„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018438
20/ნ
16/01/2024
ვებგვერდი, 17/01/2024
430210000.22.022.018438
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №20/ნ

2024 წლის 16 იანვარი

ქ.თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023) შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით (სსმ, 140, 29/10/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016026) დამტკიცებულ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მეორე მუხლის „პ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ​1) საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ პრიორიტეტულად აღიარებული საერთაშორისო შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, რომელშიც ქვეყნები წარმოდგენილია ნაკრები გუნდების სახით. საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები შეირჩევიან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საფუძველზე. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაა ასევე საერთაშორისო შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, რომელშიც მონაწილეობს არანაკლებ 20 ქვეყნის ნაკრები გუნდი, რომლის წევრებიც შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე;“.

2. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ოლიმპიადის ჩატარების წელს მონაწილეობას იღებს კონკრეტული საგნის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში, ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილე, შესაბამისი ასაკის და კლასის/კლასების მოსწავლე ხდება საქართველოს ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატი. საქართველოს ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა საგნების შესაბამისად დგინდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან მინისტრის მიერ განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი