„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.024395
3
12/01/2024
ვებგვერდი, 12/01/2024
010320000.10.003.024395
„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №3 

2024 წლის 12 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/05/2018, 010320000.10.003.020557) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის“:

1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ელექტრონული სასწავლო პლატფორმის გამოყენებით სწავლება, რაც გულისხმობს სასწავლო კურსის გავლას დამოუკიდებლად, ამისათვის სპეციალურად შექმნილი პლატფორმის გამოყენებით.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის გარდა, ამავე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ პროფესიული განვითარების პროგრამას გადის მოქმედი მოხელე, რომლის ფუნქცია-მოვალეობები დაკავშირებულია ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ მიმართულებასთან/მიმართულებებთან. პროგრამის გავლა შესაძლებელია     მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეთოდებით/ფორმით. პროგრამის გავლის ვალდებულება არ ვრცელდება იმ მოხელეზე, რომელსაც გავლილი აქვს მოცემული პროგრამა.

 22. ამ მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრულ პროფესიული განვითარების პროგრამას გადის ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი. პროგრამის გავლა შესაძლებელია მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეთოდებით/ფორმით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. IV და III რანგის მოხელის პროფესიული განვითარების აკრედიტებული საბაზისო პროგრამა არის „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“,  ხოლო II და I რანგის მოხელის პროფესიული განვითარების აკრედიტებული საბაზისო სასწავლო პროგრამა −  „მოხელის მენეჯერული უნარები.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  და 32 პუნქტები:

„31. მოხელის პროფესიული განვითარების თემატური არააკრედიტებული საბაზისო პროგრამა არის  მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო სასწავლო პროგრამა შემდეგი მიმართულებით:

ა) საჯარო პოლიტიკის ანალიზი, დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება;

ბ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი;

გ) ადამიანური რესურსების მართვა;

დ) სახელმწიფო შესყიდვები;

ე) ლიდერობა;

ვ) რეგულირების ზეგავლენის შეფასება.

32. მოხელის პროფესიული განვითარების არააკრედიტებული საბაზისო  პროგრამა არის  მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო სასწავლო პროგრამა შემდეგი მიმართულებით:

ა) კიბერჰიგიენა;

ბ)  პერსონალურ მონაცემთა დაცვა;

გ) გენდერული მეინსტრიმინგი;

დ) კეთილსინდისიერება;

ე) საქართველოს დასავლური ინტეგრაცია;

ვ) მოხელის უფლებები.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა, გარდა ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით განსაზღვრული პროფესიული განვითარების პროგრამისა, უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.

3. მე-7 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ წესის მე-6 მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა არ ექვემდებარება ამავე წესით განსაზღვრულ ხარისხის კონტროლს.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მე-6 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული „ბ“ − „ვ“ ქვეპუნქტებითა და 32 პუნქტით განსაზღვრული საბაზისო პროგრამების გავლის ვალდებულება მოხელეს წარმოეშობა 2025 წლის 1 იანვრიდან 1 წლის ვადაში.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი