დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2023 წლის 13 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 002 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
მიღების თარიღი | 15/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 270070000.70.082.016117 |
|
,,საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2023 წლის 13 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
,,საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2023 წლის 13 იანვრის №002 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/01/2023, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.70.082.016108) დამტკიცებულ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. წელთა ნამსახურობის დანამატი გაიცემა პროკურატურის თანამშრომლებზე, გარდა პროკურატურის სტაჟიორისა და პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. წელთა ნამსახურობის დანამატის სისტემა ამ წესით განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა, მისი გაცემის წესი და პირობები ერთიანია საქართველოს გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის თანამშრომლებისათვის.“. 3. მე-3 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. წელთა ნამსახურობის დანამატი პროკურატურის თანამშრომელს მიეცემა შესაბამისი სტაჟის არსებობის შემთხვევაში, ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად:
2. პროკურატურის თანამშრომელს სტაჟში ეთვლება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, სტაჟიორის, პროფესიული საჯარო მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით მიღებული პირის პოზიციებზე საქმიანობა. ასევე სსრკ პროკურატურის სისტემაში საქმიანობის პერიოდი (როგორც ოპერატიულ, ისე ტექნიკურ პოზიციებზე საქმიანობა).“. 4. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: ,,5. პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს, გარდა ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტში მითითებულისა, შრომის სტაჟში ასევე ეთვლება საქმიანობა საჯარო სამსახურში (მანამდე ნებისმიერ სახელმწიფო-საბიუჯეტო სამსახურში) და სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“. 5. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 4. წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ზოგადი წესი 1. პროკურატურის თანამშრომელს წელთა ნამსახურობის დანამატი ეძლევა შესაბამისი სტაჟის შესრულების შემდეგ, ამ წესით გათვალისწინებული ოდენობით. 2. სხვა სახელმწიფო ორგანოდან/უწყებიდან გადმოსვლისას, პროკურატურის თანამშრომლის მიერ წელთა ნამსახურობის დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში წარმოდგენის ან/და ამ დოკუმენტის სხვა სახელმწიფო ორგანოდან/უწყებიდან გამოგზავნის შემდეგ, ხდება შესაბამისი სტაჟის დათვლა და წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემა. იგივე წესი მოქმედებს პროკურატურის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსით ან კონკურსის გარეშე დანიშვნისას – სტაჟის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის ან/და გამოგზავნის შემდეგ. 3. პროკურატურის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსით ან კონკურსის გარეშე პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის დანიშვნისას მას უნარჩუნდება პროკურატურაში მანამდე არსებული სტაჟი, ასევე არსებობის შემთხვევაში სტაჟში ჩაეთვლება სხვა სახელმწიფო ორგანოში/უწყებაში ნამუშევარი და მიეცემა შესაბამისი დანამატი. 4. პროკურატურის თანამშრომლის სხვა პოზიციაზე გადაყვანისას/როტაციისას, ასევე მენეჯერულ პოზიციაზე დაწინაურებისას ან/და არამენეჯერულ პოზიციაზე დაბრუნების შემთხვევაში თანამშრომელს უნარჩუნდება წელთა ნამსახურობის დანამატი, გადანიშვნის შესაბამისი თარიღის, ნამუშევარი კალენდარული დღეებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის გათვალისწინებით. 5. პროკურატურის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი თანამშრომლის კონკურსით ან კონკურსის გარეშე დანიშვნისას მას მიეცემა წელთა ნამსახურობის დანამატი, დანიშვნის შესაბამისი თარიღის, ნამუშევარი კალენდარული დღეებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის გათვალისწინებით. 6. პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში (გარდა ანაზღაურების გარეშე შვებულებისა), ასევე დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში უნარჩუნდება წელთა ნამსახურობის დანამატი. 7. რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების გამო საკადრო რეზერვში ჩარიცხულ პირს წელთა ნამსახურობის დანამატი მიეცემა საკადრო რეზერვში ჩარიცხვიდან 3 თვის განმავლობაში. 8. პროკურატურის თანამშრომლისათვის წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემა წყდება მისი დათხოვნის შემდეგ, ნამუშევარი კალენდარული დღეების შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს გაცემის შეწყვეტასთან ერთად.“. 6. მე-5 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი გენერალური პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტს აწვდის ინფორმაციას პროკურატურის თანამშრომლისათვის სტაჟისა და წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესახებ. 3. პროკურატურის თანამშრომლის წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ადმინისტრირება ხდება გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ. 4. პროკურატურის თანამშრომელი უფლებამოსილია წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ან/და სტაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ იხილავს საკითხს და განმცხადებელს წერილობით აცნობებს წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემასთან ან/და სტაჟთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. საჭიროებიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევებში, თანამშრომლის წელთა ნამსახურობის დანამატის საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნეს ერთობლივად გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს თანამშრომლების მონაწილეობით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები