დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №037 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 005 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 15/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060000.70.082.016120 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს N037 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/08/2020, სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016050) დამტკიცებულ საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს თანდართული დებულება.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულება“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – რანგირების საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები