“გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №27 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №27 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 476
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 04/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 30/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 200.090.000.22.033.007.507
  • Word
476
27/06/2005
სსმ, 79, 04/07/2005
200.090.000.22.033.007.507
“გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №27 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.090.000.22.033.007.507

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №476

2005 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №27 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3, 41-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №27 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №8, მუხ. 93) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ინსტრუქციის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. გადასახადის გადამხელთა საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას ახორციელებს საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველო ან ამავე სამმართველოს (“კომპიუტიზირებული”) განყოფილება, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით”;

2. ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. თუ გადამხდელს უარი ეთქვა საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე), საგადასახადო ინსპექცია (საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოს („კომპიუტიზირებული”) განყოფილება) ვალდებულია წერილობით აცნობოს მას უარის თქმის კონკრეტული მიზეზის მითითებით.

3. წერილს საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმის არასრულყოფილებისა და უარის თაობაზე ხელს აწერს საგადასახადო ინსპექციის/ საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოს („კომპიუტიზირებული”) განყოფილების უფროსი ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი”;

3. ინსტრუქციის მე-14, მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. საგადასახადო ინსპექციებში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) პროცედურები

1. გადასახადის გადამხდელი, სრულად შევსებულ საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმას (ერთ ეგზემპლარად) წარუდგენს საგადასახადო ინსპექციის (საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოს („არაკომპიუტიზირებული” განყოფილების) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს თავისი საქმიანობის ადგილის, ეკონომიკური საქმიანობის ადგილის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის შემდეგ ტარდება შემდეგი პროცედურები:

ა) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად შეისწავლის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმას;

ბ) თუ წარდგენილი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმა შემდგომ დაზუსტებას აღარ საჭიროებს, რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი ავსებს საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმის შესაბამის მონაცემებს (გარდა საიდენტიფიკაციო ნომრისა). საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმის ინფორმაციის სისწორე დასტურდება გადასახადის გადამხდელისა და მომსახურების სამმართველოს („არაკომპიუტიზირებული” განყოფილების) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;

გ) საგადასახადო ინსპექციის ადგილმდებარეობის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმების მონაცემები არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა შეიტანება საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) კომპიუტერულ ბაზაში, ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი და 2 ეგზემპლარად ამოიბეჭდება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმის კომპიუტერული ვერსია. კომპიუტერიდან ამობეჭდილ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმას ვიზირებას უკეთებს მომსახურების სამმართველოს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი და სამმართველოს უფროსი. საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმას ხელს აწერს საგადასახადო ინსპექციის უფროსი ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი (ბეჭდის დასმით). ამობეჭდილი ფორმის ერთი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოში და მოთავსდება გადასახადის გადამხდელის საქმეში („ფაილში”), ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა გადასახადის გადამხდელს პირადად (შესაბამისი რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მეშვეობით) ან გაეგზავნება საფოსტო გზავნილით;

დ) საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოს (არაკომპიუტიზირებული) განყოფილების (შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის) ადგილმდებარეობის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმები არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა წარედგინება საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოს ინფორმაციის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) კომპიუტერულ ბაზაში შეტანისა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით. მომსახურების სამმართველოს მიერ წარმოდგენილი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმის მონაცემები საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეიტანება არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდება შესაბამისი რაიონის დიაპაზონის მიხედვით. გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმის კომპიუტერული ვერსია 3 ეგზემპლარად ამოიბეჭდება, რომელსაც ვიზირებას უკეთებს განყოფილების უფროსი (ან ფორმის მიმღები რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი, თუ ფორმა წარდგენილია შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირზე) და მომსახურების სამმართველოს უფროსი. საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმას ხელს აწერს საგადასახადო ინსპექციის უფროსი ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი (ბეჭდის დასმით). ამობეჭდილი ფორმის ერთი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოში, მეორე ეგზემპლარი (გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ფორმასთან ერთად) რჩება („არაკომპიუტიზირებულ”) განყოფილებაში (შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირთან) და მოთავსდება გადამხდელის საქმეში, ხოლო მესამე ეგზემპლარი გადაეცემა გადასახადის გადამხდელს პირადად (შესაბამისი რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მეშვეობით) ან გაეგზავნება საფოსტო გზავნილით;

ე) საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოს („კომპიუტიზირებულ”) განყოფილებებში წარდგენილი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმები, აგრეთვე მათთან შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირების მიერ წარდგენილი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმები (კომპიუტერული დამუშავებისა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით) დამუშავებას ექვემდებარება აღნიშნულ განყოფილებებში, იგივე წესით, რაც მოცემულია ამავე მუხლის „ა”„დ” ქვეპუნქტებში.

    მუხლი 15. საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემთა შეცვლის     პროცედურები

გადასახადის გადამხდელი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემთა ცვლილების შემთხვევაში ავსებს გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის (რეგისტრაციის) ახალ ფორმას ერთ ეგზემპლარად და წარუდგენს საგადასახადო ინსპექციის (საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოს („არაკომპიუტიზირებული” განყოფილების) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს, რომლის შემდეგ ტარდება იგივე პროცედურები, რაც მოცემულია ამავე ინსტრუქციის მე-14 მუხლში.

    მუხლი 16. ლიკვიდირებული გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმის დამუშავების პროცედურები

1. გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის შემთხვევაში ტარდება შემდეგი პროცედურები:

ა) შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების (ფიზიკური პირის შემთხვევაში – გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის) საფუძველზე რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს სათანადო ჩანაწერს საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმაში (აღნიშვნით – “ლიკვიდირებულია”, ასევე მიეთითება ლიკვიდაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და თარიღი”). აღნიშვნები კეთდება ასევე გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) კომპიუტერულ ბაზაში, შესაბამისი პროგრამიდან ამობეჭდილ ფორმებში და გადასახადის გადამხდელთა რეესტრში. აღნიშნული პროცედურების ჩატარების მიზნით (“არაკომპიუტიზირებული”) განყოფილებები და შესაბამის რაიონებში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირები ინფორმაციას (შესაბამისი დოკუმენტაციების ასლებთან ერთად) აწვდიან საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოებს (ან მომსახურების სამმართველოების (“კომპიუტიზირებულ”) განყოფილებებს). გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის შესაბამისი პროცედურების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს (ლიკვიდაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღების დღიდან);

ბ) გადასახადის გადამხდელის მოწმობა (იურიდიული პირის/ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში _ გადამხდელის მიერ, ხოლო ფიზიკური პირის გარდაცვალებისას _ შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ) ბარდება საგადასახადო ინსპექციაში და ლიკვიდაციის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად მოთავსდება ლიკვიდირებული გადასახადის გადამხდელის საქმეში.

2. გადასახადის გადამხდელის (მ.შ. ფიზიკური პირის) ლიკვიდაცია, ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის, ნიშნავს გადამხდელის ლიკვიდაციას (ფიზიკური პირის გარდაცვალებას). მისი საიდენტიფიკაციო ნომრის შემდგომში სხვა პირზე (გადამხდელზე) მინიჭება არ წარმოებს”;

4. ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადასახადის გადამხდელთა რეესტრის წარმოება ხორციელდება საგადასახადო ინსპექციების მომსახურების სამმართველოში ან საგადასახადო ინსპექციების მომსახურების სამმართველოს (“კომპიუტიზირებულ”) განყოფილებებში. რეესტრის მონაცემები სრულად შეიტანება კომპიუტერულ ბაზაში არსებულ ფანჯარაში „გადასახადის გადამხდელის რეესტრი”;

5. ინსტრუქციის №1 დანართის №4 („გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმის შევსების წესები”) დანართის :

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს რედაქციით:

„3. სამართლებრივი ფორმა – შეიტანება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სახე „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის ან სხვა კანონმდებლობის შესაბამისად და შესაბამისი კოდი (№5 დანართის მიხედვით) (ავსებს გადამხდელი).

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. აქ იგულისხმება:

ა) საწარმოების ხელმძღვანელები (საწარმოები – საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად);

ბ) ორგანიზაციების დირექტორები;

გ) ინდმეწარმეები (ავსებს გადამხდელი).

 ხელმძღვანელის, წარმომადგენლის (დირექტორის) ან ინდმეწარმის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, უცხოელი მოქალაქის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობა, ან საქართველოს კანონის „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” შესაბამისად სათანადო წესით ლეგალიზებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი). ლეგალიზებაში იგულისხმება – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოებში რეგისტრაციაგატარებული თავიანთი მოქმედი უცხოური პასპორტი ან მათი შემცვლელი დოკუმენტი).”;

გ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ინფორმაცია იჯარით აღებული ქონების შესახებ – თუ გადამხდელი ფლობს ქონებას იჯარით (“იჯარა” საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მიზნებისათვის გულისხმობს ასევე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქონების სხვა ფორმით ფლობასაც), შეიტანება მეიჯარის სრული დასახელება, მეიჯარის საიდენტიფიკაციო ნომერი, იჯარით აღებული ქონების დასახელება, იჯარით აღებული ქონების ადგილმდებარეობა (მისამართი), საიჯარო ფართი (კვადრატულ მეტრებში), იჯარის თანხა თვეში (ათას ლარებში), იჯარის ვადა, იჯარის ხელშეკრულების დადების თარიღი (ავსებს გადამხდელი).

იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელს გააჩნია მრავალი ფილიალი და უძრავი ქონება, რომელსაც რეგისტრაციის ფორმა ვერ დაიტევს, დამატებით უნდა შეავსოთ დანართი №1 და დანართი №2 (შემდგომში ამ მონაცემების ცვლილებებისას შეივსება №1 და №2 დანართები)”;

6. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის №5 დანართი:

 

„დანართი №5

 

გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი

ფორმების აღმნიშვნელი შესაბამისი კოდები:

1. ინდივიდუალური საწარმო                                                                         - 01

2. სოლიდარული პასუხისმგებლობის  საზოგადოება                                      - 02

3. კოოპერატივი                                                                                                 - 03

4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება                                          - 04

5. სააქციო საზოგადოება                                                                                       - 05

6. კომანდიტური საზოგადოება                                                                      - 06

7. კავშირი                                                                                                            - 07

8. ფონდი                                                                                                            - 08

9. სახელმწიფო ორგანოები                                                                              - 09

10. საჯარო სამართლის იურიდიული პირი                                                 - 10

11. საქართველოს საწარმოს (ორგანიზაციის)  ფილიალი                                  - 11

12. უცხოური საწარმოს მუდმივი   დაწესებულება                                           - 12

13. ამხანაგობა                                                                                                    - 13

14. უცხოური, დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაციები            - 14

15. პოლიტიკური ორგანიზაციები                                                                  - 15

16. ფიზიკური პირები                                                                                           - 16

17. სხვა პირები, რომლებიც არ არიან მითითებულები 1-16 პუნქტებში        - 17.”

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი