„საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს №040 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს №040 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 003
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 15/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016118
003
15/01/2024
ვებგვერდი, 15/01/2024
110060000.70.082.016118
„საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს №040 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №003

2024 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს №040 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს №040 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016053) განსაზღვრულ საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭო“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3

1. პროკურატურის სტაჟიორთა მიღებას, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობას და შეფასებას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭო (შემდგომში – საბჭო).

2. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე – გენერალური პროკურორი.

3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრი, საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) გენერალური ინსპექციის, ადამიანური  რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტისა და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსები.

4. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სტაჟირების საკითხები, თუ საბჭოს სხდომას ესწრება  საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

5. სტაჟირების საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს გადაწყვეტილება  მიიღება სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. გენერალური პროკურორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს.

6. საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა,  ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს სამდივნო. ოქმს ხელს აწერენ სამდივნოს წარმომადგენელი და სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრები.

7. სტაჟირების საკითხების განხილვისას საბჭო ასევე ხელმძღვანელობს საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულებით.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საბჭოს სამდივნო, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, სტაჟიორობის კანდიდატთა განცხადებების (სააპლიკაციო ფორმა) მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის საბჭოსთვის წარდგენა.“;

გ) მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. სტაჟიორთა კონკურსის წერილობითი ეტაპი უნდა მოიცავდეს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდით გათვალისწინებული დისციპლინების იდენტურ საგამოცდო დისციპლინებს.“.

5. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ტესტირების  ჩატარებას უზრუნველყოფს საბჭოს სამდივნო, ხოლო ტესტირების პროცესის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საბჭო.“.

6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11

წერილობითი კონკურსის (ტესტირების) შედეგების გამოქვეყნებიდან გონივრულ ვადაში საბჭო განიხილავს სტაჟიორობის კანდიდატთა პრეტენზიებსა და საჩივრებს და აცნობებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.“.

7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13

1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატების უნარ-ჩვევების, პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

2. გადაწყვეტილების მისაღებად საბჭო იყენებს კანდიდატთა შეფასების ფორმებს (დანართი №1 და დანართი №2).“.

8. მე-14 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გენერალური პროკურორი, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სტაჟიორობის კანდიდატებს ნიშნავს სტაჟიორებად პროკურატურაში. წარმატებული კანდიდატების სტაჟიორებად დანიშვნა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, გონივრულ ვადაში.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში (განსაკუთრებული სამუშაო გამოცდილების, კვალიფიკაციის ან/და კონკურსში საუკეთესო შედეგების მიღწევისას), საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით, პირი შეიძლება დაინიშნოს სტაჟიორად პროკურატურაში არსებულ პროკურორის/გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე.“.

9. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 15

კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები უარს იტყვიან დანიშვნაზე ან საბჭომ დასაბუთებული უარი განაცხადა დასანიშნად კანდიდატურების წარდგენაზე.“.

10. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. განსაკუთრებულ შემთხვევაში (დაკისრებული მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულების ან/და საუკეთესო შედეგების მიღწევისას), საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე (მაგრამ არაუადრეს 6 თვისა) მოეხსნას სტაჟირება და დაინიშნოს პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობაზე.“.

11. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 17

სტაჟიორი, მისი თანხმობის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს პროკურატურის სხვა ორგანოში ან სტრუქტურულ დანაყოფში.“.

12. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ვალდებულია, სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ სტაჟიორის შეფასების ფორმის მიწოდების შემდეგ, სტაჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი მონაცემები წარუდგინოს საბჭოს.“.

13. 23-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟირების მიმდინარეობისას მიღებული შეფასებების გათვალისწინებით, საბჭო ატარებს გასაუბრებას და ახდენს სტაჟიორთა შეფასებას.

3. საბჭო სტაჟიორთა საბოლოო შეფასების შედეგების საფუძველზე იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება პროკურატურის თანამშრომელთათვის დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით არ შეესაბამება პროკურატურის თანამშრომელთათვის დადგენილ მოთხოვნებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე