დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 31/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.035.017128 |
|
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებაში (სსმ III, №27, 01/03/2007) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებას 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს 22 და 23 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„22. ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებულ ფორმა №IV-50/4-ის („სსე შემოწმების აქტის ამონაწერი“) მატერიალური ფორმის შევსება სავალდებულოა 2024 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო 2024 წლის 1 თებერვლიდან მისი შევსება ხორციელება მხოლოდ ელექტრონული ფორმით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 23. ბრძანების 22 პუნქტის გათვალისწინებით, 2024 წლის 1 თებერვლამდე მატერიალურად და 2024 წლის 1 თებერვლიდან ელექტრონულად შევსებულ ფორმებს გააჩნიათ თანაბარი იურიდიული ძალა.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები