,,საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №036 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №036 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 15/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016119
004
15/01/2024
ვებგვერდი, 15/01/2024
110060000.70.082.016119
,,საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №036 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №004

2024 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №036 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №036 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016049) დამტკიცებულ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რანგირებას ექვემდებარება პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი (შემდგომში – გამომძიებელი).“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.  პირველი და მეორე  რანგის პროკურორი/ გამომძიებელი იღებს  შესაბამის რანგის  დანამატს (გარდა ანაზღაურების გარეშე შვებულების პერიოდისა).“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. რანგირების სისტემა

რანგირების სისტემა ერთიანია გენერალური პროკურატურის, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, თბილისის, საოლქო, რაიონული და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის.“.

3. მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რანგის მინიჭება ან შეცვლა ხდება  თანმიმდევრობით, რიგითობის დაცვით, რანგის გამოტოვების გარეშე.

3. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი  სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) რეკომენდაციის საფუძველზე, მოტივირებული გადაწყვეტილებით, პროკურორს/გამომძიებელს  რანგი მიანიჭოს ან შეუცვალოს  ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის დაცვის გარეშე, შესაბამისი საფეხურის გამოტოვებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე