„საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 16 ოქტომბრის №042 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 16 ოქტომბრის №042 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 006
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 15/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016121
006
15/01/2024
ვებგვერდი, 15/01/2024
110060080.70.082.016121
„საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 16 ოქტომბრის №042 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №006

2024 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 16 ოქტომბრის №042 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 16 ოქტომბრის №042 ბრძანებით (ვებგვერდი, 19/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060080.70.082.016055) დამტკიცებულ საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკვალიფიკაციო გამოცდა განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება გამოსაცდელი პირი პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლისთვის   წაყენებულ მოთხოვნებს, საკმარისია თუ არა მისი თეორიული ცოდნა და შესწევს თუ არა მას თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

„გ) პროკურატურის სტაჟიორად დასანიშნი პირი, აგრეთვე სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად დასანიშნი პირი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე