,,საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №037 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 005
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 15/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016120
005
15/01/2024
ვებგვერდი, 15/01/2024
110060000.70.082.016120
,,საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №037 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 
საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №005

2024 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №037 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს N037 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/08/2020, სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016050) დამტკიცებულ საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების  საბჭოს თანდართული დებულება.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების  საბჭოს დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – რანგირების  საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე