანხების გადატანა ხაზინის ერთიან ანგარიშზე და კომერციულ ბანკებში ანგარიშების დახურვა განხორციელდეს აღნიშნული საბანკო გარანტიების, სესხების, აკრედიტივებისა და ვადიანი დეპოზიტების ვადის ამოწურვის შემდეგ.

მუხლი 5. სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების ფინანსური ოპერაციები, ასევე ოპერაციები უცხოური ვალუტითა და დეპოზიტებით, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის შემდეგ, განხორციელდეს მხოლოდ ხაზინის ერთიანი ანგარიშის გამოყენებით. დაუშვებელია აღნიშნული ოპერაციების განხორციელება კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე.

მუხლი 6. სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის შემდეგ, სახელმწიფო საწარმოების მიერ კომერციულ ბანკებში დამატებითი შემოსულობის მიღების მიზნით, ანგარიშების გახსნა და მათზე თანხების გადატანა განხორციელდეს კოდექსის შესაბამისად.